მამა
ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანი, ზოგიერთისთვი მეგობარი, მასწავლებელი, გმირი, ან უბრალოდ მამა, მაშინ ჩემთვის ის რატომ არის ცხოვრების კოშმარი ეს დღესდღეობით უცნობია
როდესაც მიამ გოგონას სახელი წარმოთქვა, ისევ იმავე გრძნობამ დამიარა სხეულში როდესაც გავიგე რომ მამაჩემი მკვლელი აღმოჩნდა
- აბა გაიცანით სონგ მირაეე - და გოგონასკენ მიგვანიშნებს, უნდა ვაღიარო ძალიან ლამაზი გოგონა იყო, ისიც კი მიკვირს მიასთან როგორ მეგობრობს, მაგრამ შემდეგ გავიხსენე მისი სახელი თუ საიდან მოდიოდა და გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა, მან მე მთელი ზიზღით შემომხედა, მე მას არც ვადანაშაულებდი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო რაც მოხვდა
- სეიონგ კარგად ხარ? - მეკითხება კმაყოფილად მია, როგორ მინდა რომ ეს ღიმილი სახიდან მოვაშორო, მეც მხოლოდ ღიმილით თავს ვუქნევ
- სასიამოვნოა მირაეე - და ხელს ვუწვდი, რაზეც ხელს მართმევს
- ჩემთვისაც - ცინიკურად მეუბნება, ნუთუ ჰგონია რომ მამაჩემის დანაშაულს ჩემს თავზე ავიღებ, მის ხელს ვიშორებ და უკან ჰოსოკთან ვბრუნდები- ვინ იყო? - მეკითხება ჰოსოკი როდესაც ბავშვებს ვშორდებით
- მამამისი, მამაჩემმა მოკლა - ვეუბნები რაც შეიძლება ჩუმათ რათა არავის გაეგო, ჩემი პასუხით დამწუხრებულმა მხოლოდ თავი დამიქნია
- შენ რაში გადანაშაულებს? - ღმერთო რა კარგი ქენი რომ ის გამომიგზავნე, ჩემი ისე კარგად ესმის
- არ ვიცი - მხრებს ვიჩეჩ
- წამოდი შეიძლება ცოტა სასმელმა ხასიათზე მოგიყვანოს - და სამზარეულოსკენ მიმათრევს, მის საქციელით გახალისებულმა პირველი ჭიქა ერთ წამში გამოვლიე, მეორე უნდა ამეღო როდესაც გამაჩერა
- მე ცოტა ვთქვი - მეუბნება მკაცრი ხმით
- მხოლოდ ერთი - შევეხვეწე, რაზეც ღრმად ამოიოხრა და თავი დამიქნია
- იეეს - ვიყვირე და მეორეს გამოცლა დავიწყეჰოსოკმა შედარებით ადვილად შეეჩვია ახალ გარემოს, ბიჭებიც გაიცნო, უფრო გაიხსნა და გამხიარულდა, რაც მახარებდა, სამწუხაროდ მე ვერ ვიყავი ხასიათზე, გარეთ ყველასგან მოშორებით ვიჯექი და ულამაზეს ხედს ვუცქერდი
- ხედით ტკბები? - ნამდვილად არ მეგონა ჩემთან ლაპარაკს თუ დაიწყებდა, მომხდარის შემდეგ მაინც
- შემომიერთდები? - ვეკითხები ჩემს გვერდით მდგომ სხეულს რომელიც მზერით მკლავს
- მართლა გგონია რომ შემს გვერდით ვიდგები? - მის ნათქვამმა გამაცინა
- რატომაც არა, მე ხომ არ ვყოფილვარ ის ადამიანი ვინაც მამაშენი მოკლა? - ვეუბნები ღიმილით, რაზეც ცეცხლებს ყრის
- მიკვირს ასე როგორ მესაუბრები?
- და რა გინდა რომ გავაკეთო, თავი ჩავღუნო და უფლება მოქცე დამამცირო? მაპატიე მაგრამ ამის გამკეთებელი ნამდვილად არ ვარ
- ისე მკვლელის შვილისგან ასეთი პასუხის მოსმენა არც უნდა მიკვირდეს - მეუბნება სიცილით
- იმ კაცის შვილისგან რომელიც სხვის ფულებს ჭამდა და ნარკოტიკებს იყენებდა, არც მე მიკვირს შენი საქციელი - ვეუბნები და მის ღიმილს სახიდან ვუქრობ
- შენ, როგორ ბედავ და ამას მამაჩემზე ამბობ - მიყვირის ბოლო ხმაზე, კიდევ კარგი ყველასგან მოშორებით ვარ
- კარგად მისმინე მირაე, არც მამაშენი ყოფილა ანგელოზი, ამიტომ შენ მამაჩემზე სათქმელი არაფერი გაქვს - ვეუბნები მშვიდად, როდესაც ის უკვე ყველაფრის დაგლეჯვას აპირებს
- ანუ იცავ კიდეც მამაშენს? - მეკითხება შეშლილივით
- მე საკუთარ თავს ვიცავ, და რას გეტყვი იცი, ჯობს იმ ოჯახებთან მიხვიდე და ის ფული დაუბრუნო რომლითაც ახლა ცხოვრობ, რადგან ის შენ არ გეკუთვნის, მე შენსგან განსხვავებით ჩემი ფულით ვცხოვრობ და მამაჩემის გზას არ ვადგავარ - ,,რაშიც ეჭვი მეპარება" ვასრულებ სიტყვას ჩემს გონებაში, ბოლოჯერ მიბღვერს და მტოვებს
YOU ARE READING
solace
Боевикჩვეულებრივი გოგო რომელსაც შეუძლია დაინახოს ის რაც სხვებს არ შეუძლია წარსული და მომავალი