ჯეონ ჯონქუქ!!!

439 31 69
                                    

რაც ხელში მეჭირა, მათ შორის მდუღარე ყავა, ძირს ჩემი მოთმინების მსგავსად ნამსხვრევებად იქცა, ცხელი ყავის შხეფები და ჭიქის სტრუქტურა, ჩემს ფეხზე აღმოჩნდა, ფეხის არეში საშინელი წვა და ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ყველაზე მწარე და მტკივნეული რამ ჩემს ცხოვრებაშია, ახლა უდარდელი სახით, მყავს წარმოდგენილი, დივანზე წამოსკუპული და გულუბრყვილო სახით. თან ისეთი დიდი ინტერესით მათვალიერებს, პირდაპირ მინდა შუაზე გავგლიჯო.

არა მოთმინების ფიალა, მართლა ამევსო, უკვე ვდუღდები... როგორ შეუძლია ასეთი სატანა და უნამუსო იყოს, იმის შემდეგ რაც იმ დღეს მოხდა და საერთოდ, როგორ ბედავს და აქ ზის? არა ნამდვილად გავგიჟდები, დავიღალე, ყველაფრით დავიღალე. მორალურად, ფიზიკურად, სულიერად, ვნადგურდები და ნაწილებად ვიშლები. ემოციებისგან, ფიქრებისგან, დარდისგან ნაღველისგან ისე სავსე ვარ, რომ ლამისაა ვულკანმა ამოხეთქოს ჩემში...
  ისამწუხაროდ ბატონ ჯეონს არ გაუმართლა,მშიერი ლომის გალიაში, თავისი ფეხით მოვიდა, როგორც ყველამ, ლომმაც უნდა დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები, თან საკმაოდ მსუყე და კარგი ულუფა ჩანს...

- ჯეონ შეგიძლია ამიხსნა აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - თავი უკან გადააგდო, ღრმად ჩაისუნთქა და შემომხედა.

- იცი შენი პირიდან წამოსული ჯეონ, სულ სხვანაირად ჟღერს...

- უი მართლა?! და მაინც როგორ?! - ირონიულად ჩავიცინე და შევეცადე თავი მომეთოკა, რომ ჩემ წინ არსებული ხილის ვაზა, სახეში არ მეთავაზებინა.

- ძალიან სექსუალურად, აღმაგზნებს.... - ისტერიული ხარხარი ამიტყდა, ალბათს გიჟს ვგავდი, როგორ მინდოდა ბოლო ხმაზე მეკივლა და მეტირა, ისე მქონდა ყელში რაღაც მობჯენილი, რაღაც დიდი, რომელიც ნორმალურად სუნთქვის და არასებობის საშუალებას არ მაძლევდა, მაგრამ არ შემეძლო, ძლიერი და შეუდრეკელი უნდა ვყოფილიყავი...
სხეულმა მაინც მიმტყუნა, მუხლები მომეკვეთა და ძირს მისავათებული დავეცი, კედელთან როგორღაც მივბობღდი და თავი მივაყრდენი. თვალები, ავტომატურად დამეხუჭა, თვალწინ ელი წარმომიდგა,კინოკადრივით ნათლად გამოჩნდა თუ როგორ გამოიშვერდა ბუთქუჩა ტუჩებს ხოლმე საკოცნელად. როგორ გადმოაგდებდა დრუნჩს დათვივით, როცა მეათე შოკოლადის ჭამის შემდეგ, კიდე ერთს ითხოვდა, "მარტო ერთს" და უარს ვეუბნებოდი, მაგრამ მერე მაინც მეცოდებოდა და ვაძლევდი. თითოეულმა მოგონებამ იმდენად, გამაბედნიერა და კარგ განწყობაზე მომიყვანა, რომ გამეცინა, ოღონდ წრფელად. მართალია თვალები დახუჭული მქონდა მაგრამ, მაინც ვგრძნობდი მის მწველ მზერას, დარწმუნებული ვიყავი, ხელებით მუხლებს ეყრდნობოდა და ისე მიცქერდა, იმდენხნიანი, ხანგრძლივი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთის თითოეული ქმედება, ნებისმიერ საკითხში ზეპირად ვიცოდით, მაგრამ არა ფიქრები და გრძნობები, მოდი ასე ვთქვათ ეს მისთვის ზედმეტად, არა ეს უფრო რბილი ნათქვამია, ძალიან ძალიან შორს იყო... მას არასდროს ესმოდა ადამიანების, არასდროს უნდოდა, კონკრეტულ სიტუაციაში სხვის ადგილას წარმოედგინა თავი, და იმ სიტუაციაში სხვისი გადმოსახედიდან ეფიქრა. სწორედ ეს იწვევდა, ჩვენში დიდი განხეთქილების მიზეზს, პოზიციებს არცერთი არ ვთმობდით, ორივე ერთმანეთზე ჯიუტები ვიყავით, მაგრამ მე ზედმეტად ამაყი ვიყავი, იმისთვის რომ ბოდიში მომეხადა, ეს მე... როგორ ვთქვა, ძალიან დიდ მარცხად მიმაჩნდა, (რაც შედარებით, ზრდასთან და განვითარებასთან ერთად შეიცვალა....)
  არ მინდა ხმის ამოღება, არ მინდა არაფრის თქმა, სიმშვიდე მინდა, სამარისებული სიმშვიდე, სიმშვიდე რომელიც არასდროს მქონია, ალბათ იმიტომ რომ არც არასდროს მყვარებია, მაგრამ ის ტკივილი რასაც ახლა არამარტო სულში არამედ ფიზიკურადაც ვგრძნობ, მანდომებს რომ სულ მარტო ვიყო, უკუნით სიბნელეში, სადაც მზის სხივების არსებობის შესახებ, მხოლოდ ნათელი სიზმრები მამცნობენ, ჰაჰ, სასაცილოა, ვის ვატყუებ, ბოლოს სიზმარი როდის ვნახე ეგეც არ მახსოვს...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 29, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Wound Cut🔞Where stories live. Discover now