1 თავი

4.6K 100 49
                                    

   თუ ფიქრობთ, რომ დილით დედის ხმამ გამაღვიძა და სასიამოვნო სიზმარს მომწყვიტა ძალიან ცდებით რადგან მთელი ღამე არ მძინებია. რატომ? იმიტომ რომ დღეს 15 სექტემბერია და მე ძალიან ვნერვიულობ, რადგან დღეს ჩემი პირველი დღეა სკოლაში, ნუ იფიქრებთ, რომ პირველ კლასელი ვარ ან მასწავლებელი რომელიც პირველად აბიჯებს სკოლის ეზოში როგორც პედაგოგი. მოდი აღარ გაწვალებთ და გეტყვით რომ მე ახალ სკოლაში გადავედი და დღეს პირველი დღე მაქვს. ბევრი იტყვის მერე რა არის სანერვიულო, ახალ ბავშვებს გაიცნობ და დაუახლობდებიო, მაგრამ აი სწორედ აქ ცდებით ჩემო კარგებო, რადგან ძალიან მიჭირს ახალ გაცნობილ ბავშვებთან დამეგობრება და საერთო ენის გამონახვა. ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ხო?  მოდი მთავარზე გადავიდეთ და დაწყებული დავასრულოთ.

     დილით როცა დედამ ჩემი ოთახის კარი გააღო მე უკვე სრულიად გამოფხიზლებული ვიყავი და ტანსაცმელს ვარჩევდი, პირველად ვნახე დედაჩემის ასეთი გაკვირვებული სახე.

-ტასო არ მეჩვენები შვილო?

-არა დედა არ გეჩვენები-გარდერობიდან თავი გამოვყავი და გავუცინე.

-შვილო ხო კარგად ხარ? ჯერ რვა საათიც არაა და შენ უკვე ფეხზე ხარ,თან ტანსაცმელსაც არჩევ. ცოტა უჩვეულოა ეს ყველაფერი.

-ჰო მეც მიკვირს...

-კარგი მიდი ჩაიცვი და მე დაბლა ვიქნები საუზმეს მოგიმზადებ.                                                             თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.

     მოდი ვიდრე მოვწესრიგდები ჩემზე მოგიყებით:                                                                    ანასტასია თაბაგარი 17 წლის, საშუალო სიმაღლის, გამხდარი,   თაფლისფერი თვალებით და სხვადასსხვა ფერის თმით, ხო სწორად გაიგეთ, მაგრამ არ გეგონოთ შეღებილი მაქვს ასეთი თმის ფერი დედისგან გამომყვა და ძალიან მომწონს. დიდი ვარდისფერი ტუჩები და პატარა ცხვირი მაქვს.  ჰო  ზედმეტად ემოციური ვარ, ვნერვიულობ იმაზე რაზეც ჩვეულებრივი გოგოები ნერვიულობენ და ვნერვიულობ იმაზეც რაზეც წესით საერთოდ არც უნდა ვფიქრობდე და ზოგადად ყველაფერზე ვნერვიულობ. მოდი ამ ეტაპზე ეს იყოს დანარჩენს კი თანდათან მოგიყვებით. მთავარი დამავიწყდა ძალიან მიყვარს ცეკვა დავდივარ კიდეც ცეკვის მასწავლებელთან.

განშორებამდე... (დასრულებულია)Where stories live. Discover now