უკვე სევდასაც აღარ...

292 3 2
                                    

...
გიცხოვრია შენი თავისთვის? ან საერთოდ, გიცხოვრია კი? სულელური კითხვებია ჰო?!...
ვიცი...
მე არ მიცხოვრია. საიდან ვიცი და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს სადღაც გვერდიდან ვუყურებდი. თითქოს, არცერთი სიტყვა ჩემი ბაგედან წარმოთქმული, არცერთი ჟესტი ჩემი სხეულით მოხატული, არცერთი გაფიქრება არ ყოფილა ჭეშმარიტად ჩემი... მეგონა, ჩემს მაგივრად ვიღაც სხვა აკეთებდა, გრძნობდა, ფიქრობდა, ცხოვრობდა... უცნაური კი ისაა რომ, მე მხოლოდ ტკივილს განვიცდი ჭეშმარიტად. არვიცი ამხელა პატივი რატომ მერგო, მაგრამ მგონია, რომ ყველას ტკივილს, სევდას თუ დარდს მე განვიცდი...
ეს აუტანელია...
უსამართლოა ის, რომ თითქმის თორმეტი წლიდან მე სევდის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს.
განა არ მინდოდა?! უბრალოდ არ ვიცი როგორია ბედნიერება, მხიარულება, სილაღე და სილამაზე... არა, სილამაზე ვიცი როგორიცაა...
     სევდა ლამაზია.
          ტკივილი ლამაზია.
აი ბედნიერება...
როგორი წარმოგიდგენიამეთქი ბედნიერება, ვკითხე ერთხელ ჩემს თავს. ბედნიერება ლურჯია, ძალიან, ძალიან ღია ცისფერი ფერის, ძველი წიგნის სუნი ასდის ბედნიერებას და იცით, მოსაწყენიც კია ცოტათი...
ტრაგედია საინტერესოა. არასდროს მოიწყენ კაცი. გაფორიაქებს, გტანჯავს, გაწამებს... ფიქრს გაიძულებს... და, აი, მთავარი სატანჯველი ადამიანისა - ფიქრობ...
ფიქრობ...
და ეს დაუსრულებელია.
დროს გპარავს ფიქრი, ხარბად იტაცებს შენი ცხოვრების თითოეულ უმნიშვნელო წამსაც კი... მერე, როცა ამას ხვდები იწყებ გადმოსცე რაც შენს თავში ტრიალებს... გინდა სხვებსაც აჩუქო ის, რასაც ფიქრი დროის ფასად გაძლევს... და იწყებ წერას, ხატვას, ცეკვას... ისტერიულად ცდილობ რაც შეიძლება მეტი გადმოსცე, რაც შეიძლება მეტი დატოვო, მეტი მოასწრო იმიტომ, რომ ფიქრის გამო დრო სულ გაგპარვია...
ტრაგედია კიდე ისაა, რომ ვერ ასწრებ...

იცი, სევდა სულაც არაა ცუდი. სევდაც ლურჯია ჩემს წარმოდგენებში... ისიც ძალიან ღია ცისფერი ფერისაა ოღონდ ისეთი, რომ გამშვიდებს, გადუნებს, უმოქმედოს გხდის.

გამიგია, სევდა ყოველთვის ტოვებს ადამიანში რაღაც ლამაზსო... თუმცა დღემდე ვერ ვიპოვე რა დატოვა მან ჩემში...

თუ გრძნობ, ესეიგი ჯერ კიდევ არსებობ... ამაშია სამყაროს მთელი მაგია... თუ გრძნობ, ესეიგი რაღაცას წარმოადგენ... თუმცა მე...
მე ვერ ვგრძნობ... ტკივილს მხოლოდ, იმასაც უკვე სულ ცოტათი...
ნელ-ნელა ვვუჩინარდები... ნელ-ნელა ვქრები... ვიკარგები...
უფრო და უფრო ფერმკრთალდება სევდის ცისფერი ფერი... უფრო და უფრო იფანტება სივრცეში... უფრო და უფრო იცრიცება ჩემი აზრებიც...
და მე ვგრძნობ, რომ აღარაფერს აღარ ვეკუთვნი...

უკვე სევდასაც აღარ...

სა'ფიქ'რალებიWhere stories live. Discover now