II ლიბერთი

203 27 41
                                    




ადამიანებს უყვართ ძალაუფლება, მაგრამ ამავდროულად აშინებთ ის.

***

მზე ჯერ კიდევ ჩანს ჰორიზონტზე, ნიავი თბილია და სასიამოვნო. ამისდა მიუხედავად, თეჰიონი ვერ ტკბება ამ სრულიად ნორმალური მოვლენით. რატომღაც დაქანცულია. გრძელი დღის შემდეგ  კვლავ ჩაენაცვლა ჯინს და ახლა სახლისკენ ოხვრით მიუყვება გზას.

ჯინმა არც საცხოვრებლის მისამართი იცის და არც ტრანსპორტი, რომელიც იქამდე მისაღწევად სჭირდებათ. მისი თქმით, ამ სამყაროს ტრანსპორტს ვერასდროს შეეგუება, ვინაიდან გონების სამყაროში ვამპირის სიჩქარით გადაადგილებასაა მიჩვეული. ალთერებიდან ბევრს სურს ჯინის ძალების ქონა, მაგრამ მათ სურვილზე არასდროს არაფერია დამოკიდებული, შესაბამისად, იმას სჯერდებიან რაც აქვთ.

თეჰიონი ბურდღუნით აღებს კარებს და ფეხსაცმელს იძრობს თუ არა, დივანზე ენარცხება. სულ ცოტათი მეტად დაღლილი რომ იყოს, იუნგი აუცილებლად ჩაენაცვლებოდა.

იუნგის ჩანაცვლება თბილ ჩახუტებას გავს, მათი არსებობის მანძილზე, ბიჭი მუდამ მაშინ ჩნდებოდა, როცა თეჰიონს ყველაზე მეტად სჭიდებოდა მხარდაჭერა, სხეულს მაშინ ეპატრონებოდა, როცა ის ძალზედ გამოფიტული იყო ან საფრთხე ემუქრებოდა. დარწმუნებულია, იუნგი რომ არა, დღეს არც ერთი აღარ იარსებებდნენ. იგი ყოველთვის ის მხარი იყო, რომელსაც დაუფიქრებლად და ნდობით ეყრდნობოდა სისუსტის მომენტებში და მთელ თავის არსებას ბრმად აბარებდა. ხანდახან დანაშაულის გრძნობაც უვლის ამის გამო, მაგრამ ზემოთხსენებული ალთერი ყოველთვის ახსენებს, რომ მისი როლი სისტემაში სწორედ სხეულის დაცვაა. ამის მიუხედავად, თეჰიონი ფიქრობს, რომ იუნგი განსაკუთრებულად ზრუნავს მასზე, რაც გულს უთბობს. თუმცა მაინც, ამაზე არასდროს საუბრობენ, იუნგის არ უყვარს სენტიმენტები და თეჰიონიც პატივს სცემს მის ჩვევებსა და გადაწყვეტილებებს.

DIDWhere stories live. Discover now