სიმართლე

542 68 34
                                    

- -

-კოლეჯის სტუდენტი არ ვარ.-ღრმა ამოოხვრით პასუხობს ნამჯუნი დაძაბული სხეული მოუდუნდა. სიმართლის თქმა სჯობს.

-ვიცი.-პაკი უდარდელად იჩეჩავს მხრებს და ოთახისკენ მიდის.

-რაა? საიდან იცი?

-თავიდანვე ვიცოდი. გახსოვს რომ გითხარი მეგობარს ველოდები-მეთქი?-სახლში ისე აღარ ცივა როგორც გარეთ, ჯიმინი გამათბობელსაც რთავს დაბალ ტემპერატურაზე და ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ შორტითა და თქვისუფალი მაისურით ბრუნდება მისაღებში. დივანზე პირდაპირ ნამჯუნის გვერდით ეხეთქება და უკან გადაწოლილი იყურება ჭერში.

-აღარ იტყვი?

-ჰო, დმავიწყდა. მოკლედ ის მეგობარი კატარო იყო, შენთვის ჯერ არ გამიცნვია და იმავე ფაკულტეტის სტუდენტია, რომლისაც წესით შენც უნდა ყოფილიყავი. შენზე ვკითხე და მაშინ მივხვდი რომ სტუდენტი სულ არ იყავი.

-რატომ არ მითხარი?

-რატომ უნდა მეთქვა? მაინტერესებდა რა იყო შენი მიზანი, დეტექტივო კიმ ნამჯუნ.-ნამჯუნი გრძნობს ისეთ ჟრუანტელს თოთქოს მთელი სხეულით გაიარა ეკლებში. ამ პატარა ბიჭმა თურმე რამდენიმე საათში გაშიფრა.-არ უარყოფ?-წამით ჩერდება ჯიმინი და უყურებს.

-არა, მე დეტექტივი კიმ ნამჯუნი ვარ.

-ახლა კი მითხარი, რატომ ხარ აქ? რა გინდა ჩემგან?

-ამას ვერ მიხვდი ჰო?-კიმს რაღაცნაირად უხარია კიდევაც, რომ პაკმა ეს მაინც ვერ გაშიფრა.

-ნამჯუნ, დღიურები მოიპარე ბაბუაჩემზე ინფორმაციით და მასზე დაუღალავად მეკითხები, რაც გაგიცანი. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, ჟურნალისტებმა დაგიქირავეს?

-ჟურნალისტებს ამდენი ფული არ აქვთ.

-აბა?

-კიმ თეჰიონმა დამიქირავა.-ნამჯუნის მიწოდებული ინფორმაცია ჯიმინისთვის უმნიშვნელოა.-ის კიმ სოკ ჯინის შვილიშვილია. დარწმუნებული ვარ გახსოვს მისი ისტორია დღიურიდან.

winter bearWhere stories live. Discover now