*14* [END]

142 12 6
                                    

ვიღვიძებდი ყოველ დილით საავადმყოფოში, ექიმები რომ თავს მევლებოდნენ, ზუსტად, ისეთში

შენი წასვლის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა, ძილის წამალს აღარავინ მაკარებდა, ღამეს მათევინებდა

თურმე, ეგ ყოფილა მიზეზი, მოჩვენებს რომ ვხედავდი-ხოლმე, იცოდი?

შენ ეს იცოდი. იმიტომ იყო იმ ღამეს პანიკაში რომ ჩავარდი. იცოდი, თავი რამდენად დავიზიანე

ხმას არ ვცემდი, სრულიად არავის

ვესაუბრებოდი მხოლოდ გამოგონილ ილუზიებს, მეგობრებს, რომლებიც არ იყვნენ რეალურნი

"მარტო დარჩენა ასოცირდება გაგიჟებასთან"-მორალი ჩემი.

ვიდექი და საათობით ველაპარაკებოდი შენს წარმოდგენას, სიყვარულმა რომ შემაქმნევინა, სწორედ რომ, იმას

ფსიქიატრიულში გამაქანეს

ოჯახმა გამიმეტა

სიცილად არ მეყო

წახვედი და დამიტოვე ერთადერთი წერილი, სულ რომ თან დამქონდა

ვკითხულობდი დღეში ათჯერ და ათასჯერ, ვცდილობდი განმეხილა შინაარსი მისი მოჩვენებასთან, შენ რომ გგავდა და მე რომ მეცხადებოდა ხოლმე

მაშინ დამტოვე, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი, მაიძულე მექციე გამოუსადეგარ ილუზიად, ყოველ ღამით არაფრისმომცემად რომ მეცხადებოდა

და მე გავიჭედე ოცნებებში, ოცნებებში რომელსაც შენი სახელი დავარქვი და რომელსაც ახდენა სულაც არ ეწერა

საავადმყოფოზე საზარელი იყო აქაურობა

შენ ხომ მაინც მყავდი, არა?

-გინდა, კიდევ ერთხელ წაგიკითხო?

თეჰიონის ილუზიამ თავი დამიქნია. გავიღიმე.

-რახან მთხოვ..

ხმა მომესმა

ერთადერთი კვადრატული ფანჯრისაკენ გავიხედე გისოსები ასე უდიერად რომ ჩაესვათ

Stuck In D. D. (დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora