როგორც იქნა თეჰიონის აგარაკზე მივედით...
იქ ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი შევამჩნიე, ბევრი სიარულის შემდეგ თეჰიონიც ვიპოვეთ ცოტახანს ვილაპარაკეთ მილოცვებიც არ გამოგვრჩენია არც საჩუქრები.
-რახან ყველა აქ ვართ დავიწყოთ წვეულება.(თეჰიონი)
ყველამ ყვირილი დაიწყო, ყველა ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, ყველა კარგ ხასიათზე იყო მაგრამ არა მე. გზაში ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი მაგრამ აქ მოსვლისას ხასიათი გამიფუჭდა,რა იყო ამის მიზეზი არც მე ვიცი. ჩემთვის კუთხეში დავჯექი და კოკტეილის დალევა დავიწყე თან ვფიქრობდი რატომ ვიყავი ასეთ ხასიათზე.როდესაც თეჰიონი დიდი სისწრაფით გამოიქცა ჩემთან.
-ეიიი ლამაზო რატომ არ ცეკვავ?(თჰ)
-არ მინდა ცეკვა.
-შენ რა ხასიათზე არ ხარ?
-არა ყველაფერი კარგადაა კარგ ხასიათზე ვარ.
-რაღაც არ გეტყობა, მიდი მითხარი რადაგემართაა.
-არაფერია მართლა არაფერი, მიდი გაერთე შენი სტუმრები ისე არ დატოვო.
-კარგი დაიცადე.
თეჰიონი ადგა და ხალხს შეერია დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ ჯინი მოვიდა ჩემთან, ვეცადე არაფერი შემემჩნია და თავი ბედნიერად და მხიარულად მომეჩვენებინა.
-რამე მოხდა?(ჯინი)
-არა საიდან მოიტანე?
-თეჰიონმა მითხრა არ არისო ხასიათზე.
-კარგი რა ძალიან კარგ ხასიათზე ვარ უბრალოდ დავიღალე და ამიტომ არ ვცეკვავ ალბათ ამიტომ გითხრა ასე.
-ადექი და წამოდი ჩემთან ერთად.
-არა არ მინდა ვიქნები შენ გაერთე.
-ვის გაუგია შეყვარებულის მარტო დატოვება?
-არაფერია მართლა, გთხოვ წადი და გაერთე.
-წამოდი.
მითხრა, ხელი მჭიდროდ მომკიდა და საცეკვაოდ გამიყვანა.
-კარგი რაა ჯიინ.
-ჩემთან ერთად იცეკვე.
-არ მინდა დავჯდები.
ვცადე წავსულიყავი მაგრამ ხელი არ გამიშვა.
-მაინც არ გაგიშვეეეებ.
მითხრა და ცეკვა დაიწყო.
-იცეკვე შენც.
მეც ვერ მოვითმინე და მის ამ ქცევებზე გამეღიმა.
-ვატყობ უკეთეს ხასიათზე ხარ.
მითხრა და ჩამიღიმა თან ხელი მომხვია და ამჯერად ჩემთან სრთად.დაიწყო ცეკვა . მეც სხვა გზა არ მქონდა და ავყევი. ძალიან ბევრი ვიცეკვე მასთან ერთად თან ბევრი ვიცინე.
-ახლა მართლა ძალიან დავიღალე და ცოტას დავისვენებ.(მე)
-მეც თორემ მოვკვდები.
თქვა და სიცილი დაიწყო, თან ხელს არ მიშვებდა. კუთხეში პატარა სკამებზე ჩამოვსკუპდით და თან დალევა დავიწყეთ.
-იმედია სასმელი ცუდად არ მოქმედებს.ცუდად არ გამიგო ანუ იმიტომ გითხარი რომ ცუდად არ გახდე .
-არა ყველაფერი კარგადაა.
-კარგი.
-გინდა გარეთ გავიდეთ?ცოტა სუფთა ჰაერზე გავიაროთ.
-კარგი წამო.
ჭიქები იქვე მაგიდაზე დავდეთ და პლედებით გარეთ გავედით.გარეთ ოდნავ ცეცხლივით იყო დანთებული და მასთან მივედით.
-ხომ არ გცივა?
-ცოტათი.
-აქ დავჯდეთ და ცოტას გათბები.
მითხრა და ხელი ცეცხლის გვერდზე სკამებისკენ გაიშვირა.
