როდის დასრულდება?

565 39 37
                                    

-მარცხნივ, მერე პირდაპირ იარე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-მარცხნივ, მერე პირდაპირ იარე.- უკნიდან ცინას მოგუდული ხმა მესმის, მობილურზე საუბრობს.
-ცინა, ეს კაბინეტშია?- ვეკითხები სერიოზული გამომეტყველებით.
-კი, მაგრამ შენ რა გესაქმება მასთან?- ეჭვისთვალით მაჩერდება.
-არაფერი.- პასუხს ვუგდებ და ბარისკენ მივდივარ.
როგორც კი ვჯდები ჯეიდა ჭიქაში სასმელს მისხამს.
-რა გემართება?- მის კითხვაზე მეღიმება.
-რამე მჭირს?-
-არ ვიცი, შენ უნდა მითხრა.-
-არაფერი.- მხრებს უდარდელად ვიჩეჩავ და ჭიქას ვიყუდებ.
-ეშმაკი ქალი ხარ არტემის. ყოველთვის რაღაც გაქვს ჩაფიქრებული.- ამჯერად გულში მეცინება. ჯეიდამ რომ იცოდეს, რამდენი რამ მაქვს გამოვლილი, რამდენი ცუდი რამ გამიკეთებია, ვფიქრობ ამ სიტყვებსაც კი არ გაიმეტებდა ჩემთვის.
არც თვითონაა წმინდა, თუ იმას ჩავთვლით რომ მას და ცინას საიდუმლო მაგრამ ერთგული რომანი აქვთ. ეს ალბათ ცოტათი უფრო წმინდა რამაა, სხვა ყველაფრის ფონზე.
არაფერს ვპასუხობ.
-ჯობია ბევრი არ დალიო, დღეს შენ მღერი, ხომ გახსოვს?- ნიშნისმოგებით მიყურებს.
-მახსოვს, ნუ ღელავ.- ჭიქას დახლზე ვაბრუნებ.
ათასი უბედურების გამოვლის შემდგომ, როცა ცხოვრების ყველა განვლილ ეტაპზე ისტერიულად გეცინება და სახის კუნთები სიცილისგან გტკივა, მეტი აღარ მეყო და აღმოვაჩინე რომ თურმე კარგი სმენა და ვოკალი მაქვს.
იმდენად კარგი რომ ეს ფულის გამომუშავებაშიც კი მეხმარება. სუფთა, დამსახურებული ფული..
არტემისისთვის არადამახასიათებელია არა?
რა თქმა უნდა. სინამდვილეში ამ ბარშიც იმიტომ შემოვედი, რომ საკუთარი მიზნები მამოძრავებს.
ბარის მეპატრონე მდიდარი, ტაილანდელი კაცია, 34 წლის, ცოლ-შვილი ჰყავს და ნოი ჰქვია. წესით ამაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს, მაგრამ ზედმეტად კონფიდენციალურია ამ საკითხში. მომუშავე პერსონალთან არც ისე გახსნილი და მეგობრულია.
ტეხავს, მაგრამ არაუშავს.
ჩემი არცერთი გამოსვლა არ გამოუტოვებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწონს რასაც უსმენს. ხშირად მაკვირდება, ჯერ ვერ გავარკვიე რატომ, მაგრამ ფაქტია ჩემდამი რაღაც ამოძრავებს. მერამდენე კაცია, ვინც ასე იქცევა.
ცინა და ჯეიდა როგორც კი თვალს სცილდებიან, მაშინვე დროს ვიხელთებ და ბატონი ნოის კაბინეტისკენ მივდივარ. კაბას ვისწორებ, კარზე ვაკაკუნებ და როგორც კი მისი ხმა მესმის ოთახში შევდივარ.
ბნელი ოთახია, მუქი ფერებით. რაღაცას მახსენებს და ტანში უსიამოვნო შეგრძნება მივლის.
-გისმენ?- ტაილანდური, გატეხილი აქცენტით საუბრობს. კედელზე ბანგკოკის რუკა აქვს ჩამოკიდული, მის გვერდით დიდი ასოებით, „ტაი" წერია. სამუშაო მაგიდაზე ოჯახის ფოტო უდევს, ჩინელი ცოლი ჰყავს და ერთი მცირეწლოვანი ქალიშვილი.
