2019 წელს დავწერე ეს და რა მეგონა ხუთი წლის შემდეგ რეალობად თუ მექცეოდა💔
ჩემი ღიმილა💔 ჯერ კიდევ არ მჯერა რომ აქ
აღარ ხარ💔-შენ უფლება არ გაქვს!-ვუყვირი ლიამს რომელიც უკვე თხუთმეტი წუთია ჩემს მშობლებს აკრიტიკებს.
-რისი უფლება არ მაქვს ამელია? იმის რომ მამაშენს ნაბიჭვარი ვუწოდო დედაშენს კი ძუკნა?-მთელი სახე ამელეწა, გაბრაზებისაგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ნაბიჭვარი რომ იყო ყოველთვის ვხვდებოდი მაგრამ არასდროს მეგონა თუ მშობლებს შეეხებოდა.
-არ შეგიძლია მათზე ესე ისაუბრო ლიამ!-ვკივი და იატაკს ფეხს ვურტყავ.
-უკვე გაგიჟდი ხედავ?-დამცინავ კომენტარს უკეთებს ჩემს ქცევას.
-გაგიჟებაა ის რომ ჩემს მშობლებს ვიცავ პეინ? მითხარი ეს გაგიჟებაა? აქ ერთადერთი გიჟი მხოლოდ შენ ხარ.-ვუყვირი, ტუჩებს ბრიცავს და ისე მიყურებს თითქოს სწუხს.
Son Of The Bitch!
-ამელია, ამელია.-ჩემს გარშემო სიარულს იწყებს.
-მორჩი ლიამ, ამდენს ნამდვილად ვერ გავუძლებ.-ჩუმად ვამბობ, მე და ლიამი ორი წელია ერთად ვცხოვრობთ, სიგიჟემდე მიყვარს მაგრამ, მისგან იგივე არასდროს მიგრძვნია.
ალბათ ამიტომაა რომ სულ ვჩხუბობთ.
ყოველთვის ის იწყებს ბოლოს კი ჩემს მშობლებსაც შეეხო.
იცის რომ ჩემს გარეშე სრული არარაობაა, წლების უკან ჭაობიდან ამოვათრიე, ნარკოტიკებს გადავაჩვიე და თუ დავტოვებ ეს იმოქმედებს.
ამ სიტუაციისთვის არ მემეტება მაგრამ, არავის მივცემ უფლებას ჩემს მშობლებზე ესე ისაუბროს.
ბევრჯერ უთქვია რომ ვუყვარვარ.
მაგრამ ამას არ/ვერ ვგრძნობდი.
-გაუძლებ!-ყვირის.
-დამთავრდა.-ვჩურჩულებ, სახეზე გაოცება ესახება და უჩვეულო მზერით მიყურებს.
-რა დამთავრდა?-მეკითხება და ცალყბად იღიმის.
-ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა, ვეცადე მაგრამ, არ გამოვიდა, შენ ისეთივე ნაბიჭვარი ხარ როგორიც იყავი.-ზურგი ვაქციე და ოთახში ავედი კარი ჩავკეტე და საწოლზე დავემხე, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.
რატომ აკეთებს ამას? ან მე რას ვაკეთებ ამდენხანს აქ?
-არ შეგიძლია ესე მომექცე.-ყვირის მისაღებიდან და თუ კი რაიმე ხელში მოხვდება ლეწავს.
კარზე მიბრახუნებს მე კი ამ დროისთვის ჩანთან ვალაგებ.
-გააღე ეს დედაშეცემული კარი ამელია.-ყვირის და მუშტებს უბრახუნებს, დინჯი მოძრაობით ვაღებ რა დროსაც გაცეცხლებულ გამომეტყველებას ვეჩეხები.
-შენ გიყვარვარ ვერ დამტოვებ..-ისტერიულად იცინის და მაჯებში ხელს მავლებს.
-არ მიყვარხარ.-თავიდან იცინის მაგრამ როცა სერიოზულ გამომეტყველებას ვინარჩუნებ წარბებს ჭმუხნის.
-ტყუი.-თავს იიმედებს.
-არ ვტყუი, შენ რა გგონია შენი საუბრის მერე ის ადამიანი მეყვარება რომელიც მშობლებს მილანძღავს? ცდები პეინ, მე დიდი ხანია აღარ მიყვარხარ..-თვალები მიწყლიანდება მაგრამ, სწრაფად ვახამხამებ რომ დავწყნარდე.
