-მოვდივარ, ჯანდაბა, მოვდივარ - ქერას უკვე აღიზიანებდა ის ადამიანი, რომელმაც სიმყუდროვე დაურღვია და კარზე გაუჩერებლად აბრახუნებდა. - ნამჯუნ? აქ რა გინდა? - თეჰიონმა იცოდა, რომ ნამჯუნი ისე არ შეაწუხებდა რაიმე მნიშვნელოვანი რომ არ ჰქონოდა სათქმელი.
-მას უნდა დაეხმარო თეჰიონ - უფროსი სულს ძვლივს ითქვამდა - ანგელოზი... ის ანგელოზი მარკმა თავისთან მიიტყუა და როგორც გავიგე, მის ფრთებს ითხოვს დახმარების სანაცვლოდ.
თეჰიონი მიხვდა, თუ რამდენად დიდ საფრთხეში ჩაიგდო თავი შავთმიანმა, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია, ქურთუკს ხელი დასტაცა და გარეთ გავარდა. არ აქცევდა ნამჯუნის ყვირილს ყურადღებას, რომ იქ ახლა მისი მისვლა საშიში იყო. უნდა მიესწრო, ანგელოზს ფრთები მის გამო არ უნდა დაეკარგა.
"აუცილებლად მოგისწრებ, პატარავ. მას არ მივცემ უფლებას ამხელა ტკივილი გამოგაცდევინოს."
* * *
-ჩე..ჩემი ფრთები? - შავთმიანს ხმა გაებზარა, თვალები კი ცრემლებით აევსო. გრძნობდა, როგორ კანკალებდა, მაგრამ არ უნდოდა მისი სისუსტე ბიჭისთვის დაენახებინა, რაც ზედმეტად რთული ხდებოდა იმ გარიგების პირობების გაანალიზების შემდეგ, რომელიც ბიჭმა შესთავაზა.
-ამის გაკეთება მისთვის მოგიწევს - ბიჭის ხმა მშვიდი იყო, თუმცა სიბნელეშიც კარგად ჩანდა მისი ავისმომასწავებელი ღიმილი - ფრთები დამითმე, მე კი ყველანაირად ვეცდები მის უკან დაბრუნებას. შენც ხომ ეს გინდა, თუ ვცდები?
ჯონგუკი ხმას ვეღარ იღებდა, თითქოს ყელში რაღაც უჭერდა და ერთი სიტყვის თქმის უფლებასაც კი არ აძლევდა. ფრთების დათმობა? ეს ხომ იმაზე დიდი ტკივილია, ვიდრე მისი ძალით წართმევა. შავთმიანი ამ ყველაფერს აანალიზებდა და იმასაც ხვდებოდა, რომ სიბნელისა და სიცივისთვის საბოლოოდ იქნებოდა განწირული.
-არადა რამდენიმე საათის წინ მეგონა, რომ მისი დახმარება გინდოდა - მოჩვენებითი სინანულით გააქნია თავი ბიჭმა - როგორც ჩანს, შევცდი. მაშ, მე ისევ უკან დავბრუნდები. - ხელი ჰაერში აიქნია და შეტრიალდა.
YOU ARE READING
A Little Touch of Heaven
Romance"მან არ იცოდა როგორი იყო, სურდა ისეთი რამ, რაც ვერასდროს გექნებოდა; რამდენად შეუძლებელი იყო ამის სურვილი მას შემდეგ რაც ნებას დაუშვებდი შეგრძნებას."- კატრინ მაკგი