-მაინტერესებს აუდიო სისმტემის შეცვლას როდის ვაპირებთ.- სანამ კითხვაზე პასუხს გამცემს, ოთახის დათვალიერებას ვცდილობ, გასაღები მესამე უჯრაში აქვს. საქაღალდეებს სეიფში ინახავს, ბანგკოკის რუკის უკან რაღაცას მალავს, რადგან აქ უკვე მესამეჯერ შემოვდივარ და რამდენჯერაც ეს ხდება, თვალი იმ რუკისკენ გაურბის.
სისულელეა, ჯეიდა ამას ვერც მიხვდებოდა.
-ხვალ ყველაფერს გამოცვლიან, უკვე მოგვარებულია.-
-კარგი.- ვამბობ რაც შეიძლება ნელა და თვალს არ ვაცილებ მის ჩასუქებულ ლოყებს, რომლებიც თვალებს უფარავს.
-შეგიძლია როცა რამე დაგჭირდება ცინას მიმართო, მე ნუ შემაწუხებ.- აშკარაა მის თვალებში რაღაც ძალიან უცნაური იკითხება. ყოველი გამოსვლისას ვი-აი-პი სექტორში ჯდება და მისმენს. ისე მიყურებს, დარწმუნებული ვარ, რომ მოწონს რასაც ხედავს.
ვიღიმი. იმიტომ რომ მაგიდაზე დადებულ საოჯახო ფოტოზე ბედნიერ ქალს ვხედავ, რომელსაც ნაბიჭვარი ქმარი ჰყავს და ეს უკანასკნელიც, ჩემნაირ ადამიანს გადაეყარა.
ამწარებულს.
-რატომ ბატონო ნოი? ჩემი თქვენთან ახლოს ყოფნა გაფორიაქებთ?- ვიღიმი. ისე მიყურებს თითქოს ოთახში მახინჯი დემონი დგას, ლამაზი ტანსაცმლით. იქნებ ასეცაა.
-რატომ ფიქრობ რომ მაფორიაქებ?- მძიმე ბურთი გადაყლაპა.
-არ ვფიქრობ, უბრალოდ გკითხე, მაგრამ რადგან კითხვაზე კითხვით მპასუხობ, ესეიგი ასეცაა. -
-სიმართლეს გეტყვი, ძალიან მეცნობი.- მის  სიტყვებზე ტაო მაყრის, ამ ოთახსაც საშინელი აურა აქვს. წარმოიდგინეთ საშინელი ადამიანი საშინელ აურაში. მეტისმეტია, არა?
-საინტერესოა საიდან.- მხრებს გაოცებული ვიჩეჩავ, პირში ვუცინი, მაგრამ რაღაც არ მასვენებს. მგონია რომ აქედან უფრო მეტს უნდა ველოდე.
-გავიგოთ.- მესმის ხმა, როცა უკვე გარეთ გასვლას ვაპირებ.
ძალიან კარგი, მეც ის მინდოდა რომ ჩემი გამოძიება დაეწყო. ამ ბარში ჩემზე ზედმეტი არავინ არაფერი იცის. თვითონ ნოიც კი ზედმეტად სუფთა მეჩვენება ამ ბარისთვის. უეჭველია, რაღაც საიდუმლო საქმიანობას ეწევა.
უკვე მეთერთმეტე ბარია, რომლის მიწასთან გასწორებასაც ვიწყებ. ჩემი ხელით არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს სხვები ასრულებენ. ქალები და კაცები ჩემი გულისთვის აკეთებენ ისეთ რამეებს, რასაც მხოლოდ ჭკუიდან გადასული თუ ჩაიდენს. სიცილს ვერ ვიკავებ.
ჭკუიდან გადასული? ნუთუ ამაზე უარესი არ ხარ, არტემის. საკუთარ ფიქრებზე თავს ვაქნევ.