-რას ამბობ.-ჩუმად ამბობს.
-შენთან იმიტომ დავრჩი რომ არ მინდოდა ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდი, არარაობა ხარ და არარაობად დარჩები.-ვუყვირე და ხელები გავინთავისუფლე.
პირველად! ჩემს ცხოვრებაში პირველად სიკვდილი მინდოდა იმის გამო რომ მოვიტყუე, თან ჩემს საყვარელ მამაკაცს მოვატყუე.
იმის გამოც რომ მას გული საშინლად ვატკინე რადგან როცა წამოვედი ბავშვივით სლუკუნებდა.
და მე მინდოდა რომ მოვმკვდარიყავი იმ სიტყვების თქმას.
მომიწია, რა მექნა ის უნდა მიხვდეს მის შეცდომას.
*
#შემდეგიდღე
სასტუმროს ნომერში სრულიად გამოფიტული, დაღლილი და უჭმელი ვზივარ.
თვალებიდან არ ამომდის ის სცენა სადაც ლიამი ტიროდა.
მისი თაფლისფერი თვალები სულ ჩაწითლებული იყო ცხვირი კი ასწითლებოდა.
ცრემლები შეუწყვეტლივ მომდის და ვაცნობიერებ რომ ცხოვრების ყველაზე ნათელი და მთავარი წერტილი დავკარგე.
ეს კი ორივეს გამო მოხდა.
საკუთარ თავს ეს როგორ ვაპატიო არც კი ვიცი.
ხელებზე ვიხედები და ვამჩნევ ლიამის ნაჩუქარ სამაჯურევს და ბეჭდებს.
უნდა დავუბრუნო, პირადად უნდა გადავცე მაგრამ, როგორ?
მასთან მივალ თან ჩემს ნივთებს წამოვიღებ.
ცხელი შხაპი მივიღე და ცოტა ადამიანს დავემსგავსე.
ოდნავ მაკიაჟი გავიკეთე და ისევ და ისევ უჭმელი წავედი მასთან.
მადა არ მაქვს და არც იმის მომენტი მაქვს ვჭამო.
ცხოვრება თავზე ჩამომენგრა.
კარზე ზარი დავრეკე და როცა ბევრი ცდის შემდეგ არავინ გამიღო სათადარიგო გასაღებით გავაღე.
ყველა ის ნივთი მქონდა მოგროვილი რაც მან მაჩუქა.
რაც უმეტესობა სამკაულები იყო.
სახლში შესვლისთანავე ფეხი სკამს წამოვდე და წავიქეცი.
ჩემგან რამოდენიმე სანტიმეტრში მინის დიდი ნაჭერი ეგდო, მადლობა ღმერთს გადავრჩი.
წამოვდექი, ტანსაცმელი შევისწორე და ჩემი ყოფილი ოთახისაკენ წავედი.
როცა ვიფიქრე რომ ლიამი აქ იქნებოდა არ შევმცდარვარ.
საწოლზე ჩემი მხრიდან იყო დამჯდარი და ბალიშს იხუტებდა, თან ჯეკ დენიელსის ბოთლი ეჭირა და გამუდმებით სვამდა.
მის გარდა ოთახში სულ ხუთი ცარიელი და სამი სავსე ბოთლი შევნიშნე.
-ლიამ.-ამოვიჩურჩულე, გაიგონა და გამომხედა..
ჩაიცინა.
-რაიმე დაგრჩა უთქმელი?-ირონიულად მკითხა და დარჩენილი ალკოჰოლი ჩაცალა.
ცრემლი ხელის ზურგით მოვიწმინდე.
-ტანსაცმელების წასაღებად მოვედი.-ხელით მანიშნა იქ არის და აიღეო.
მეც ნელნელა ჩავაწყვე და როცა მოვრჩი მისკენ მივბრუნდი.
-რატომ?-იკითხა და ფანჯრიდან გაიხედა.
-რატომ გამიმეტე ესეთი ტკივილისთვის ამელია?.-გული საშინლად მეტკინა. ტირილი ამივარდა და ვერ ვჩერდებოდი.
-იცი მეც ეგრე ვტიროდი გუშინ და ისევ მჭირდებოდა დაწყნარება როგორც ეხლა შენ.-იატაკზე დავჯექი და ხმამაღლა ტირილს ვერ ვწყვეტდი.
