თავი 3

341 23 76
                                    

-შენ აქ რას აკეთებ?!

გაკვირვებისგან, აღატაცებისგან და ჩემი წინ მდგომის სითავხედისგან პიკამდე გაკვირვებულმა, მხოლოდ ეს აღმომხდა...

- ბატონო ჯეონ, მგონი თქვენი უფლებები და პრივილეგიები დაგავიწყდათ, თუ გგონიათ რომ სახლში როცა გინდათ გამოცხადდებით ბაბუის ამპლუით (ჰაჰა... გეგონათ ქუქს ხვდებოდა?! ძალაინ ცდებით, Not yeat!!) და როცა მოგინდებათ, თქვენი იაფფასიანი მუქარით " შემაშინებთ" ძალიან ცდებით, ახლა კი ჩემი შვილი დამიბრუნდეთ და მასთან ერთი მეტრის რადიუსშიც კი არ დაგინახოთ... მივუახლოვდი და ხელიდან ჩემი ანგელოზი გამოვართვი, დედას სუნთქვა და სიცოცხლის აზრი... ჩავიხუტე და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე, უბრალოდ ვერ ავღწერ როგორ კარგად და ჰარმონიულად ვიგრძენი თავი, ცხვირი კისერში ჩაყო და მშვიდად გაიტრუნა...

- მომენატე დეე... - ამოიჩურჩულა და გაისუსა პასუხის მოლოდინში...

- მეც დე... მეც ძალიან მომენატრე... - ჩავილაპარაკე და ისევ რეალობას გავუსწორე თვალი, ევას გავხედე პირის მოძრაობით ბოდიშიო თქვა და სევდიანად გამიღიმა, თვალი ჩავუკარი და ძალებით აღდგენილი და ა.წ. უკვე "სუნთქვა დარეგულირებული" შევუტიე...

- მიპასუხეთ და ამიხსენჯთ თქვენი აქ ყოფნის მიზეზი - წყნარად ვესაუბრებოდი რადგან, ელი აქ იყო, ყოველთვის ვცდილობდი, მშვიდ და ნეიტრალურ გარემოში გამეზარდა, ისეთი ბავშვობა ჰქონოდა, როგორიც მე არასდროს მქონია, უდარდელი, ბედნიერი, ლაღი, ამიტომ ყოველთვის როცა ის ჩემთან ახლოს იყო ვცდილობდი წყნარი და გაწონასწორებული ვყოფილიყავი, რაც სხვათა შორის გამომდიოდა...

- ჩემს აქ მოსვლას მიზეზი არ სჭირდება, მე მისი ბაბუა ვარ და უფლება მაქვს ის მაშინ ვნახო როცა მომესურვება... - აი აქ უკვე მივხვდი რომ ნამდვილად არ, იქნებოდა მშვიდი და ნეიტრალური გარემო, ევას ხელით ვანიშნე მოსულიყო, სწრაფად წამოხტა და ხელები მომაგება, ელის ასაყვანად, მართალია მისი გატანის სურვილით არ ვიწვოდი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ელის ლოყაზე ვაკოცე და ყურში ჩავჩურჩულე...

Wound Cut🔞Where stories live. Discover now