-კარგი.
ცოტა ვილაპარაკეთ, ერთმანეთი ს შესახებ მოვყევით, ამასობაში ცოტა მოვითენთე.
-გეძინება?
-ცოტათი მოვითენთე ალბათ დავიღალე და ამის ბრალია.
-თუგინდა ცოტა დაიძინე.
-არა არმინდა.
-გეტყობა რომ გეძინება ახლოს მოიწიე და მხარზე თავი დამადე.
ცოტათი გამოვშტერდი ისე ძალიან მეძინებოდა რომ უარი ვერ ვუთხარი და მის გვერდით ჩამოვსკუპტი, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ჩამეძინა.
მერე არაფერი მახსოვს, მანამდე მეძინა სანამ მანქანის შუქმა არ გამაღვიძა.
-ბევრ ხანს მეძინა?
-არა ნახევარი საათი მხოლოდ.
-ამმ ბოდიში ასე რომ მოგიწია ყოფნა.
-ხო არ ღადაობ რა ბოდიშებს მიხდი, ახლა ეს არის ჩემი მოვალეობა.შევიდეთ?
-კი.
შიგნით შევედით გოგოები როგორც ჩანს მე მეძებდნენ.
-სად იყავი?(ენე)
-გარეთ ვიყავით.(ჯინი)
-ერთად იყავით? არ ვიცოდი. რომ ვერ შევამჩნიე ცოტათი შემეშინდა.(ენე)
-ხომ მეც.(რიკა)
-ჰეიი ლინეე.
უეცრად ნაცნობი ხმა მომესმა და უკან გავიხედე.
-ჰეი ჯონგუკ.(მე)
მისი დანახვა ცოტა არ იყოს გამიხარდა და გადავეხვიე.
-როგორ ხარ?(ჯკ)
-კარგად შენ?(მე)
-კარგად, არ მეგონა აქ რომ გნახავდი.
-სიმართლეს გეტყვი და არც მე.
ჰმმ ვინ არის ჯონგუკი? ჯონგუკი ჩემი კარგი მეგობარია თან რიკას ყოფილი შეყვარებული, დაახლოებით 5-6 წლის წინ გავიცანი შემდეგ იგი რიკასაც გავაცანი, მათაც კარგი მეგობრობა ჰქონდათ სანამ ჯონგუკი სიყვარულს არ აუხსნიდა მასაც ძალიან მოსწონდა და უარი არ უთხრა მათი ურთიერთობა 6 თვე გაგრძელდა მაგრამ ყველაფერი სუჯიმ ჩაშალა. რა მოხდა? ვინ არის სუჯი? ერთ დღეს როდესაც რიკას ჯონგუკის შესახვედრად მივყვებოდი უცნაური სურათი დაგვხვდა სუჯიმ ჯონგუკს აკოცა ამიტომაც დაშორდნენ რიკა და იგი მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ ყველაფერი სუჯის ნამოქმედარი იყო. სუჯის და რიკას 9 წლიანი კარგი მეგობრობა აკავშირებდათ მანამ სანამ რიკა ჯონგუკს არ გაიცნობდა, მაშინ როდესაც გაიგო სუჯიმ მათი ურთიერთობის შესახებ ეს ძალიან არ მოეწონა რადგან 5 წელია მას ჯონგუკი უყვარს ამის გამო მათი ურთიერთობის შეშურდა და ასეთი დასასრული დაუწერა. ამის მერე ვერ იტანენ რიკა და სუჯი ერთმანეთს ასევე ჯონგუკსაც ვეღარ იტანს რიკა.
-გამარჯობა გოგონებო.(ჯკ)
-გამარჯობა.(ენე)
-მე ჯინასთან წავალ.(რიკა)
- მომსალმებოდი მაინც.(ჯკ)
-ვინ ხარ ისეთი რომ გამარჯობა გითხრა? (რიკა)
-ძალიან გთხოვ არ გააგრძელო.(მე)
- მაგის გამო თავს არ დავიღლი არ ინერვიულო, აჰჰ ჯონგუკ ნახე შენი გოგო, ლამაზად გამოიყურება.(რიკა)
მე ძალიან გამიკვირდა სუჯის აქ დანახვა.
-ლინე შეგიძლია ამიხსნა ვინ არის ეს ბიჭი?(ჯინი)
-ეს ჯონგუკია ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, ჯონგუკ ეს ჯინია ჩემი შეყვარებული.
