თავი 1

1.1K 26 18
                                    

საავადმყოფოს უკანა შესასვლელის კარი ნაჩქარევად გავაღე რომ არავის დავენახე... მომაბეზრებელია უკვე ის ფაქტი რომ ჩემს ჟურნალისტურ გამოძიებებში, მთავრობის მაღალჩინოსნები ყოფენ ცხვირს, მაგრამ არ გავჩერდები, არ დავნებდები და არ მიცემ უფლებას ვინმემ ჩემს პროფესიონალიზმს და მონდომებას ძირი გამოაცალოს...
კიბეებზე ისე სწრაფად ავრბოდი, ვიღაცას რომ შეეხედა ეგონებოდა, დამნაშავეა და უკან მოსდევენო... ძლივს მივაღწიე სასურველ სართულს, გულისცემა დავირეგულირე, რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი, კარის სახელურს დავეყრდენი ღრმად ჩავისუნთქე და გამოვაღე...

იქაურობა ჯოჯოხეთს გავდა, სისხლით მოსვრილი, საკაცეზე დასვრილი უგონო მდგოამრეობაში მყოფი უსულო სხეულები, ბავშვები, ქალები, კაცები, ზოგს ხელი არ ჰქონდა ზოგს ფეხი, ძლივს ვუყურებდი ამ საშინელებას, მთელს სართულზე სისხლის საშინელი სუნი იდგა, გულის რევის შეგრძნება მოსვენებას არ მაძლევდა, კართან ვიდექი და უბრალოდ ვერ ვინძრეოდი, რა საშინელებაა, და დავიჯერო ასე უბრალოდ აფეთქდა ეს დედაატირებული თვითმფრინავი?! არა არ მჯერა აქ სხვა რაღაცაშია საქმე, ძალ-ღონე მოვიკრიბე და რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი, თან ფოტოაპარატი მოვიმარჯვე რომ სამხილები მომეგროვებინა, მივდიოდი და თან ფეხები უკან მრჩებოდა, რა სისასტიკეა, რა საშინელებაა ადამიანის ამორალური ამბიციები, სურვილები, და დაუკმაყოფილებელი სული, შურისძიების მომაკვდავი სურვილი, და რა რას მიაღწიეს?! მე გეტყვით... უდანაშაულო ადამიანების ღრმა ტკივილსა და ოხვრა გოდებას!!! ეს არის ადამიანი, გაუმაძღარი და ცხოვრებით ყოველთვის უკმაყოფილო, ყველაფერს ბედს აბრალებენ, ან უფრო უარესს ადამიანებს, იმას კი ვერ ხვებიან რომ თითოეული ადამიანს ხელში საკუთარი ბედის აღვირი უჭირავს, როგორც მომართავს მას ისე გაიკვლევს გზას...ეს არის... ეს პრიმიტიული რამ, ადაიანი თავის ბედს თავად ქმნის!!!

გაშეშებული ვდგავარ ერთ ადგილზე და ვუყურებ როგორ დარბიან ექიმები აქეთ-იქით, როგორ დააგორებენ საკაცეებს და როგორ გადაადგილდებიან სისხლის პაკეტებით, წამლებით და მედიაკმენტებით გატენილი ურიკებით აქეთ-იქით, კადრი გავსწორე და ყველაფრის დაფიქსირება დავიწყე თან კოლიდორში უგზაუკვლოდ დავდიოდი, უეცრად სხეულზე შეხება ვიგრძენი, იმდენად მოულოდნელი და ჩემი ე.წ იდილიის დამრღვევი იყო რომ წამოვიკივლე... შემოვბრუნდი რომ ჩემი მოულოდნელი შეშინების ადრესატი დამენახა, და რა თქმა უნდა დაცვა...

Wound Cut🔞Where stories live. Discover now