თითქოს ეს მოსალოდნელიც იყო, რა უნდა აკეთოს გაბოროტებულმა სულმა, ტყვეობისგან თავის დაღწევის ან უფრო 'გამოგდების' შემდგომ, თუ არა რაღაცების მოწამლვა, შხამის და მაგიის ნთხევა ხალხზე, რომელიც ამით შტერდება. ვიტყოდი, რომელსაც შეუძლია ფეხქვეშ გაგეგოს. რატომ არ გამოიყენებ ამ უნარს, თუ ხედავ, რომ ხალხი ამას შენთვის გააკეთებს?
ჰო, იმიტომ რომ შენ კეთილი ხარ.
სამი ბარი გადავწვი.
არ ვიცი, იმ ადგილას რამდენი გადარჩა ან რამდენი დაიწვა. არც კი მომისმენია ახალი ამბებისთვის, ისე დავტოვე ის ქალაქები და ახალი სოროსკენ გავემართე. რაში მარგებს ეს ყველაფერი?
აბა რა უნდა აკეთოს ჩემნაირმა ადამიანმა?
'ბედნიერი' ოჯახები დაანგრიოს, ვიღაცის ბიზნესი წარსულისკენ გაუშვას და ვიღაცის ნაგავი საქმეები ეკრანებზე გამოიტანოს. არ დამითვლია, რამდენი დამპალი ადამიანი ზის ციხეში ჩემს გამო და არც ის ვიცი, დღეში რამდენჯერ იმატებს ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ჩემი მოკვლა ყველაფერზე მეტად უნდათ.
ძალიან ბევრი ბინძური საქმე შევაჩერე, მოვიტყუე, გავიქეცი, დავიმალე, გავძარცვე, გადავწვი, დავანგრიე..
მოვკალი, მაგრამ არა ჩემი ხელებით.
სხვისი ხელებით მკვლელობა, საკუთარზე უარესია.
და ალბათ მერამდენე სული წავბილწე და გავანადგურე, არ დამითვლია..
ისე, რა სულელია ადამიანი.
ქალიც და კაციც, იმისკენ ისწრაფვის, რაც მისთვის მავნებელი და მომაკვდინებელია. ის უყვარდება, ვისი შეყვარებაც კარგს არაფერს მოუტანს. ამას კი მაშინ აანალიზებს, როცა უკვე გვიანია.
იყო ერთი მამაკაცი, რომელმაც მასწავლა, რომ ადამიანები მიუხედავად ჩემი სულიერი მდგომარეობისა, ჩემსკენ მოიწევენ. ჩემთან ყოფნა სურთ და მერე მეც ვუყვარდები. მადლიერი ვარ, რომ ჩემში ეს უნარი აღმოაჩინა, დღემდე ზუსტად ამას ვიყენებ.
იყო ერთი მამაკაცი, რომელმაც ყველაფერი კარგად იცოდა ჩემს შიგნეულობაზე, თუმცა რატომღაც მაინც ვუყვარდი. იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ მაშინვე გამიშვა. იცოდა, ნაწილებად რომ დავშლიდი.
ახლაც მეცინება.
ერთადერთი ჭკვიანი ადამიანია, ვისაც ცხოვრებაში გადავეყარე.
ნოი ერთ-ერთია, ვინც ვერ გამიცნობს, მაგრამ მაინც მოუნდება იყოს იმის გვერდით, ვისაც ვერ ხსნის. ყოველშემთხვევაში, თუ კი ამაზე მეტი არ იმალება ამ ყოველივეს ირგვლივ.
მოსაღამოვდა და ბარიც ხალხით გაივსო. სცენაზე ბელა გამოჩნდა, ელექტრო ვარდისფერი თმით და მცირე შესავალი გაუკეთა დღევანდელ საღამოს.
სტუმრების ადგილას ჰენრის ვლანდავ, მიყურებს.
აქ ჩემს გამო მოვიდა, ვერ ვითვლი, მერამდენედ.
ბელა როზერფორდს ბორდელი აქვს, ფუ რა სიბინძურეა. სიამოვნებით ჩავუხერგავდი სამომავლო ბიზნეს გზებს. იქნებ ჰენრი დავიხმარო? ქილით ლუდს ვსვამ და თან თვალის კუთხეში ჯეიდას უცნაურ სახეს ვაფიქსირებ.