-იცი? მართალი ხარ, ნამდვილი არარობა ვარ და ამ სამყაროში ჩემს ყოფნას აზრი არ აქვს, დედამ დამტოვა, მამამ ზურგი მაქცია, ეხლა შენც წახვედი და ვისთვის ან რისთვის ვიცხოვრო?.-მთვრალი იყო, მისი ეს საუბარი ამას დავაბრალე მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა.
ცოტა რომ დავწყნარდი ლიამი გვერდით მომიჯდა.
მისი ნაჩუქარი სამკაულები ხეკში ჩავუდე და ავდექი.
ჩანთას ხელი დავტაცე და სახლი დავტოვე.
არ შემიძლია მისი ესეთი ყურება, ჩემს სიტყვებს კი არასდროს არ მაპატიებს.
*1 კვირის შემდეგ.
საშინლად გამოფიტული სასტუმროსაკენ მივაბიჯებ, ყველაფერი ძველებურადაა.
უცებ ჩემთან პატარა ბიჭი მორბის რომელიც ხელში კონვერტს მაჩეჩებს და ისევ გარბის.
ზედ ჩემი სახელი რომ არ ეწეროს ვიფიქრებდი შეეშალათქო.
კონვერტი სასტუმროში გაავხსენი.
ლიამისგან იყო.
ცრემლები წამომივიდა და კითხვა დავიწყე.
*ამელია თუ ამას კითხულობ ესეიგი მე ცოცხალი აღარ ვარ, მინდა იცოდე რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარდი, არ გამოვხატავდი მაგრამ მიყვარდი ამელია.
მე მივდივარ და საკუთარი თავის დადანაშაულება არ გაბედო!
ეს შენი ბრალი არაა პირიქით მადლობა რომ თვალები ამიხილე და სამყარო დამანახე.
99%-ით დარწმუნებული ვარ რომ შენ ჯერ კიდევ გიყვარვარ.
მინდა ეს სიმღერა გაჩუქო და პატიება გთხოვო.
ეს ერთადერთი რამაა რისი დატოვებაც შემიძლია.
We used to be loving, touching, kissin'
Like I love depend on It
How we get to lying, crying, always fighting
Like I love depend on it
Although you go home, putting words in my mouth
It's bout' to go home now, I'm not ready yet, wrist to the thread lift
If I could just hold on, Unto unraveling home
Give it one last, go, I don't know why just need us to thrive
Do, oh, don't we follow we they get back
That thing we used to have that
Ooh, I'd need you know
We used to be loving, touching, kissin'
Like I love depend on It
How we get to lying, crying, always fighting
Like I love depend on it
Why you lookin' at me with angry eyes
How we ever make it out alive
If we don't get back to loving, touching, kissin'
Like I love depend on It
How could I know, what you've had hiding bed
Behind those fire eyes, but I'll make it worst
To my, why it worst
And ooh, I'll didn't now
We used to be loving, touching, kissin'
Like I love depend on It
How we get to lying, crying, always fighting
Like I love depend on it
Why you lookin' at me with angry eyes
How we ever make it out alive
If we don't get back to loving, touching, kissin'
Like I love depend on It
Why you lookin' at me with angry eyes
How we ever make it out alive
If we don't get back to loving, touching, squeezin and f-
Like I love depend on it.
იმედია მოგეწონება და ყველაფერს მაპატიებ.
მიყვარხარ.
მომენატრები.
L.P💔*
არა!არა! არა! არა! არააააააა
ამას ვერ გამიკეთებს ასე ვერ მომექცევააააა.
ფურცელს ვაკოცე და ჯიბეში ჩავიდე.
მისი სიმღერა ისეთი ლამაზი იყო ცრემლები ვერ შევიკავე.
სასწრაფოდ ჩავჯექი ტაქსში და ლიამის სახლისაკენ ავიღე გეზი.
მივხვდი რასაც გულისხმობდა ყველაფერი გავიგე მაგრამ, დაჯერება არ მინდა.
ცრემლებს ვერ ვაკავებ.
ფულს ვიხდი და სწრაფად შევრბივარ სახლში.
სახლი მოწესრიგებულია, ერთერთი ოთახიდან კი სიმღერის ხმა გამოდის.
აი იმ სიმღერის მე რომ მაჩუქა.
როგორც აღმოჩნდა ლიამს ეს ჩვენს ოთახში ჰქონდა ჩართული.
შევედი!
ადგილზევე მოვკვდი!
