III. ცვლილებები

380 28 32
                                    





ყავისფერი, ოდნავ გახეხილი ფეხსაცმლის ძირები გამეტებით ეხეთქებიან სველ ასფალტს. დილით უწვიმია... თეჰიონს უყვარს წვიმა და კვალიც, რომელსაც ის ტოვებს.

ქალაქს უცნაური სურნელი ასდის, ნესტისა და დამჭკნარი მიმოზების ნარევი. ვერ ხვდება მოსწონს თუ არა ეს, მაგრამ სველი გზები, ქოლგები და ცის მარგალიტებით დაცვარული ბალახი გულს რომ უხარებს, ეს ნათელია.

ნაცნობ შენობას სევდიან მზერას ავლებს. უცნაურია აქ ყოფნა, ხანდახან ვერ ხვდება რას აკეთებს ცხოვრებაში, ვერ ხვდება თავად იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თუ ეს დაწყევლილი ცხოვრება წყვეტს ყველაფერს მისთვის და სიკვდილისთვის გამზადებული წამალივით ართმევს ლანგარზე.

ადგილზეა...

არ მოსწონს თეთრ ფერში გადაწყვეტილი ინტერიერი. თავად ფერს არაფერს ერჩის, მაგრამ როცა ყველაფერი, ყოველი კუთხე-კუნჭული თეთრია, ადვილია პატარა უსუსურ არსებად იგრძნო თავი, ადვილია შენი შავი წერტილები, ნაკაწრები და ჭუჭყი შენიშნო. ბოროტი ფერია თეთრი, ბოროტი და დაუნდობელი.

ეშმაკის ფერ კედელს თითს აჭდობს და მიზნისკენ მიმავალი ნელა ასრიალებს თითის ბალიშს გლუვ ზედაპირზე. ხან ზემოთ ააქვს, ხან ქვემოთ. ბოლოს ახლო-მახლო მისხელა გოგონასკენ ბუშტებით მიმავალ ექთნებს ხედავს და თვალებს სწრაფად ხუჭავს, რათა პატარების დადებითი თრიგერი არ გამოიწვიოს. გარეთ ყოფნისას მათი ფრონტობა ზედმეტად საშიშია.

კაბინეტს თვალებდახუჭული უახლოვდება, ხელებს ახლა უფრო არეულად აცეცებს, მისი შეხება ნაზი აღარაა და აღარც გული უცემს მონოტონურად.

თვალებდახუჭული გაჭირვებით პოულობს სახელურს და დაუფიქრებლად, სწრაფად ექაჩება დაბლა, იმავე ტემპით, ფაცა-ფუცით შედის კაბინეტში და კარს აჯახუნებს თუ არა, ჯერ კიდევ თვალებდახუჭული და სუნთქვაარეული ეწებება ზედ ზურგით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 06, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

DIDWhere stories live. Discover now