არ მიყურებდა... ფრთხილად, აუჩქარებლად ჭამდა და არც კი მიყურებდა...
- შემომხედე - მშვიდი, ვედრებით სავსე ხმით ვუთხარი. პასუხად არაფერი.
- ზურა, შემომხედე! -ტონს ავუწიე. ისევ არაფერი. მესამე დღეა ასე იყო და მეც უკვე მესამე დღეა გაურკვევლობაში ვიყავი.
ვუყურე, შემდეგ ფრთხილად ავდექი, მაგიდას ხელი მოვკიდე და ჭურჭლის მსხვრევის ხმა მოედო მთელ სახლს. ადგილიდან არ განძრეულა... თვალებში ცრემლჩამდგარი მივუახლოვდი და დავარტყი... მთელი ჩემი დარჩენილი ძალით დავარტყი... მეორედ აწეული ხელი დამიჭირა და პირდაპირ თვალებში შემომხედა.
- რა გჭირს? მითხარი, რა გჭირს - დარბილებული, მზრუნველი, აკანკალებული ხმით ვკითხე და ხელი სახეზე ნაზად დავადე. კარგა ხანს მიყურა, მერე ამოიოხრა და გულში ჩამიკრა...
- დავალება მოგვივიდა, საომარ მოქმედებებს იწყებენ... უნდა წავიდე - მითხრა, თან თავზე მეფერებოდა. გავიყინე... ძარღვებში სისხლი გამეყინა. ჩემს ლოყებზე ცრემლები თქრიალით ჩამოდიოდა და ჩავიკეცე... ხელები მუხლებზე მოვხვიე.
- არ გაგიშვებ! არ წახვიდე, გთხოვ - ტირილისგან ლაპარაკი მიჭირდა, სიტყვებს ძლივს ვამბობდი - არ წახვიდე, გავიქცეთ გინდა?! სულ შორს გავიქცეთ, ომი სადაც არაა იქ წავიდეთ, გთხოვ! - პანიკაში ვიყავი. ვერ მიყურებდა. მე უფრო და უფრო ძლიერ ვტიროდი, ვემუდარებოდი, ჩემთან დარჩენას ვთხოვდი. სუნთქვა მიჭირდა და გულის არეში ტკივილს ვგრძნობდი. მიხვდა, შეტევა რომ მეწყებოდა. ჩაიმუხლა და ძლიერად ჩამეხუტა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მეჩურჩულებოდა, სახე ხელებით დამიჭირა, თვალებში ჯიუტად მიყურებდა და მიმეორებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. არადა ხომ ვიცოდი, რომ ასე არ იყო, მაგრამ შეუძლებელი იყო, არ დამეჯერებინა იმედად ცხადად სჯეროდა თვითონ ამისი. მერე სუნთქვა ცოტათი რომ დამიმშვიდდა, ხელში ამიყვანა, ოთახში შემიყვანა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა...იმ დღეს ბოლოჯერ შევეხე... აკანკალებული ტუჩებით ვკოცნიდი და ჩემს მთელ სიყვარულს ვაქსოვდი თითოეულ შეხებაში. გამუდმებით თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი ტკივილს, სინანულს, სიყვარულსა და დარჩენის სურვილს. არასდროს ყოფილა ასეთი ნაზი, როგორიც იმ ღამით, ათრთოლებული და მუდმივად გაყინული თითებით სხეულის ყველა ნაწილზე მეხებოდა, თითქოს იმახსოვრებსო, სიყვარულს, მზრუნველობასა და სითბოს ასხივებდა მთელს ოთახში. და დამიჯერეთ, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ამგვარად სევდიანი როგორც მაშინ...
არ გვძინებია, მთელი ღამით ერთმანეთს ვუყურებდით და ვტკბებოდით ერთმანეთის მშვენიერებით.
თითის წვერებით ჩემს ზურგზე წრეებს ხაზავდა, თავი მის მკერდზე მედო და მისი გულის ხმას ვუსმენდი. ყველაზე მეტად ეგ ხმა მამშვიდებდა ყოველთვის, ახლა კი პირიქით, იმის შიში, რომ შეიძლება ვეღარასდროს გამეგო ეს სინქრონული ბაგაბუგი, მკლავდა და ბოლოს მიღებდა. უცებ სუნთქვა გაუხშირდა, მივხვდი, რაღაცის თქმა სურდა. ზურგი შევაქციე, არ მინდოდა მეყურებინა როგორ მიდიოდა. ვგრძნობდი როგორ მიყურა ცოტა ხნით, მერე ოხვრით ადგა და ჩაიცვა. უცებ ყველაფერი გაირინდა, მივხვდი იდა და ისევ მიყურებდა. მე ვერაფერს ვგრძნობდი, ჩემი ყველა ემოცია გაყინულიყო, გამქრალიყო. ნაბიჯების და კარის გაღების ხმა გავიგე.