ჯეიდა სულ სუფთა ქალი არაა,  არის რაღაცები რასაც მალავს. თანაც ერთგულებაც მაგრად გამოსდის. ჭიქებს როცა ამშრალებს, სტუმრებს აკვირდება, მერე კი საღამოს თავის ბლოკნოტში რაღაცას წერს.
საინტერესოა, რადგან ორმოც წელს მიღწეული ქალი, რომელიც ბარში მუშაობს და თან ყველა დეტალს იმახსოვრებს, არამგონია თექვსმეტი წლის გოგოსავით ჩვეულებრივ დღიურს აწარმოებდეს.
როგორ მიყვარს, ასეთი საინტერესო სიტუაციები.
დარბაზში გამაყრუებელი სიმღერის ხმა ისმის. ო, როგორ მომბეზრდა. სცენაზე სიბელია. ერთადერთი ქალი მთელ ბარში, რომელიც ცხოვრებამ მართლა დატანჯა. მუდამ შავებს ატარებს და ერთი შეხედვით მიხვდები, რომ ცუდს არაფერს გააკეთებს. თავისი ქვეყნიდან, თურქეთიდან გამოიქცა. მოძალადე ქმარს გამოექცა, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი ის კაცი უკვე მკვდარი იქნებოდა.
არა, არ ვამბობ რომ სიბელი ჩემზე სუსტია. პირიქით, ჩემზე ძლიერია, რადგან ამას გაუძლო. ახლაც რაღაც თურქულ სიმღერას მღერის, რომელიც რატომღაც ყველას ასევდიანებს.
ისევ და ისევ, ჩემს გარდა.
სანამ სიბელი სიმღერას დაამთავრებს, ერთი ქილა ლუდის დალევას კიდევ მოვასწრებ. ჩემს გვერდით ალექსი ჯდება და თავისი მრგვალი სათვალეებიდან მაჩერდება.
-რა გინდა?- ვეკითხები მობეზრებული ხმით.
-არაფერი, რა უნდა მინდოდეს.- მის პასუხზე ყრუდ მეცინება. ალექსი ახალგაზრდა პროგრამისტია, ამ ბარში არალეგალურად მუშაობს, რადგან არასრულწლოვანია. ნოის საქმეებში ეხმარება და ღმერთმა იცის, რამდენ სიბინძურეში ურევს ხელს.
ალექსი ერთადერთი ბიჭია, ვისთანაც რაღაც მეგობრულ კავშირს ვგრძნობ. ან უბრალოდ თავს ისე ვგრძნობ მასთან, როგორც მოკავშირესთან.
-აფორიაქებული ჩანხარ, რამე საშინელება ხომ არ ნახა შენმა თვალებმა?- ვეკითხები ხმადაბლა, ყურთან ახლოს. ცოტათი შეცბა, მაგრამ მალევე მოეშვა.
-არა, ყველაფერი რიგზეა.- მპასუხობს თავდაჯერებით, ჩვეულებრივზე მეტად ფერმკრთალია.
-კარგი, მაშინ თუ არაფერია.- ნიშნისმოგებით ვუყურებ და მერე ისევ მეღიმება.
ქილას ვცლი, სადაცაა სიბელი თავის სიმღერას დაასრულებს და შემდეგ ჩემი ტანჯვა დაიწყება.
მოიცა..
რაღაც სუნს ვგრძნობ.
წამიერად მოიტანა ჰაერმა, სულ ორი წამი გაგრძელდა. ქილა ხელიდან გამივარდა და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა.
-კარგად ხარ?- მეუბნება ალექსი მაგრამ მისი ხმა ახლა დახშულია.  თითისწვერები გამეყინა და სხეულში ძალა წამერთვა.
-არტემის?- ისევ ალექსი.
სურნელს ვეძებ, გიჟივით ვყნოსავ ჰაერს. თავს ხან მარცხნივ, ხან კი მარჯვნივ ვაქნევ.
არა, არა.