-გამარჯობა ჯინ.(ჯკ)
-გაგიმარჯოს.(ჯინი)
-ჰეეი ჯონგუუკ.(სუჯი)
უეცრად ჩვენკენ გამოიქცა სუჯი და ჯონგუკს მიესალმა.
-როგორ ხაარ?(სუჯი)
-კარგად.(ჯკ)
რიკამ მათი საუბარი დაიკიდა და ჯინასთან წავიდა.
-ოუ ჯინ?(სუჯი)
-სუჯი?(ჯინი)
-რა ხდება?(მე)
-არა არაფერი ისეთი საინტერესო საყვარელო წამოდი ხილი ვჭამოთ არ გინდა?(ჯინი)
-ვაუ ახალი შეყვარებული?(სუჯი)
-კი.(მე)
-გამარჯობა მე სუჯი ვარ.
-გაგიმარჯოს ჯინ მართლა მომინდა ხილი წამოდი ვჭამოთ.
-კარგი წამოდი(ჯინი)
უცებ მოვშორდით იქაურობას.
-შეგიძლია მეც გამარკვიო ვინ არის სუჯი შენთვის?(მე)
-...
- არ მითხრა რომ...
-კი ის არის.
-ღადაობ?
-არა მართლა ის არის.
-არ მეგონა მისნაირ ადამიანთან ურთიერთობა რომ გექნებოდა.
- მისნაირ ადამიანში რას გულისხმობ?
-შენ არაფერი იცი, ალბათ კარგად არ იცნობ.
-შენ საიდან იცი მე მას როგორ ვიცნობ?
-გეტყობა.
-4 წელია მას ვიცნობ.
-არ არის საკმარისი 4 წელი გაიგო და გაიცნო ის კარგად მაინც.
-შენ საიდან იცი?
- არ არის კარგი ადამიანი არ შეგეფერება.
- რატომ ფიქრობ რომ არ შემეფერება? ან შენ საიდან იცი როგორი ადამიანია?საუბარში არ გეტყობოდათ რომ ერთმანეთს იცნობდით.
-მე მას ძალიან კარგად ვიცნობ უბრალოდ ის არ მიცნობს.
-საიდან?
-მან ყველაზე კარგი წყვილი დააშორა. იმედია მიხვდები ვისზეც მაქვს საუბარი.
-ისე ბიჭი და შენი დაქალი?
-კი ის ბიჭი და ჩემი დაქალი. მოიცა მოიცა რამდენი ხანი იყავით ურთიერთობაში?
- დაახლოებით 1 წელი. რატომ მეკითხები?
- გითხრა რატომ დაგშორდა?
- არა მაგრამ ვიცი რომ ვიღაც ჩამოსულის გამო დამშორდა.
- გაინტერესებს ყველაფერი?
- არამგონია იცოდე.
- კარგი იქნება თუ მომისმენ, გაერკვევი უფრო.
- მიდი აბა მოყევი.
-ის ჩამოსული ბიჭი ჯონგუკია რომელსაც 5-6 წელია ვიცნობ, ბევრჯერ გამიგია რომ ის სუჯის მოსწონდა, დაახლოებით 5 წლის წინ ჩემს თვალწინ აუხსნა სუჯიმ მას სიყვარული რადგანაც ჯონგუკს იგი არ უყვარდა მას უარი უთხრა თითქმის ყოველ წელს ახსენებდა რომ უყვარდა ,შემდეგ როდესაც რიკამ და ჯონგუკმა ურთიერთობა დააწყვეს მას ძალიან შეშურდა და მათი დაშორება გადაწყვიტა რიკა და სუჯი 9 წელი ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ მაგრამ იმ დღის გამო ორი ურთიერთობა ერთად დასრულდა მათი მეგობრობა და შეყვარებულობა. აი რისი თქმა მინდოდა.
- ანუ რას გულისხმობ რომ მას მე...
- არ უყვარდი ჯინ არა.
- მაგრამ რანაირაად.
- ჩვეულებრივად.
-შანსი არაა.
- შენც ერთი კაი დებილი ხარ რა, იმათ ვერ ამჩნევ ვისაც ასე ძალიან უყვარხარ და გგონია რომ იმას უყვარხარ ვისაც არა.
- რას გულისხმობ ვერ ვხვდები.
- არაფერს შეგიძლია დაიკიდო.
