27

364 55 32
                                    

ტბა ნელა ირწეოდა.
ხეების სიმწვანეს ირეკლავდა და გარემოს მეტად აბნელებდა.
მომცრო ფოთლები ნაზად დაცურავდნენ და ნაკადს ხან იქით მიერეკებოდნენ ხან - აქეთ. ისეთი პეიზაჟი იყო, წესით, სიჩუმეც უნდა ჩამომდგარიყო და მხოლოდ ჩიტის ჭიკჭიკს შეეძლო დუმილის დაფრთხობა, თუმცა ახალგაზრდების ხმამაღალი საუბარი და სიცილი ყველაფერს სხვა ელფერს სძენდა

-ჯონგუკ, ამდენს ნუ სვამ! -მოისმა გოგონას შეკივლება

-ვისზე საუბრობ, მასზე მთვრალი ხარ..-ჩაიცინა ბიჭმა და გოგონას აწითლებულ ლოყებზე მიუთითა.
-თანაც, ბიჭს დააცადე, მისი დაბადების დღეა.. 

-ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულის წასვლამდე უნდა გამოთვრეს! -გააპროტესტა და ბალახზე გაფენილი ნაჭრიდან წამოდგომა სცადა, თუმცა უშედეგოდ, რადგან როგორც ჩანდა, ყმაწვილი მართალი იყო და თავადაც ძალიან შემთვრალა

-ამას შეხედეთ! -წამოიყვირა ერთ-ერთმა და დანარჩენი სამის ყურადღებაც დაიმსახურა

-ისევ ჩვენს მოტყუებას ცდილობ, ჰოსოკ? -თვალები აატრიალა ბიჭმა

-არა, ჯიმინ, მომისმინე! ამ მონეტას უყურე! -აღტაცებული ბიჭი ღიმილით შეჰყურებდა წინ მყოფს. როგორც ჩანდა, თავადაც ძალიან მთვრალი იყო, მაგრამ რაღაც ხრიკის ჩატარება გადაეწყვიტა მეგობრისთვის

Dancing in the shadowWhere stories live. Discover now