Alex Turner From Arctic Monkeys/Part I

863 24 6
                                        

დღე ჩხუბით უნდა დაიწყო.
ჩემს შეყვარებულზე დილიდან გაბრაზებული სამუშაოს გულს ვერ ვუდებდი, წესივრად ვერაფერს ვაკეთებდი და ამაში დამნაშავე მხოლოდ ალექსი იყო.

დილით ჩხუბი მოგვივიდა, რათქმაუნდა უაზრო თემაზე და ორივენი ერთმანეთზე ნაწყენები აღმოვჩნდით.

მართალია ყველაფერი მე დავიწყე მაგრამ, ჩემთვის არ უნდა დაეყვირა.

უბრალოდ ტონის ამაღლებამაც კი ემოციური გამხადა და ეს მან კარგად იცის.

ბოლოს დამცინა როგორი ბავშვი ხარო და მარტო დამტოვა.

15 წუთიანი ტირილის შემდეგ თავი ხელში ავიყვანე და სამსახურისთვის მოვემზადე.

*
-ადა ხვალ დილით ადრე მოდი კარგი?- ჩემი უფროსი თბილად მიღიმის და მემშვიდობება.

სახლში მისვლას არ ვჩქარობ რადგან ვიცი ისევ ჩხუბი მოგვიწევს რაც ჩემი ტირილით და ალექსის მობეზრებული სახით დასრულდება.

ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელი ვარ, ღმერთო ჩემო ზედმეტადაც კი მაგრამ, დღეს ისე გამაბრაზა სიტყვებითაც ვერ აღვწერ.

იმის გამო, რომ ჩემზე 11 წლით უფროსია თავს ბავშვად მაგრძნობინებს.

ჩემი ძმა ვერ იტანს და მაიძულებს დავშორდე რადგან ის 34 წლისაა და 23 წლის გოგოს ამხელა "შეყვარებული" არ უნდა ჰყავდეს.

ჩემი მშობლებიც იგივე აზრზე არიან და არც კი ვიცი რა დაუშავა მათ ასეთი, რომ მთელი ოჯახი ზურგს აქცევს.

*
აპარტამენტის კარს მძიმედ ვაღებ , მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს იქვე ვყრი, ჩანთას საკიდზე ვკიდებ და თმას ვიშლი.

დაქანცული სამზარეულოში გავდივარ და წყალს ვისხავ, ვბრუნდები თუ არა შიშისგან ჭიქა მივარდება და მარმარილოს ზედაპირზე ეხეთქება.

მოპირდაპირე მხარეს ალექსი დგას, რომელიც უბრალოდ მიყურებს.

მოპირდაპირე მხარეს ალექსი დგას, რომელიც უბრალოდ მიყურებს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
𖣘︎𝑰𝒎𝒂𝒈𝒊𝒏𝒆𝒔𖣘︎Where stories live. Discover now