-ნორმალურად ამიხსეენი.
ცოტათი ტონს აუწია.
- არაფერი მაქვს ასახსნელი ყველაფერი ნათელია, შენ თუ დებილი ხარ ეგ მხოლოდ შენი ბრალია.
ვუთხარი ხმააწეულმა.
- სახლში უნდა წავიდე.
-მაგრამ ტორტი ხომ ახლა უნდა დაჭრან?
-მაგრად მკიდია შენი ტორტი, ისედაც ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. როდესაც ცოტათი მაინც ბედნიერი ვარ ბოლოს ყველაფერი მიშხამდება ამჯერად შენს გამო.
ვუთხარი და შიგნით შევედი რომ გოგონებისთვის მეთქვა.
-გოგონებო არ წავიდეთ?(მე)
- რა? ღადაობ? ტორტიც კი არ დაუჭერიათ ჯერ.(ჯინა)
-აუ ხო სად გეჩქარება(რიკა)
- რამე მოხდა?(ენე)
-არა უბრალოდ მოვიწყინე აქ.
-სულ ცოტა ხანი დამიჯერე გამხიარულდები.(ჯინა)
-მხოლოდ თქვენს გამო დავრჩები მაგრამ გარეთ ვიქნები იქ დაგელოდებით.
-არ გაცივდე ძალიან ცივა.(ენე)
-არა ცეცხლთან მივალ არ ინერვიულოთ მიდით გაერთეთ.
ვუთხარი მათ სასმელების 2 ბოთლი ავიღე და გარეთ გავედი. ნელნელა სმა დავიწყე როდესაც.
-მარტო რატომ ზიხარ სად არის შენი შეყვარებული?(ჯკ)
-შიგნით არის მე სუფთა ჰაერზე გამოვედი უბრალოდ.
-აჰ შეიძლება შენს გვერდით ჩამოვჯდე?
-რათქმაუნდა.
-რამე მოხდა?
-არა უბრალოდ არ ვარ ხასიათზე.
-რატოოომ?
-უბრალოდ.
-კარგი რაა რა უბრალოდ.
-რავიცი მეც არვიცი.
-დებილო!
მითხრა და თავზე ამომარტყა.
-ეიიიი.
-ლოოოოოოოლ.
-ისე რამდენი ხნით ჩამოხვედი?
-რავიცი ასე 4 დღე ვიქნები ალბათ აქ.
-ხომ კარგია. გამოვიდეთ ხოლმე ქალაქში და პარკში ვისეირნოთ.
-აუცილებლად.
-თან რიკასთან ვარ ეს რამდენიმე თვე.
-ვაუ კარგია. რიკა როგორ არის?
-რავიცი გაურკვევლად.
-რატომ გაურკვევლად ვინმე ხომ არ მოსწონს?
- ან არ მეუბნება ან არა.
-არ გეუბნება?
-კარგი ვხუმრობ.ჯერ არავინ არ მოსწონს და ვნახოთ აბა.
-ეიიი რატომ ვნახოთ რასქვია.
-კაი კაი ვხუმრობ.
- ნასვამიხარ გოგო?
-ცოტა.
-ცოტა?
-კი.
ჩვენი საუბრისას თეჰიონი გამოვარდა გარეთ და მაღალ ხმაზე დაიწყო ლაპარაკი.
-შემოოდით უნდა ვითამაშოთ.(თჰ)
-მიდი შენ შედი მე არ მინდა.(მე)
-არა არ შევალ შენს გარეშე.
-წადი მიდი ჩემგარეშე არ წავა ეს ბიჭი.
-ხო არ წავალ.
-ვიცი რომ წახვალ იმიტომ რომ თამაშები გიყვარს.
-ხო მიყვარს მაგრამ ამ შემთხვევაში შენს გარეშე არ წავალ.
-ოფფფ კარგი შემოვალ ოღონდ არ ვითამაშებ.
-ითამაშებ.
კინკლაობის მერე შიგნით შევედით.
-აბამ წრეზე დასხედით და ბოთლი დავატრიალოთ.(თჰ)
-მე არვთამაშობ.(მე)
-რატოოომ?(თჰ)
-არმინდა.(მე)
-კარგი რახან ასე არ დაგაძალებ.
