- - -
ნამჯუნი უაზროდ მიაბოტებდა საკუთარი ბინის მიმართულებით და ფიქრობდა, რა იქნება ახლა? ჯიმინმა არ იცის სად ცხოვრობს, არ იცის ვინაა და საიდან მოვიდა, მხოლოდ მისი სახელი იცის. ინსთაგრამის მისამართიც კი არ გაუცვლიათ. ბედის ირონია არაა? როგორი მარტივია ადამიანის შემოშვება შენ ცხოვრებაში. მიუხედავად იმ ტკივილებისა და მწარე გამოცდილებისა, რომელიც ყველა ადამიანს გვაქვს, მაინც ვენდობით იმ იმედით რომ წარსული იმედგაცრუება აღარ მოვა. რამდენადაც არ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად მაინც მწარეა განცდილი ტკივილი. ზოგჯერ თვეებიც არაა საკმარისი დასავიწყებლად.
ნამჯუნმა იდეალურად შეასრულა თავისი მოვალეობა. იპოვა პაკ იონსუ, მისი შთამომავალი, ის სახლი, სადაც თეჰიონის ბაბუა მოკლეს და მისი სიბინძურეების სრული ჩამონათვალიც. ახლა შეუძლია წავიდეს, მონატრებულ სამშობლოს ჩაეკრას და თეჰიონის გადახდილი ფულით რამდენიმე ხანს იცხოვროს უზრუნველად. მერე ჯიმინი? რას იტყვის ჯიმინი ნამჯუნზე? სწორედ ეს ფიქრები უტრიალებდა ბარში, ფანჯარასთან მჯდარს. ლუდს პირდაპირ სვამდა ბოთლიდან და თან დაყვითლებულ ფურცლებს უყურებდა.როგორ უნდა გააწბილოს ეს პატარა ბიჭი? ჯიმინი მხოლოდ ოთხნახევრი წლითაა მასზე უმცროსი, მან საკუთარ მაგიდასთან მიიპატიჟა, სახლის კარი გაუღო, ჩაი გააკეთა მისთვის, უღიმოდა, მისი თბილი და წკრიალა ხმით ამხნევებდა. როგორ მოპაროს ეს რვეულების გროვა და როგორ გაქრეს მისი ცხოვრებიდან? ეს ხომ მას გულს გაუტეხს, იმედგაცრუების ეკლებს დააყრის. ჯიმინი ცოდოა და ნამჯუნიც ცოდოა, რადგან იცის, ძალიან ხშირად გაახსენდება ჯიმინი.
*ნამჯუნ, სად ჯანდაბაში ხარ?-კიმის ერთჯერად ნომერზე პაკის ესემესი ახსენებს, რომ უმცროსს დღეს გამოსვლა ჰქონდა.
**მოვდივარ.
*მალე მოდი, რაღაც მინდა გკითხო.
ნამჯუნი ლაღი ნაბიჯით მიემართება კოლეჯისკენ, ჯიმინს ამ საღამოს მნიშვნელოვანი გამოსვლა აქვს, ის და მისი მეწყვილე აპირებენ რაღაც ცეცხლოვანი იცეკვონ, რაც ნამჯუნისთვის საიდუმლოდ დატოვეს.
როგორც კი ნამჯუნმა სააქტო დარბაზისთვის გამოყოფილ დიდ სივრცეში შედგა ფეხი მაშინვე ინანა. ადგილები თითქმის არ იყო, ძლივს მოახერხა დაჯდომა შუა სკამზე, ისიც ვიღაც მსუქანი მამაკაცის უკან, მხოლოდ ფრაგმენტებს ხედავდა სცენიდან.
VOUS LISEZ
winter bear
Fanfictionდასრულებულია -ისევ წარსულში იქექები? რა არ გაკმაყოფილებს? არ გყოფნის ის ქონება, რაც ბაბუამ მოგცა?-ჯონგუკი ვერც კი მოხვდა როდის დაიწყო ყვირილი. -ნუ მიყვირი, იმ ნაბიჭვარმა ოჯახი ამომიწყვიტა, ის მაინც უნდა ვიცოდე, ვინაა.