24

359 57 30
                                    

ჭაბუკი ნელი ნაბიჯით მიდიოდა ჭიშკრისკენ, როცა გარშემო მიმოიხედა. ჩვევაში ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად დაეთვალიერებინა, რადგან ასე თუ არ მოიქცეოდა ვერ შეძლებდა მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დაცვას. მოშორებით შავ მანქანას მიაპყრო მზერა და რამდენიმე წამით დაეჭვებული სახით აკვირდებოდა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და პირდაპირ იქით გაემართა.
როცა უკვე მანქანასთან იყო ჩამომდგარი, დაბურულ მინებს დაუწყო ცქერა და ბოლოს მსუბუქადაც მიაკაკუნა. ფანჯრის ჩამოწევის ხმაზე ცოტა უკან დაიწია და დაელოდა პიროვნების გამოჩენას. 

-იარაღიც კი არ გაქვს ამოღებული, იქნებ შენს მოკვლას ვაპირებ? -გაისმა მანქანაში მჯდომისგან ირონიული ხმა. ჯონგუკმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა, როცა ბიჭს თვალი შეავლო. 

-აქ რას აკეთებ, სოკჯინ?! 

-საქმე მაქვს, სხვა რისთვის მოვიდოდი. შიგნით დაგელოდებოდი, მაგრამ მაშინ შესვლის ნებართვა უნდა მეთხოვა და ამას ის მოჰყვებოდა, რომ პაკ ჯიმინი მეცემოდა და უაზრო ჩხუბს დამიწყებდა, რადგან, რატომღაც არ მოვწონვარ..-ჩაფიქრდა უფროსი. 

-ნეტავ რატომ.. -ჩაილაპარაკა ჭაბუკმა და ადგილზე შეტოკდა.
-რა საქმე გაქვს? 

-პირველი ის, რომ თეჰიონის ნახვა მინდა, რაღაც მაქვს სათქმელი და აქ დაველოდები.. -ამოთქვა ჯინმა. მის სიტყვებზე ჯონგუკმა წარბები შეკრა და უნდობლად დაუწყო ცქერა მანქანაში მჯდომს. 

-თუ იმას გავითვალისწინებ, რაც ბოლოს მოხდა თქვენს შორის, ეგ კარგი იდეა არ უნდა იყოს. ვცდები? -ხელები გადააჯვარედინა ჭაბუკმა. 

-ოჰ, ნუ შეცდები. ეს უბრალოდ ძმური ჩხუბი იყო. -ხელი აიქნია და ჩაიცინა. შემდეგ სახე უცებ დაასერიოზულა და გარშემო მიმოიხედა. -რაღაც გავიგე, რაც არ გაგახარებს.-გააგრძელა საუბარი. 

-რას გულისხმობ? -ახლოს მიიწია ჯონგუკმა. 

-სახლში ვირთხა გყავს..-მხრები აიჩეჩა. 

Dancing in the shadowWhere stories live. Discover now