თამაში დაიწყეს ბევრი სასაცილო მოქმედება ექნათ შესასრულებელი ბევრი ახალი რამ გავიგე. მე არცერთი თამაში არ მითამაშია ცალკე ვიჯექი და ვსვავდი ჩემთვის.დაახლოებით ღამის 4 საათი იყო თითქმის ყველას ჩაეძინა არავინ წასულა სახლში ზოგს სად ეძინა ზოგს კი სად ერთს მაგიდაზე ეძინა,ერთს დამჯდარი ეძინა ძალიან სასაცილო სანახავი იყო მგონი ერთადერთი ადამიანი ვიყავი ვისაც არ ეძინა.მანამდე სანამ ჯინი არ ადგა.
-არ გძინავს?
-როგორც ხედავ არა.
-რატომ?
-არ მინდოდა და ამიტომ.შენ შეგიძლია წახვიდე და დაიძინო.
-არ მინდა მარტო დაგტოვო.
-ღადაობ? 50 კაცია მარტო ამ ოთახში.თუ რამე ან მე გავუმკლავდები ან ვინმე დამეხმარება ამ 50 კაციდან შენ არ ინერვიულო.
-მაინც არ დავიძინებ.
-აუ რაც გინდა ის ქენი მაგრად არ მაინტერესებს, თამაში ახლა არ მიწევს იმიტომ რომ არავის ესმის.
-რაც გინდა ის თქვი,მთვრალი ხარ.
-და რა თუნდაც ვიყო.
-არაფერი უბრალოდ.
-თავი მომაბეზრე უკვე იცი?
-არა.
-არამგონია ბევრი ხანი გავაგრძელო თამაში.
-რას გულისხმობ?
-იმას რომ ვეღარ, ვეღარ არა აღარ დაგეხმარები.ბოდიში.
-და რატომ რა შეიცვალა?
-არაფერი უბრალოდ ვერაფერს ვერ ხვდები რაც შენთვისვე უარესია.
-და ამის გამო?
-შეიძლება.
-და მაინც რას ვერ ვხვდები?
-უკვე აგიხსენი.
-ის რომ სუჯის არ ვუყვარდი?
-ეგეც.
-აჰამ ანუ ფიქრობ რომ აღარ ვუყვარვარ და არც ვყვარებივარ ამიტომ შემდეგშიც არაფერი გამოვა და ტყუილად ვცდით?
-ალბათ.
-კარგი რა.
-დიდი ხანი არ არის რაც თამაში დავიწყეთ და უკვე ვასრულებთ.
-რატომ არ მეხმარები?
-იმიტომ რომ ტყუილად არ მინდა დრო გავფლანგო.
-ტყუილად?
-დიახ ტყუილად.
- ანუ ცუდი ადამიანი ვარ სუჯის არ ვყვარებივარ არ ვუყვარვარ და არც ვეყვარები და რატომ შენი აზრით რატომ არ ვუყვარვარ?ამდენად არ ვარ შესაფერისი სიყვარულისთვის?
-ეგ სულ სხვაა ის არის დებილი რომ შენნაირი არ უყვარდა და არ უყვარს მაგრამ არანაკლებ შენც იმიტომ რომ ვერ მიხვდი ვერაა. და ტყუილად ეცდები დამიჯერე ჯობია თვალები გაახილო და დაინახო ნამდვილად ვის უყვარხარ და ვის არა.
-ხო შეიძლება დებილი ვიყო და ვერ ვხვდებოდე, ამიტომ გკითხავ თუ იცი მითხარი ვის ვუყვარვარ და ვის არა.
-შემეშვი უნდა დავიძინო გვიანია.
ადგომა ვცადე მაგრამ ხელზე მჭიდროდ მომიჭირა და არ გამიშვა.
-გეკითხები.
-მეძინება მეთქი.
-ჯერ მიპასუხე.
-თავი დამანებე.
-არა.
ვცადე რომ მისი ხელები მომეშორებინა მაგრამ...(ესეც მეოთხე თავი. თუ მოგეწონებათ დაავოუთეთ და თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიარეთ დროებითთ 💞)
YOU ARE READING
_𝙾𝚞𝚛 𝙷𝚒𝚜𝚝𝚘𝚛𝚢_
Random❗ეს ისტორია ჩვენ გვეხება ❗ _ამბავი ჯინსა და ლინეზე_ #𝚔𝚒𝚕𝚕𝚎𝚛𝚔𝚒𝚝𝚝𝚢𝚜𝚏𝚒𝚔𝚜✨