შავთმიანი ფიგურა გულამოსკვნილი ტიროდა ორი საფლავის წინ.
გვერდში თეთრთმიანი ედგა და მისთვის მკლავები შემოეხვია ნუგეშის მიზნით, მათ უკან კი სამ მაღალ ფიგურას დაეკავებინა ადგილი, რომლებიც ცრემლებს ჩუმად ღვრიდნენ შავთმიანისგან განსხვავებით.
- ჯიმინ, წავიდეთ... - ემუდარებოდა მასზე მოხვეული თეთრთმიანი.
- არა ! ა-არ მ-მინდა... აქ მინდა მ-მათ გვერდით, მინდა ყოფნა... - უკვე საათები იყო რაც გაუჩერებლად მოთქვამდა და ბიჭებს სულ ერთი და იგივეთი პასუხობდა.
- ჯიმინ გთხოვ, ასეთი საქციელით მათ უკან ვერ დააბრუნებ... - მძიმედ ამოთქვა თეთრთმიანმა.
- ახლა არ შემიძლია მ-მათი დაბრუნება ადრე შემეძლო, ყველაფერი აქამდე არ უნდა მისულიყო, იუნგი ჩემი ბრალია ა-ახლა ისინი აქ რომ წვანან, მე რომ ა-ადრე მეთქვა ყვეალფერი ჯონგუკისთვის ის ახლა აქ არ იქნებოდა. - ტირილით დაემხო ჯიმინი ჯონგუკის საფლავის ქვასთან და მის გვერდით სულ ახლად გაკეთებული საფლავის მიწა მუჭში მოიმწყვდია.
- მ-მე რომ მეთქვა ჯონგუკისთვის თეჰიონის გრძნობების შესახებ მის მიმართ, მე რ-რომ მეთქვა თეჰიონსაც უყვარდა და ვერ უტყდებოდა იმ დაწყევლილ დღეს გუკი გაგიჟებული არ წავიდოდა... არ დაიტანჯებოდა იმის ფიქრით რომ თეჰიონი მხოლოდ იმიტომ უტყდებოდა გრძნობებში რომ მაშინ ჩვენთან დარჩენილიყო... იუნგი გესმის ? ადრე რომ ამეხსნა ორივესთვის ყველაფერი ახლა აქ იქნებოდნენ და არა ცივ სამარეში...
იუნგი ჩემი ბრალია ისინი რომ აქ არიან, ჩემი ბრალიას რომ ცოცხლები აღარ არიან. - მოთქვამდა ჯიმინი და სასფლავების მიწას მუჭში განუწყვეტლივ სრესდა.- ჯიმინ გთხოვ საყვარელო შენ არ ხარ დამნაშავე, გემუდარები არ იფიქრო მაგაზე... - ცრემლებს ვერ იკავებდა იუნგი და კვლავინდებურად ეჭიდებოდა ჯიმინის სხეულს რომ როგორმე აეყენებინა ფეხზე.
- ჯიმინ ისინი არ ისურვებდნენ ასე გეფიქრა. - არ წყნარდებოდა იუნგი.
უკან კი უკვე დიდი ხანია მეგობრები უმაგრებდნენ ზურგს და მათთან ერთად მწუხარებით გაჟღენთილები უჩუმრად ტიროდნენ.
იქნებ ყველა დამნაშავე იყო ? იქნებ არც ერთი ?
ვინ იცის, მაგრამ ახლა მათ გაკიცხვას მოვერიდები რადგან არც კი წარმომიდგენია რას გრძნობენ მათი პატარა ძმების დაკარგვის გამო, ისინი ხომ განუყრელი შვიდიანი იყვნენ, ისინი ხომ მუდან ერთმანეთის მხარს ამაგრებდნენ, მათ ხომ ერთმანეთი უყვარდათ და არავინ, იყო ისეთი დედამიწის ზურგზე ვინც შეძლებდა მათ განცალკევებას, მაგრამ გაიზარდნენ და მიხვდნენ, რომ სულაც არ იყო ისე როგორც ამას ერთად აღწერდნენ, როცა თავიანთ ბუნაგში იმალებოდნენ, როცა ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავდათ, რომ დაყრდნობოდნენ.- მათ... მათ ვერ შეძლეს აქ ბედნიერები ყოფილიყვნენ, მაგრამ იქ სადაც ახლა არიან მერწმუნე საყვარელო ძალიან ბედნიერები იქნებიან ერთად. - ჩუმად უჩურჩულებდა თეთრთმიანი ატირებული ჯიმინის ყურში და ხელებს კვლავ ძლიერად ხვევდა ტროსსზე.
შეიძლება იუნგის სიტყვები მართლაც სიმართლეს შეესაბამებოდა.
მაგრამ ვინ იცის, იყვნენ კი თეჰიონი და ჯონგუკი ახლა ბედნიერები ?
შეძლეს კი მათ ბედნიერების პოვნა, ერთად ?
ხუთი მამაკაცის წინ მდგარი ორი ფიგურა კი ცრემლებით სავსე თვალებითა, მგრამ ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდა მათ.
არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებიან, ერთად თუ ცალ-ცალკე მათი გულები მუდამ ერთმანეთისთვის იძგერს.
ყველა დასასრულს მოსდევს დასაწყისი.
- იუნგი... - სუსტი ხმა გაისმა სასაფლაოზე.
- გისენ ჯიმინ. - თეთრთმიანმა მამაკაცს გახედა.
- გთხოვ, ვიყოთ ერთად. - სრუტუნით ამოთქვა ჯიმინმა.
იუნგის გაეღიმა, საფლავებს გახედა და ჯიმინს თავი დაუკრა.
______________________________
ესეც ასე, ყველა დასასრულს მოსდევს დასაწყისი,
მე მჯერა ამის.ჯონგუკმა ახსენა რომ მათი ისტორია ახლა იწყება, ხოდა ეს ისტორია ზუსტად რომ იუნგისი და ჯიმინის არის.
მოკლედ მარგალიტებო ესეც ბოლო თავი, დააკომენტარეთ.
აბა შეხევერამდე, Fire boy-ი შევხვდებით🖤💜🖤💜🖤