25

349 62 24
                                    

ჭაბუკი ცუდად იყო და ამას თავადაც აცნობიერებდა. აღარ შეეძლო ამ ყველაფრის გაძლება. უკვე კვირა იყო გასული და სუნთქვაც კი უჭირდა.
იმ ღამეს, როცა ჯინისგან ეს ამბავი შეიტყო, ვერ დაიძინა და ყველაფერზე ღრმა ფიქრი დაიწყო. მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებდა და არ უნდოდა დაჯერება.
ჰოსოკის კიდევ ერთხელ გამოჩენა, მისი უეცარი გაქრობები ზოგჯერ და სევდიანი გამოხედვები, რომელსაც ჯონგუკი ვერ ხსნიდა.. ეს ძალიან დამაბნეველი იყო. თუმცა არ შეეძლო, ასე ბრმად მიეღო სიმართლე.  მტკინვეული იყო, იმდენად მტკინვეული, რომ კანი შიგნიდან ეწვოდა გაფიქრებაზეც კი. უკვე დღეები იყო გასული, რაც ჰოსოკის მოქმედებებს ფარულად თვალს ადევნებდა. მისთვის არავინ მიუჩენია და არც ყოველ ნაბიჯს უკონტროლებდა, თუმცა ხშირად გაიკითხავდა ხოლმე, სად მიდიოდა და რას აკეთებდა. ეს ანადგურებდა, შეიძლება არ ეტყობოდა, მაგრამ ამ ყველაფერზე ფიქრი ბოლოს უღებდა. ღალატს აიტანდა, სხვა შემთხვევაში არც შეწუხდებოდა, მაგრამ ეს არ იყო სხვა შემთხვევა. 

დილის ცხრა სრულდებოდა, როცა ჯონგუკმა ერთ საათიანი საუბარი დაასრულა და ყურმილი დაკიდა. ხელები უკანკალებდა და ცდილობდა, დამშვიდებულიყო. 

შეუძლებელი იყო, ეს სიმართლე ყოფილიყო.
დამთხვევა იქნებოდა..
ის ამას არ გააკეთებდა, არა?!
 ჰოსოკი იმ ადგილას შეუნიშნავთ, სადაც შეკრებები იმართება. როგორც ჯონგუკმა გაარკვია, ამ შეკრებაზე მისი მოშორების გეგმებს განიხილავენ, რადგან, როგორც ჩანს, ყველას ძალიან აწუხებს ახალგაზრდა ბიჭი ამ საქმეში, რომელიც დიდ ძალაუფლებას ფლობს.
ჰოსოკი იქ რა ჯანდაბას აკეთებდა? თანაც, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ასეთი დამთხვევები ხვდებოდა ჯონგუკის ყურს, მაგრამ აქამდე აიგნორებდა და უკეთეს საბაბს ეძებდა ყველაფრის დასაჯერებლად.. თუმცა მაინც რატომ ვერ იჯერებდა? ეს ამდენი გრძნობა მალე გააგიჟებდა და საბოლოოდ მოსპობდა. 

სავარძელზე ჩაფიქრებული გამომეტყველებით იჯდა და ნაცნობი სხეულის გამოჩენას ელოდებოდა. დროდადრო ოქროს საათსაც ახედავდა, რომელიც კარის მაღლა იყო ჩამოკიდებული.
 მალევე ხმაც გაისმა და კაბინეტში უფროსი ბიჭი შემოვიდა მშვიდი სახით. ჯერ ჯონგუკს შეავლო მზერა და შემდეგ სკამზე ჩამოჯდა. 

Dancing in the shadowWhere stories live. Discover now