- არ გაპატიებ. სახლში რომ არ დაბრუნდე, იცოდე არასდროს გაპატიებ, ზურა. - მშვიდი ხმით ვუთხარი, აუჩქარებლად, არც კი შემიხედავს ისე. რამდენიმე წამის შემდეგ კარის დახურვის ხმა მაფხიზლებს... წავიდა... მაშინ ამოხეთქა ყველა ემოციამ ერთდოულად, ცრემლებში ვიხრჩობოდი და სუნთქვა თითქმის არ შემეძლო. ჯერ კიდევ იმდენად ცხადად ვგრძნობდი მის თითოეულ კოცნას, მისი თითებით მოხაზულ თითოეულ წრეს ჩემს ზურგსა და ფეხებზე, ცხელ სუნთქვას ჩემს ყელში, რომ კვლავ ჩემს გვერდით მეგონა იწვა, მეგონა არსად წასულა და ისევ მომიქცევდა მკლავებში... თუმცა წავიდა... და ვიცოდი, რომ მე აღარასდროს ვაპატიებდი. უეცრად, მთელი სხეული გამეყინა, იმის გააზრებამ, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი, ერთიანად გამყინა. გიჟივით ავდექი, გრძელი მაისური გადავიცვი და კარს მივვარდი, კიბე ჩავირბინე და ქუჩაში გავვარდი. ჯერ კიდევ ღამე იყო და მზის სხივები აქა-იქ თუ ანათებდა მხოლოდ. წინ, ჩემგან შორს მიდიოდა, ნელი თუმცა მტკიცე ნაბიჯით, თავდაჯერებული იყო თუმცა ყოყმანს მაინც ვამჩნევდი თითოეულ ნაბიჯში.
დავუძახე, ფილტვები მთლიანად დამიცარიელდა ისე ხმამაღლა დავუძახე. გაჩერდა და მოტრიალდა. გავიქეცი... მივრბოდი ჩემი საყვარელი ადამიანისკენ და თან მახსენდებოდა წინა დღეებში გამუდმებით ომზე რომ მელაპარაკებოდა, თითქოს მამზადებდა ამისთვის, მახსენდებოდა ყველა როგორი წინააღმდეგი იყო ჩვენი ერთად ყოფნის, მახსენდებოდა პირველად უარი რომ ვუთხარი სიყვარულზე და მაინც მისი რომ გავხდი საბოლოოდ, გამეღიმა. თან ვტიროდი. მივვარდი და ჩავეხუტე, სახე მთლიანად დავუკოცნე
- მიყვარხარ! ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! იცოდე აქ გელოდები და ბევრი არ მალოდინო, ხომ იცი როგორ მეშლება ხოლმე მაგაზე ნერვები?! ჰოდა მალე მოდი, კარგი? ჯანმრთელი მოდი იცოდე! - ატირდა, თავი ჩემს ყელში ჩარგო და ბავშვივით ატირდა
- არ მინდა წასვლა, ღმერთმა იცის, როგორ მინდა შენთან დარჩენა, მაგრამ, ხომ იცი, რომ არ შემიძლია?! გთხოვ, მითხარი, რომ იცი. მითხარი, რომ გესმის და დამელოდები!
-შშშ, ვიცი, ვიცი პატარა, აქ დაგელოდები, ჩვენს მუდამ არეულ პატარა სახლში ვიქნები - მისი მდუღარე ცრემლები ყელს მიწვავდა. ცოტა ხანში დამშვიდდა, ხელი გამიშვა და ახლა ვიგრძენი, როგორ მიჭერდა თურმე ხელებს. ბოლოჯერ ვაკოცე, და გავუშვი......
იმის მერე, რამდენიმე დღეში შეტყობინება მომივიდა, გარდაიცვალაო მითხრეს... სწორედ იმ წამს მეც გარდავიცვალე...
იმის მერე, უკვე მეორე წელია ჩვენს პატარა და მუდამ არეულ სახლში ვზივარ და ველოდები... სიკვდილს ამჯერად, შენთან რომ მომიყვანოს... მოვალ და ნახე როგორ გეჩხუბო, სიტყვა რომ ვერ აასრულე. შენ ალბათ ისევ გამიღიმებ და მეტყვი, რომ საყვარლობა ვარ როცა ვიბუტები, დაბუსხულ ტუჩებს დამიკოცნი და გულში ჩამიკრავ...
ჰოდა, მეც ვზივარ და ველოდები... სიკვდილს ამჯერად, შენთან რომ მიმიყვანოს იმიტომ...
YOU ARE READING
სა'ფიქ'რალები
Short Storyჩემს თავში დიდი ლაბირინთი რომ არის, იქ ნაპოვნი ჩანახატებია, ძირითადად სისულელეები