მეთერთმეტე თავი

103 7 10
                                    

თაე მაშინვე თავის ოთახში ავიდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო.
ნახევარ საათში უკვე ყველაფერი მზად ქონდა და ქვემოთ ჩავიდა.
ყველას დაემშვიდობა ჰოსოკის გარდა და წავიდა.

თაეს წასვლის შემდეგ ყველამ მოიწყინა, მის გარეშე სახლი ცარიელი იყო.

ჰობის ახლაღა ამოუტივტივდა გონებაში ლიკას სიტყვები

"ჩემი მეგობარი ერთ ბიჭს უყვარდა მაგრამ მან უარი უთხრა, იმ დღის შემდეგ ორი წელი გავიდა და ის ბიჭი დღემდე არ გამოჩენილა"

ამ დროს ჰოსოკს შიშის ტალღამ დაუარა მთელ სხეულში, შეეშინდა, შეეშინდა რომ მას ვეღარ ნახავდა და ეს ყველაფერი მისი იდიოტური ქცევების გამო,იმის გამო რომ ასე საშინლად ექცეოდა და გულს სტკეკნდა.
მთელი დღე ოთახში იჯდა და თაეზე ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე, საბოლოოდ კი ერთ რამეს მიხვდა და საკუთარ თავს ლანძღავდა რომ ამ გრძნობის გამო თეჰიონი გააკრიტიკა.

_______________________________________________________

-ამმ...ჯიმინ-დაიძახა ლიკა საყვარლად

-გისმენ ლიკ

-ამმ...იცი ? ისააა მე-ლიკა სათქმელს თავს ვერ აბამდა.

-ლიკა რა ხდება

-მე დახმარება მინდა, ვერ გავიგე რაღაცეები.

-პატარა სულელო, ამას ვერ ამბობდი ?

-ჰომ

-კარგი წამოდი დაგეხმარები.

ლიკა და ჯიმინი ერთად აკეთებდნენ საშინაო დავალებას და ამ დროს ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ.
ჯიმინმა ვეღარ მოითმინა და ლიკას ტუჩებში აკოცა.
ლიკა გაოგნებული იყო ჯიმინის უცაბედი მოქმედებით და აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდა.
ეს არ იყო უხეში და მომთხოვნი კოცნა, არანაირი ენა არ გამოუყენებია, პირიქით ნაზად და აუჩქარებლად კოცნიდა.
კოცნა მალევე გაწყდა და ლიკა სახეზე ვაშლივით აწითლდა.

-ამმმ ჯიმინ ეს რა იყო.

-ლიკა ხვალისთვის მოემზადე სადღაც უნდა წაგიყვანო და ყველაფერს გაიგებ.

ახდენილი ოცნებაWhere stories live. Discover now