თავი 1

2.2K 43 0
                                    

იანას სახლში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა ანა და აივნიდან გაყურებდა ქუჩას, როგორცკი ტაქსი გაჩერდა მაშინვე სახლში შევარდა და გასასვლელი კარი გააღო, მიამ კიბეები სწრაფად აირბინა და სახლში შევარდა
-დავაგვიანე-უთხრა დას და თავის ოთახში შევიდა, ანასც უკან მიყვა, გოგონამ სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი და საწოლზე დადებული კაბა ჩაიცვა, თან გაბრაზდა -ანა მიჩალიჩებ ხო?-იქვე დაწყიბილი შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა და სარკისწინ დადგა

-აუ რა სიგიჟე ხარ-ანას სიცილი აუტყდა და დას მიუახლოვდა -თმაც გაიშალე რა

-ანა იცოდე მოგკლავ, ხო გითხარი წითელი კაბა უნდა ჩავიცვათქო?

-ამით მოგიწევს წასვლა-ანამ გაუცინა და შეათვალიერა.

-ანა ახლა მაგვიანდება და რომ მოვალ მერე გადაგიხდი სამაგიეროს

-მიამა ჩანთა მობილური და ფოტოაპარატი აიღო ხელში და სახლიდან გავარდა.

-წაბრძანდა ქალბატონი?- მაკა გამოვიდა საძინებელი ოთახიდან

-კი რა დედა ნუ უბრაზდები, ხოიცი რომ იმ გოგომ ძაან სთხოვა და მაგიტომ წავიდა

-ანა ნუ ამართლებ, რვა საათზე რომ წვეულებაზე წავა თან იმ განებივრებული გოგოს სახლში, როდის დაბრუნდება? ალბათ შიუაღამისას

-დედა სტუმრად ხომ არაა? ფოტოები უნდა გადაიღოს და მერე გადაუხდიან

-ეგ რა პროფესიაა? ათას სულელს უნდა სდიოს და ფოტოები უღოს-ვერ მშვიდდებოდა მაკა

-წამო ჩაი დავლით და ერთად დაველოდოთ, ვიცი სანამ არ მოვა მაინც არ დაიძინებ

ანა დედას გაუღიმა და სამზარეულოში შევიდა.
მია არასდროს დადიოდა მსგავსი სახის წვეულებებზე, მაგრამ ამ გოგონამ ძალიან სთხოვა და ბოლობოლო დაითანხმა, რაღაცნაირად ნერვიულობდა, გული უგრძნობდა რომ შეცდომა დაუშვა, რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა სულს უმძიმებდა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა უნდა მისულიყო... ფული უკვე აღებული ქონდა... თან იუბილარი იყო ის გოგონა ვინც მიიწვია დიდი ხვეწნა მუდარის მერე წვეულებაზე. მიამ სახლიდან მოშორებით გააჩერა ტაქსი და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას, მუსიკის ხმა მის სმენამდე ახწევდა და უკვე ხვდებოდა რომ ნამდვილად იქ მოხვდა სადაც მისი ადგილი არ იყო, სახლს რომ მიუახლოვდა სამმა აწყვეტილმა ბეემვემ ჩაუქროლა რომლებიც ერთმანეთს მწყობრად მისდევდნენ , სამივემ ერთდროულად მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა წვეულების სახლთან, მიაცოტა დაფრთხა და ნაბიჯი უფრო შეანელა, მანქანიდან ბიჭები გადმოლაგდნენ და ერთად შეჯგუფდნენ, მარიამს მზერა ინსტიქტურად მათკენ გაექცა, თუმცა მალევე აარიდა თვალი რადგან იმათაც რატომღაც მას გამოხედეს, მია გრძნობდა მათ გამომწვევ დაჟინებულ მზერას და თავდახრილმა ნაბიჯს აუჩქარა რომ მალე შესულიყო სახლში თუმცა იმ ბიჭებს რომ გაუსწორდა ერთერთმა დაუძახა

✅გაყიდული ღირსება✅Where stories live. Discover now