გუშინ ვფიქრობდი, ის შენი დიდებულება რამდენიმე თავში განშტოებული რომ წავიკითხე, სერიოზულად დამაფიქრა, რატომ გკითხულობს ასე ცოტა. მერე მივხვდი...
შენ, იმდენად დიდი ხარ, ჩემო, ყველას როდი შეუძლია შემოგწვდეს.
თვალწინ მედგა, თმაგაშლილი, ხელში ღვინის ჭიქით როგორ უჯექი კლავიატურას, სულის ქაოსს როგორ აქცევდი სიტყვებად და ამეტირა, როგორ შეიძლება ასეთი იყო, ასეთი დიდებული და თანაც ხელმისაწვდომი, გულღია, კეთილი...
სიცოცხლის უნარით მავსებს ყოველი საუბარი შენთან, თითქოს ბავშვი ვარ, რომელიც ირგვლივ ყველამ და ყველაფერმა გააბრაზა და კალთაზე პირველსავე სითბოს დაეკონა, რომელიც ასეთს გაახსენდა.
მიყვარხარ