ზარის გათიშვას ვაპირებდი როდესაც.
-თეჰიონს დაბადების დღე აქვს და იქნებ ერთად წავსულიყავით?(ჯინი)
-არ ვიცი.
- მოიფიქრეთ შენ და გოგონებმა ეგენიც დაპატიჟებულები არიან.
-კარგი გადავცემ და პასუხს აუცილებლად შეგატყობინებ. როდის არის თეჰიონის დაბადებისდღე?
-3 დღეში.
-აჰამ კარგი გასაგებია.
-კარგი დროებით.
-დროებით.
*ზარი დასრულდა*
დაბლა ჩავირბინე და მალევე ყველაფერი გოგონებს მოვუყევი.
-ამმ არვიცი.(ენე)
-თეჰიონი ვინ ის მაღალი ქერათმიანი?(რიკა)
-კი კი.(ენე)
-რავიცი თუ წახვალთ მეც წამოვალ.(რიკა)
-არ ვიცი ენე როგორ ფიქრობს.(მე)
-მათ ძალიან კარგად ვიცნობ და არარიან ცუდი ხალხი, მაგრამ მე შეიძლება ვერ წამოვიდე.(ენე)
-რატომ?(მე)
-ნამჯუნს უნდა შევხვდე აუცილებლად.(ენე)
-კარგი რა 3 დღეა წინ და მანამდე ვერ ნახავ?თან ყველაზე უფროსი ხარ და უფროსი ერთი გვჭირდება.(რიკა)
-მანამდე არ სცალია.(ენე)
-უფ მერე ვერ შეხვდები?(რიკა)
-შენ გეტყობა ძაან გინდა ქერას დაბადების დღეზე წასვლა.(ენე)
-კარგი რა გართობას და წვეულებას რა ჯობია?(რიკა)
-ისე მართლა მარტო მაგაში არ უნდა იყოს საქმე.(მე)
-უფფ შემეშვით რაა რომ მოიფიქრებთ პასუხს მითხარით და ამის მიხედვით წამოვალ.(რიკა)
გვითხრა და თავის არიდების მიზნით თავის ოთახში შევიდა.
-რაღაც ხდება და არ ვიცით?(მე)
-შეიძლება.(ენე)
-კარგი რაა გთხოვ წამოდი.(მე)
-აი მართლა ვერა.
-რატომ? ნამჯუნის გამო? კარგი რა რამე რომ მოხდეს და დავთვრე და ვიჩხუბო ან რამე? მერე? ვინ მომაქცევს ყურადღებას? რიკა? ისედაც იცი ჩემი შარიანობა, ალბათ მაგის ყოფილიც მიდის და მაგიტო უნდა რომ წავიდე, ხოდა რაღაც უეჭველი მოხდება, ან როდავთვრე და რამე გადავამტვრიო მაგ გოგოს მერე??
-მართალია.(რიკა)
თავისი ოთახიდან დაიწყო ყვირილი რიკამ.
-ეგ ყველაფერი მეც კარგად ვიცი და ნამჯუნთან შეხვედრა შემიძლია ჩვეულებრივად გადავდო მაგრამ ჯინაც ჩამოდის.
-კარგი რაა ყველაზე კარგად ჯინა იცნობს სოკჯინს და მაგისი ძმაკაცი არ ეცოდინება? დავიჯერო? კითხვა და წამოხვალ, შენ თუ არ წამოხვალ არც ჩვენ წავალთ.
ვუთხარი და მეც ჩემს ოთახში ავედი, ლოგინზე წამოვწექი და მალევე რატომღაც ჩამეძინა ალბათ დაახლოებით 4-5 საათი მეძინა რადგან რომ ავდექი უკვე დაბნელებული იყო. დაბლა ჩავედი და საჭმლის ჭამა დავიწყე.
-ჯინამ დღეს მოვდივარო.(ენე)
-სად?აქ?(რიკა)
-ხო ან სახლში წავალთ ან აქ რავიცი როგორც შენ ბრძანებ.(ენე)
-რათქმაუნდა აქ იქნებით. უკეთესი იქნება ბევრნი ვიქნებით და გავერთობით. რამდენი ხნით? ბევრი ხანი?(რიკა)
-არვიცი უფრო ადრე მოდის ვიდრე თქვა.(ენე)
-რატომ რამე მოხდა თუ?(მე)
-ოჯახთან მოუვიდა კონფლიქტი და სანამ შერიგდებიან ჩემთან იქნება.ცოტახანი აქ ვიქნებით და მერე წავალთ.(ენე)
-არა რატომ სანამ ჩემები ჩამოვლენ აქ იყავით.(რიკა)
-არვიცი, კარგი ახლა უნდა წავიდე უნდა დავხვდე.(ენე)
-კარგი.(მე)
დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ჯინა და ენე მოვიდნენ. ვილაპარაკეთ ჯინა მოვაწყვეთ და ფილმს ჩავუჯექით.
-ისე ჯინა 3 დღეში რას აპირებ?(მე)
-აჰ 3 დღეში ძმაკაცს დაბადების დღე აქვს და მანდ უნდა წავიდე, თქმა დამავიწყდა.(ჯინა)
-ძალიან კარგი ანუ თეჰიონის დაბადებისდღეზე ოთხივე ერთად მივდივართ.(მე)
-თეჰიონს საიდან იცნობთ?(ჯინა)
მას ყველაფერი მოვუყევით. მაგრამ ის არ გვითქვამს რომ ეს ყველაფერი თამაში იყო.
-ღადაობ! რა შენ და ჯინი ერთად ხართ?(ჯინა)
-ხომ(მე)
-ვაუუ უხდებით ძალიან, წინა შეყვარებული და ეგ ვაბშე არ უხდებოდნენ ერთმანეთს.(ჯინა)
ცოტა არაკომფორტულად ვიგრძენი თავი მაგრამ ვეცადე რომ არ შემემჩნია.
-ხომ მადლობა.(მე)
ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ,ფილმს ვუყურეთ, ვიცეკვეთ და ბოლოს ოთხივეს მისაღებში ჩაგვეძინა.
YOU ARE READING
_𝙾𝚞𝚛 𝙷𝚒𝚜𝚝𝚘𝚛𝚢_
Random❗ეს ისტორია ჩვენ გვეხება ❗ _ამბავი ჯინსა და ლინეზე_ #𝚔𝚒𝚕𝚕𝚎𝚛𝚔𝚒𝚝𝚝𝚢𝚜𝚏𝚒𝚔𝚜✨