საააფლაო V

148 28 2
                                    

თეჰიონის დღე დიდი შემართებით მიდიოდა, სამსახურში მისი მუშაობუთ კმაყოფილი იყო, სახლშიც რაღაცნაირად მშვიდი გარემო ტრიალებდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

იური მის დაქალებთან ერთად სახლში შეიჭრა, თავიანთი ბედნიერი კიკისით და ხმაურიანი ლაპარაკით თეჰიონის იდილია დაარღვიეს და მის ხასიათის გაფუჭების მიზეზად იქცნენე.

- გამარჯობა საყვარელო. - იური კისერზე ჩამოეკიდა თეჰიონს და პატარა კოცნით დააჯილდოვა ტუჩებზე.
თეჰიონმა ნაძალადევი ღიმილი აჩუქა მეუღლეს და წელზე ხელები შეუცურა.

- გამარჯობა ბატონო კიმ. - იურის დაქალები თითქმის ერთხმად მიესალმნენ მაღალ ფიგურას, თეჰიონმა კი ოდნავ გაუღიმა და თავი დაუკრა სამ გოგონას.

- საყვარელო ჩვენ გავალთ, არ მოიწყინო. - კიდევ ერთი კოცნა მიაწება ყბის ხაზზე და გოგონებთან ერთად სახლში გაუჩინარდა.

თეჰიონმა ამოიოხრა, უკმაყოფილოდ გააქნია თავი და გადაწყვიტა თავის კაბინეტში ასულიყო.
ასეც მოიქცა, კაბინეტში შევიდა, სავარძელზე მოთავადა და სიჩუმით ტკბობას მიეცა.

"ისევ გიყვარვარ ჰიონ ?"
დაიჭექა მის ფიქრებში ხმამ.
თეჰიონს სუნთქვა შეეკრა, სავარძლიდან წამოხტა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.

რამდენად თავხედი უნდა იყო, რომ ეს ასეთი ინტონაციით მიახალო ადამიანს ?!
რა დონის მდაბიო სულს პატრონი უნდა იყო რომ ასეთი სახით შეეკითო ეს ადამიანს ?!
ყველაზე მეტად გრძნობებზე თამაში ეზიზღება თეჰიონს, უნდა ყველა ის ადამიანი მოსპოს ვინც სხვის გრძნობებზე თამაშობს !
იმიტომ, რომ ადამიანები არ იცვლებიან.
ისინი უბრალოდ ნიღბებს ირგებენ გარკვეული საზოგადოების წინ.
არ უნდა იმაზე ფიქრი, რომ ჯონგუკიც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება.

რადგან ის სხვაა, ის მისია და უბრალოდ არ შეუძლია მასზე ამგვარად იფიქროს, მაგრამ ფაქტი ბიჭი ეთემაშება.
სხვა რა უნდა იყოს ?!

თეჰიონი გაბრაზებულია, არა მასეზე, საკუთარ თავზე.
მაინც როგორ აჰყვა მის სიტყვებს, რამდენი გრძნობა გამოიწვია ქერაში ამ ერთმა პატარა წინადადებამ.
ქერას საკუთარ ღელვაზე ეცინება, თითქოს სისულელეა ეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად ძალიან აფიქრებს ქერას.

მაინც და მაინც სასაფლაო რატომ აარჩია მას რომ შეხვედროდა ?
რატომ ეს სევდიანი ადგილი ?

თეჰიონი ფიქრობს, რომ ბიჭი უცნაურია, საოცრად ლამაზი, მაგრამ უცნაური.
სწორედ ამიტომ შეუყვარდა ის თეჰიონს.
იგი ყველასგან განსხვავებული იყო, მეამბოხე სულის პატრონი, ძალიან მამაკაცური და ამავდროულად დაუცველი ბავშვი.

თეჰიონი სახეზე ამჯერად ნამდვილმა ღიმილმა დაიკავა ბინა, ბიჭზე ფიქრი აღიმებდა, ამას ვერ შველოდა, ვერანაირად.

მაგიდის საიდუმლო უჯრიდან ვისკის ბოთლს იღებს, ჭიქაში ასხმას და ერთი მოყუდებით ცლის.
იური მას ყოველგავ სასმელს უკრძალავს, ამიტომ თეჰიონი სასმელს ჩუმად სვამს, ეს ოდნავ ამშვიდებს თორემ არც თვითონ იზიდავს დიდად ეს მწარე და მათრობელა სითხეები.

ბიჭის ხმა ჩაესმის, თითქმის ჩურჩულით გაგონილ ფრაზებს ტვიმში იბეჭდავს და ხმაზე იღიმის.

ჩურჩულისგან მიღებული სიამოვნება ტანში ეღვრება, სავარძელზე წვება და თვალებს ხუჭავს.

რამდენად საცოდავია თეჰიონი, რამდენად დაკარგული.

ბიჭი ისევ ტკბილად ეჩურჩულება, ღიმილი კი ქერას სახეზე უფრო დიდ ადგილს იკავებს.

~together again~___Taekook___Where stories live. Discover now