-ალბათ საბოლოოდ გავგიჟდი ამაზე რომ გთანხმდები, მაგრამ, ჯონგუკ, აცნობიერებ, რომ შეიძლება დიდ საფრთხეში აღმოჩნდე? - კარგად იცოდა ჯონგუკმა ყველაზე მეტად რომ ჯინის დათანხმება გაუჭირდებოდა, თუმცა არც ამას დაუხევია ბიჭი უკან - იუნგი. - იქვე კუთხეში მდგარ ცისფერთმიანს მიუბრუნდა ჯინი - შენ მაინც უთხარი რამე.
იუნგიმ მობეზრებულად აატრიალა თვალები. ეტყობოდა, როგორ აღიზიანებდა უკვე უფროსის გადამეტებული მზრუნველობა. მისთვის ყურადღება არ მოუქცევია და იქვე მდგარ საწოლზე ჩამომჯდარ შავთმიანს მიუახლოვდა.
-მას ყურადღება არ მიაქციო - გაღიმებულმა ანიშნა ბიჭს ჯინზე - უბრალოდ ფრთხილად იყავი, კარგი? მთელ ჩემს ძალებს გამოვიყენებდი, რათა თვალი მედევნებინა დედამიწაზე შენთვის, მაგრამ ამას შენ არ მოისურვებ. ჩემი მხრიდან კი ეს მეტისმეტად სულელური საქციელი იქნება. პირობას გაძლევ, რომ ამას არც არავინ შეეცდება. ამიტომ თავს გაუფრთხილდი. აქ უამრავი ანგელოზი დაელოდება შენს დაბრუნებას.
-ნუ ღელავ, ჰიონ, ფრთხილად ვიქნები. - გაუღიმა ბიჭმა უფროსს - თანაც პირველი ხომ არ ვარ, ვინც დედამიწაზე მიდის. თავს აუცილებლად გავართმევ.
-საქმე ეს არაა, გუკ, რომ პირველი არ ხარ. - ჯინი ბიჭისკენ მიიწია და პატარას ხელი თავისაში მოიქცია - ეს ხილვა.. მეტისმეტად უცნაურად მეჩვენება. - ჯონგუკს ამის გაგებაზე თვალები შესამჩნევად გაუფართოვდა და გააკანკალა, რაც ჯინისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. - ჯონგუკ, მისმინე, ეს ხომ მართლა ხილვის გამო ხდება?
-რას გულისხმობ ჯინ?
-პასუხი მისგან მჭირდება, იუნგი - ამოიოხრა ჯინმა და ისევ ბიჭს მიუბრუნდა - გუკ, ეს თუ ისაა, რაც მე მგონია...
-არ ვიცი, ჰიონ შენ რა გგონია, მაგრამ ასე უმოქმედოდ ვერ ვიჯდები, როცა ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდება. - მაქსიმალურად ცდილობდა ჯონგუკი მღელვარების დაფარვას, ამიტომ ფეხზე წამოდგა და ჯერ ფრთები დამალა, რომ ეს დედამიწაზე ჩასვლამდე ადვილად მოეხერხებინა, ხოლო შემდეგ ისევ გაშალა. - თანაც, ყველა ადამიანს ჰყავს მფარველი ანგელოზი და ის ადამიანი, როგორც ჩანს, მე უნდა დავიცვა.
YOU ARE READING
A Little Touch of Heaven
Romance"მან არ იცოდა როგორი იყო, სურდა ისეთი რამ, რაც ვერასდროს გექნებოდა; რამდენად შეუძლებელი იყო ამის სურვილი მას შემდეგ რაც ნებას დაუშვებდი შეგრძნებას."- კატრინ მაკგი