მშვენიერი იყო და ეს ვიცოდი,ისიც ვიცოდი ეს ქალი რომ მიყვარდა. მშვენიერი იყო არა როგორც ქანდაკენა ან სურათი;მშვენიერი იყო,როგორც მოლი,თავს რომ ნიავი ევლება.სიცოცხლე ფეთქავს ამ ქალში,სწორედ ის სიცოცხლე, დედის მუცელში შემთხვევით ორი უჯრედი რომ შეაჯახა და სწორედ ასეთი შექმნა.იგივე მიუწვდომელი საიდუმლოებაა:ნამცეცა თესლში იფარება მთელი ხე,ჯერ კიდევ უძრავი,მიკროსკოპული,მაგრამ ის არსებობს.სიყვარულის ერთმა ღამემ შექმნა სახე,მხრები, თვალები-სწორედ ეს თვალები და ეს მხრები,უკვე რომ არსებობენ, სადღაც დედამიწაზე მიკარგულნი, მილიონობით ადამიანს შორის, შემდეგ კი,ნოემბრის ღამეში, პარიზში, ალმას ხიდზე,ანაზდად მოვიდნენ შენთან.