საწოლზე იწვა, სულ თეთრი იყო, სუსტად სუნთქავდა და ოდნავ იღიმოდა.
იმ დროს სიკვდილზე მეტი არაფერი მინდოდა.
ჩემი ბრალია მისი ეს მდგომარეობა..
-ლიამ.-ვიკივლე და მასთან მივვარდი.
-მ..მო..გეწონა?-ჩახლეჩილი ხმით მკითხა, ძალიან სუსტად იყო.
-რა გააკეთე ლიამ.-ლოყაზე მოვეფერი, ყინულივით ცივი იყო.
-სასწრაფოსთან არ დარეკო, ვერ მიშველიან და არც მინდა.-ძლივს მოაბა თავი წინადადებას...
ჩემი ცრემლები მის სახეზე ეცემოდნენ.
-ჩემი ბრალია ლიამ, ეს არ უნდა გექნა.-გაეღიმა, ნელნელა გონებას კარგავდა.
-მითხარი თუ მოგეწონა.-მისი უკვე ჩამქრალი თვალები მომანათა.
სხეული მეწვოდა და ამ ამბავს ვერ ვიჯერებდი.
გული მტკიოდა!
მტკიოდა და ვერაფერს ვუხერხებდი.
ჩემი საყვარელი ადამიანი ხელებში მაკვდება.
წამოვაჯინე და თავი ჩემს ფეხებზე დავადებინე.
გადაადგილება არ შეეძლო.
უბრალოდ ვერ მოძრაობდა.
-შემიყვარდა ლიამ.-პანიკები დამეწყო, თვალი მოვკარი ნარკოტიკის პაჭკას რომელიც მთლიანად დაცლილი იყო.
მის გვერდით კი მეორეც იყო ოღონდ ნახევრად ჩაცლილი.
-ეს რა ქენი.-ვიკივლე და ტუჩები შუბლზე მივაწებე.
-მაპატიე, მაპატიე, მაპატიე..-ვიმეორებდი.
-ჩშშშშ-დაიჩურჩულა.
-მოუსმინე.-ხელი მისი მობილურისკენ გაიშვირა სადაც სიმღერა იყო ჩართული და მეორდებოდა.
ჩემს კალთაზე მოთავსდა და თვალები დახუჭა.
-მიყვარხარ.-ამოიჩურჩულა.
-ლიაამ.-ცრემლები განუწყვეტლივ მომდიოდა.
-მომენატრები.-მითხრა და ღრმად ამოისუნთქა.
-მიყვარხარ ლიამ.-გაიღიმა და ბოლოჯერ მომაბყრო მისი ულამაზესი თაფლისფერი თვალები.
ბოლოჯერ ამოისუნთქა და მისი გულის ცემა შეწყდა, მუსიკას რომელსაც ლიამის გულისცემა ალამაზებდა ისეთი ლამაზი აღარ იყო.
მისი სხეული მოდუნდა.
ხელები ჩამოუშვა და ქუთუთოებიც გაუნთავისუფლდა.
ემოციები ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ვიკივლე.
ამ სიტუაციას კივილიც კი ვერ უშველიდა.
ის აღარაა
ვერასროს შევეხები მის ტუჩებს.
ვერასროს ჩავხედავ თვალებში და ვეტყვი რომ მიყვარს.
წავიდა!
წავიდა დამტოვა.
ტუჩები შუბლზე მივაწებე.
სულ ცივი იყო, ყინულივით ცივი.
გიჟივით ვკიოდი და აქეთ იქეთ ვირწეოდი.
მის ლამაზ სხეულს ვაკვირდებოდი რომელიც უსულოდ წევს საწოლზე.
გიჟივით თმების წიწკვნა და სახეში ხელების რტყმევა დავიწყე.
მის სახელს ვკიოდი.
ოთახში მელოდიაც ისმოდა.
ლიამის ხმა იყო.
ნარკოტიკის პაჭკას ხელი ჩავჭიდე.
ახალბედა ვარ ამიტომ მეყოფა რომ აქცე დავასრულო სიცოცხლე.
მთლიანად შევისუნთქე და ზემოქმედებას დაველოდე.
მანამდე კი ლიამის გვერდით დავწექი და თავი გულზე დავადე რომელიც აღარ სცემდა.
ჩემს გამო შეჩერებული სიცოცხლე.
მალევე თვალები მიმენაბა და წავედი.
წავედი იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან.