chapter 7

443 41 11
                                    

გრძნობები

ადამიანის განუყოფელი ნაწილი, ვინც გრძნობებს ყვება ის სუსტი ადამიანია, როგორც ვიცი ასე ამბობენ, მაგრამ რა მოხვდება როდესაც სწორედ გრძნობა არის ის რაც სწორ გადაწყვეტილებას გვაღებიებს

მისმა ერთმა საქციელმა, ერთმა უბრალო მიძრაობამ, სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა

მე რა გავკეთე? ვუპასუხე, ისეთი პასუხით ვუპასუხე რომელიც შეიძლება შემდეგში მენანა

როდესაც მისი ტკბილი და ფაფუკი ტუჩები ჩემსას შეეხო, საშინელმა ტაომ დამაყარა, გულმა ფეთქვა შეწყვიტა, სამყაროში მხოლოდ ის და მე ვიყავი

ისე ვიყავი მოხიბლული მისი ტკბილი ტუჩებით რომ მეც კოცნით ვუპასუხე, საშინლად მომწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ კარგად ვიცოდი რომ ეს არასწორი იყო

სწრაფად მოვშორდი და სახეში გავარტყი

- შენი აზრით რას აკეთებ?

მთელი სიბრაზით ვუყვირი, ის კი მხოლოდ იღიმის

- რა გაცინებს?

უკვე ბრაზი კონტროლს კარგავდა, ახლა შემეძლო მისთვის თავი მომეგრიხა

- ისე მადანაშაულებ თითქოს შენ არ იყავი ის ვინაც კოცნით არ მიპასუხა

როგორც ვთქვი, ვიცოდი რომ ამას ვინანებდი

- მართალი ხარ, არ უნდა მეპასუხა, არ უნდა მომეცა გრძნობებისთვის უფლება რომ დავებრმავებინე

ჩემი ნათქვამით ცოტა გაკვირვებული იყო, მაგრამ მე ეს ნამდვილად არ მაინტერესებდა

- მე რატომ მკოცნი როდესაც სხვა გოგო მოგწონს? მე რატომ მესაუბრები როდესაც სხვასთან უნდა იყო? რატომ მე?

ტირილი ამიტყდა, თავს ვერ ვთოკავდი, ბრაზი და ტკივილი ერთად მიტევდა

- სეიონგ მე

- არა, საკმარისია, აღარ ვაპირებ შენს თამაშში უფრო ჩავეთრიო

solaceWhere stories live. Discover now