-ერთი წუთი მოიცა.. - ვლუღლუღებ, მაგრამ ჩემი სიტყვებიც კი ძლივს მესმის. თვალებში ყველაფერი ტრიალებს. სიბელის სევდიანი სიმღერის ბრალია? სევდა ასეთი გრძნობაა? არა, რაღაც არმგონია. ალკოჰოლი? შეუძლებელია რამე გამოეწვია.
ფეხზე ვდგები და ხალხში გიჟივით ვაცეცებ თვალებს.
ეს არა, არც ეს, არც ის.
მგონი მართლა საბოლოოდ გავგიჟდი.
"ყველაფერი რასაც ხედავ გეჩვენება არტემის."
ყველაფერი ტრიალებს. თავბრუმეხვევა, სანამ ძალა სულ წამერთმეოდეს გასასვლელისკენ გავრბივარ და როგორც კი გარეთ გავდივარ, ცივ ჰაერს ვისუნთქავ.
ღრმად, ისე რომ ვიცოცხლო.
'ყველაფერი მოგეჩვენა, ეს უბრალოდ ილუზია იყო' ვამბობ გონებაში და გულმკერდზე ჩაწოლილ სიმძიმეს, ხელით ვეფერები.
მუხლებს ხელებით ვეყრდნობი და ჰართფორდის ტბას ვუყურებ.
ექვსი წელი გავიდა.
ექვსი წელი მას შემდეგ, რაც ზეინ მალიკი უკან ჩამოვიტოვე.
გულიანად ვიცინი, ამჯერად მართლა მეცინება. ისე ხმამაღლა, რომ ქუჩაში ხმა ყველას შეუძლია გაიგოს.
-რა სულელი ხარ არტემის!- თავს ვერ ვიკავებ. -გიჟური დრო იყო მაშინ, როცა ყველაფერი დაიწყე.- თავს ვაქნევ.
ამოვიოხრე.
ოთხი წლის წინ გავიგე, რომ ზეინ მალიკი მოკვდა.
არ მახსოვს, საერთოდ რამე თუ ვიგრძენი. ან შეიძლება მახსოვს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა დავარქვა. არა, არც სინანული იყო და არც ტკივილი, თუმცა აშკარაა, რომ მისი სიკვდილი არ გამხარებია.
შეიძლება გამხარებოდა კიდეც, რომ ვიცოდე მასთან ბრძოლა მოვიგე, მაგრამ არა. არ მომიგია და მისი წასვლა და იმის გაგება რომ ის აღარ არსებობს, სასიამოვნო შეგრძნებას ვერ მიტოვებს.
ისედაც ვიცი, რომ გაიმარჯვა, მე კი დავმარცხდი. პირველი იყო და პირველივე მარცხით დასრულდა.
ვის არ მოსვლია, არა?
სამაგიეროდ მის შემდეგ, ყველასთან გამომივიდა. ისევ თავს იმშვიდებ არტემის. მეღიმება.
'ან იქნებ საქმე მცდელობების რიგებში კი არა, თვითონ ადამიანებშია?'
ვინ წარმოიდგენდა, რომ ზეინ მალიკი ჩემზე უკეთესი ადამიანი იქნებოდა, რაღაცით მაინც.
ერთი რამ აშკარაა, ის ერთადერთი ჭკვიანი ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ, ჩემი საცოდავი, მომაკვდავი ექზისტენციალიზმის მცდელობაში.
ის მკვდარია და ისედაც იშვიათად მახსენდება. მკვდრები რატომ უნდა გავიხსენოთ, როცა შეგვიძლია ცოცხალი გვამებით დავტკბეთ და ისე დავალპოთ ისინი, რომ ამას თვითონაც ვერ მიხვდნენ.
ექვსი წლის წინ დიაგნოზი დამისვეს,

მითხრეს რომ სოციოპათი ვარ.

მეცინება.

-
მგზავრობისას, მარტო რაღაც მუსიკას ვუსმენდი.
არტემისმა გაიღვიძა,
არ მეგონა ოდესმე თუ კიდევ დავწერდი.

Run, Arthemis.Where stories live. Discover now