ოჯახური ვახშამი

697 81 35
                                    

ძალიან, გვიან გავიცანით ერთმანეთი..

...

ჯონგუკი თავის თეთრ, პიჟამას შარვალს უყურებდა, ოთახში სიბნელე იყო, თეთრი, გაუმჭირვალი ფარდების იქიდან გამაღიზიანებლად იღვრებოდა გარე განათების ბოძებიდან არეკლილი სინათლე, ჯონგუკი აუცილებლად გამოართვევინებდა მათ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანაა, უხერხულია, არ უნდა ასე გამოიყენეს ბაბუის სახლში ძალაუფლება, ეს ამპარტავნული და გამაღიზიანებელი იქნება. უკვე სამი საათია რაც დასაძინებლად დაწვა, სოციალური ქსელები დებილობაა, სოც. მედიაც საინტერესოს არაფერს წერს, ჯონგუკს არ უნდა იუთუბ არხების ყურება, არც რაიმე მსგავსი გასართობი, საერთოდ არაფრის ყურება არ უნდა ახლა. გვერდით საბანს ეხვეოდა, მაგრამ ვერ მოისვენა, ახლა საკუთარი შარვლის ყურებით ცდილიბს იმ ფიქრების გადამალვას, რომლებიც თავში აქვს. რას არ მისცემდა ახლა ჰოსოკის მკლავებში რომ აღმოჩნდეს.

   ჯონგუკი ზრდასრულია, მალე ოცდაორი წლის გახდება, მალე მეოთხე კურსზე გადავა და მაგისტრატურასაც გაივლის ბიზნესის მართვის კუთხით, მაგრამ თავს მაინც პატარად და უმწეოდ აგრძნობინებს გარემოება. გარეთ ქარი უმოწყალოდ ალეწს ხეებს ტოტებს, ფოთლებს გაგიჟებით წეწავს და ქაოტურად მიმოფანტავს. ჯონგუკს ყურადღება და სითბო სჭირდება. უნდა ჰოსოკი იწვეს მის გვერდით და ასეც წარმოიდგენს, მის მკლავებში იკუჭება, თვალებს ხუჭავს და იხსენებს როგორ აცოცდებოდა უფროსის ლამაზი მტევანი მის მხრებზე, იქედან დაბლა, ზურგზე და საბოლოოდ მაგრად ჩაიკრავდა გულში, გამამხნევებლად მიეფერებოდა თითებით და გაათბობდა. ჯონგუკს გაფიქრებაზე ეღიმება, ნეტავ ცოტა უფრო ადრე გაეცნო ჰოსოკი.

  ჰოსოკი თბილია, არ გავს უკარება და ზოგჯერ უხეშ თეჰიონს. აი ისევ.. რატომ ჩნდება გამუდმებით მის თავში კიმი? ჯონგუკს ჰგონია, მალე ჭკუიდან გადავა ამისგან. საკუთარ წარმოდგენაშიც ახლა ჰოსოკი კი არა თეჰიონი ხვევს ხელებს, მესაკუთრედ ეჭიდება მხრებზე და უღიმის, იმ გაურკვეველი და საშიში ღიმილით ჯონგუკს რომ უხერხულ სიტუაციაში აყენებს. ჯონი მადლიერია, რადგან კარზე აკაკუნებენ, საათი ტუმბოზე ორის ჩვიქდმეტ წუთს აჩვენებს.

winter bearWhere stories live. Discover now