I. ქაოსი თუ იდილია

269 35 49
                                    







ჩაიხედე სარკეში. რას ხედავ? საკუთარ თავს თუ...
...მათ.




ახლანდელი დრო.

თეჰიონის თვალთახედვა.

მთელი ცხოვრება ვუყურებდი როგორ აზვიადებდნენ შოუებსა და ფილმებში ჩემს ყოველდღიურობას. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ მართლა ასეთებად აღგვიქვამენ? ნუთუ მართლა მონსტრებად მივაჩნივართ? მართლა ფიქრობენ, რომ ყველა ჩემნაირი, მანიაკი ან მკვლელია?

რატომ არ იღებენ ფილმს იგივე თემაზე, მაგრამ იმ ყოველდღიური კონტექსტით, რომელშიც უმრავლესობა ჩვენგანი ცხოვრობს? რატომ არ კვეთენ ნამდვილ პრობლემებს, რაც მე და ჩემნაირებს გვაწუხებს? რატომ არ ცდილობენ, რომ მეტად ინფორმირებულები იყვნენ, მეტად გაგვიგონ, რეალურად შეხედონ ცხოვრებას.

მე ვერ ვხვდებოდი ამას, მაგრამ მყავდნენ 'ადამიანები', ვინც მიხსნიდნენ, თუ როგორ მუშაობდა სოციუმის გონება და მაძლიერებდნენ. მათი თქმით, სხვებს უბრალოდ არ სურდათ გაეგოთ და შესაბამისად, არც იგებდნენ. ჩვენ ის პიროვნებები ვიყავით, ვინც ფარდებს ამოფარებული უნდა მიშტერებოდა ცხოვრების სვლას და რაც შეიძლება შეუმჩნევლად და ჩუმად გვეარსება. რატომ? რადგან არავინ შეგვეშინებინა.

დიახ, სწორედ ასეთები ვიყავით მათ თვალში. საშიშები.

***

ისევ ვაგვიანებ. ალბათ, იკითხავთ რატომ. გეფიცებით, მშვენიერი დილა მქონდა, ერთ-ერთი საუკეთესოც კი, მანამ, სანამ სარკეში ჩავიხედავდი.

"არა! ოღონდ ქერა არა!"

დიახ, ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებიც ამ დილით ჩემს ბაგეებს მოწყდათ. გაინტერებთ რატომ? მეც, თანაც ძალიან. ინტერესით ვკვდები.

ნეტავ მაცოდინა რომელმა ჭკუათხელმა გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც ქერა თმა უნდა გვქონოდა, მე ხომ ამდენჯერ ვთქვი, რომ ვერ ვიტან ღია ფერებს! საკუთარ თავს არ ვგავარ. გულის გამაწყალებლად მინდა ვაზღვევინო მას, ვინც ეს ჩაიდინა და ასეც ვიზამდი, საკუთარი სხეული რომ გააჩნდეთ.

DIDWhere stories live. Discover now