მოკლედ, ცოტა ხნით შემოვირბინე. რაღაცები წავიკითხე, რაღაცები თავადაც მივჯღაბნე.:)
ახალი წლის არდადეგები როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა თუ არა საკუთარ თავთან ერთად?
ერთი დიდი სიამოვნებაა. თანაც, როცა 18-ის ხარ, სტუდენტი, შენთვის ,,ბუჩნიაობ", სწავლობ იმას, რაც სიამოვნებას განიჭებს, კითხულობ, წერ.. მოკლედ, ოაზისი თუ არსებობს ამ წყეულ ქალაქში, პირადად ჩემთვის შეუქმნიათ.
ვაღიარებ, ცოტა Dramaqueen და დეპრესიული რომ ვიყავი ეგ დრო მენატრება, რადგან მუზა სულ მქონდა:დ:დ მოკლედ, იუმორისტული რაღაცების წერა ჩემი საქმე არაა. ახლა ცარიელი ვარ და თუ ვინმე ჭრილობებს გამიგლეჯს, ავოკადოს ტოსტს ვაჭმევ - ეს იქნება ჯილდო ჩემი მუზის ამოქმედების სანაცვლოდ.
აბა, შემოდგომის გოგონამ ბედნიერებაზე უნდა წეროს სულ?! რაღაც, მეუცნაურება ეს ამბავი. ბოლოდროს, სულ ბედნიერებაზე ვწერ. ვწერ მზის სხივებზე, იმედზე.. ერთი სიტყვით, ბედნიერი ადამიანი ვარ.
თუმდა პატარა, ციცქნა, აი, სულ პაწია ტკივილი მაინც მაქვს გულში. იმ ტკივილმა იცის, როგორ ენატრება ხანდახან ჩემს სულს. ალბათ, ის ტკივილი მახსენებს ძველ ჩემს თავს.
ასკეტური ცხოვრება მოვინდომე მთელი დღე-ნახევრით და თავი ბუდისტი ბერი მეგონა, ისეთი დასკვნები გამოვიტანე. :)