მე სამყაროს გადარჩენა მინდოდა მისი კლანჭებისგან. თუმცა, ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი. მე თეჰიონი მქვია და მე ანგელოზი ვარ, რომელმაც მარტო ბრძოლა განიზრახა მის წინააღმდეგ. მე ისედაც ცოტა რამ ვიცოდი მის შესახებ. თუმცა, რაც უფრო მეტად შეიცნობდი მის ბუნებას, მით უფრო მეტ წყვდიადის მარცვალს აღმოაჩენდი. საიდან ვიცოდი მე, უბრალო ანგელოზმა ამდენი რამ? რთული შეკითხვაა, რადგან ამაზე პასუხი არ მაქვს და რომც მქონდეს, ამის ახსნას არ ვისურვებდი.
ყველაფერი იქედან დაიწყო, რაც მისი გეგმის შესახებ გავიგე. ვერ დავუშვებდი, რომ სამყაროს შემქმნელის წინააღმდეგ აჯანყება მოეწყო, ტახტი თავად დაეკავებინა და მოკვდავთა სამყარო საბოლოოდ გაენადგურებინა. არავინ დამიჯერა. ამას ველოდი კიდეც, მაგრამ არა ჩემი საუკეთესო მეგობრისგან. ნამჯუნი მუდამ გვერდით მედგა, ყოველთვის ესმოდა ჩემი. მაშინ კი მანაც, ისევე, როგორც სხვებმა, ჩათვალეს, რომ ყველაფერი ჩემი გეგმის ნაწილი იყო და სწორედ მე მინდოდა ძალაუფლების მიღება. არაფერი მითქვამს, არც თავი გამიმართლებია, მიუხედავად იმისა, რომ თავად უზენაესი მთხოვდა მეთქვა, რომ უდანაშაულო ვიყავი. ალბათ, ჩემი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა მისი ნდობის გასამართლებლად, თუმცა იმდენი დამცირება ავიტანე, მეტს ვეღარ მოვითმენდი.
და იმ დღეს, სწორედ იმ დღეს წამართვეს ფრთები, როცა ახალი, პატარა და უცოდველი ანგლოზი გაჩნდა მათ რიგებში. კარგად დავინახე მისი შავი და მრგვალი თვალები. გამეღიმა. ის პატარა არსება იყო მიზეზი, რომ თავი წამიერად მაინც მეგრძნო ბედნიერად, მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა.
როდესაც უსამართლობის წინაშე აღმოჩნდებით, რომელიც უმრავლესობას სიმართლედ მიაჩნია, ეს იმაზე რთული ასატანია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მათ ჩემთან ერთად ნამჯუნი გამოუშვეს დედამიწაზე. დღემდე არ მესმის ამის მიზეზი და არც ვაპირებ გავიგო. ახლა მე ვეღარასდროს ვიქნები ის, ვინც იქ ვიყავი. მე თეჰიონი მქვია და მე დაცემული ანგელოზი ვარ, რომელიც უსამართლო ტანჯვისთვის გაიმეტეს.
YOU ARE READING
A Little Touch of Heaven
Storie d'amore"მან არ იცოდა როგორი იყო, სურდა ისეთი რამ, რაც ვერასდროს გექნებოდა; რამდენად შეუძლებელი იყო ამის სურვილი მას შემდეგ რაც ნებას დაუშვებდი შეგრძნებას."- კატრინ მაკგი