part-2

54 5 2
                                    

იმის მერე დიდი ხანი,ძალიან დიდი ხანი გავიდა.ზუსტად 8 წელი გავიდა იმ ბოლო შეხვედრიდან.ბებოს გარდაცვალებიდან.როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით,წარმოდგენაც არ გვქონდა რომ ამდენ ხანს ვშორდებოდით ერთმანეთს,ცოტათი ნაღვლიანად მაგრამ მაინც იმედიანად დავტოვე იქაურობა,თითქოს თვალებით მათ პირობა მივეცი რომ აუცილებლად ისევ ჩავიდოდი,პირობა არასოდეს დამირღვევია,მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არც იყო.8 წლის შემდეგ ისევ მივდივარ მათთან,ალბათ გაიზრდებოდნენ,ნეტავ ანდრიას ცხვირზე კეხი ისევ აქვს?ან ნიკას კბილები ისევ ჩამტვრეული აქვს?რატი?და რატი როგორ გამოიყურება?ისევ ისე როგორც დავტოვე?იმედია ისევ ისეთივე გრძელი წამწამები და ხუჭუჭა თმები აქვს.
  ფანჯარაზე თავი მაქვს მიდებული და ჩემთვის ძალიან ახლო და ნაცნობ ადგილებს ვუყურებ,გორაკები,ეს მწვანე გორაკები,რომლებზეც ხშირად გვირბენია და გვითამაშია,რატი გვირილების გვირგვინს დამიწნავდა და მორცხვად დამადგამდა თავზე,მართალია ამის გაკეთება სრულებითაც არ გამოსდიოდა მაგრამ ამ გვირგვინში ჩაქსოვილი სითბო მომწონდა და ვხვდებოდი როგორ წვალობდა,ჯერ ერთ გვირგვინს დაწნავდა არ მოეწონებოდა და მეოერეს დაწნას იწყებდა,ისე მიყურებდა თითქოს ჩემი თავის ზომის განსაზღვრას ცდილობდა.აი ნაცნობ აღმართსაც შევავლე თვალი,სადაც ზაფხულში მარწყვის ათასობით პატარა ბუჩქი იყო და ჩვენ  დავჯდებოდით და გაუთავებლად ვჭამდით.ხანდახან გრძელ ბალახებში ჩავწვებოდით და ერთმანეთს შეკითხვებს ვუსმევდით.ძალიან ბავშვურ კითხვებს,რომელზეც ეხლა მეცინება,მაგალითად ხანდახან რატი წამომაძახებდა რომელი უფრო გიყვარს მე თუ ანდრია?!ძალიან მრცხვენოდა და ყოველთვის ვწითლდებოდი ხოლმე როდესაც ასეთ სულელობებს მეკითხებოდა,არვიცი პასუხი რამდენად იცოდა,ალბათ არ იცოდა რადგან ჩემი პასუხი ძალიან აინტერესებდა,მე კი გულის სიღრმეში ვიცოდი რომ რატი უფრო მიყვარდა,იმიტომ არა რომ ის ჩემზე 1 წლით დიდი იყო და დანარჩენები ჩემზე პატარები,უბრალოდ მისი სიჩუმე და თან ხმაურიანობა მომწონდა.მისი თვალები ყოველთვის მიმზიდველად მეჩვენებოდა,მისი კულულა თმებიც და გრძელი თითებიც,მიუხედავად იმისა რომ ის თითებს ხშირად მალავდა,როდესაც შეამჩნევდა რომ მე მის თითებს მივშტერებოდი,ალბათ ეგონა ამას იმიტომ ვაკეთებდი,რომ მისი ჭუჭყიანი თითები მიკვირდა,სინამდვილეში ძალიან მომწონდა.სადაცაა იმ შესახვევში უნდა შევუხვიოთ სადაც წესით ისინი თამაშობდნენ,რომ დამინახავდნენ თითქოს სახეები უცოცხლდებოდათ,მეკი მათ ვეძებდი,ახლაც მათ ვეძებ მაგრამ ისინი არსად ჩანან.არ არიან.სულმოუთქმელად ველოდები მანქანის გაჩერებას,მანქანა ჭიშკართან ჩერდება და მე თავპირისმტვრევით გადმოვხტივარ მანქანიდან.დედამ რაღაცა უკნიდან მომაძახა,ალბათ ისევ საჭმელზე,მაგრამ მე მათკენ მიმეჩქარება,გული გამალებით მიცემს,ყველგან აქეთ-იქით ვიხედები და თვალებით ჩემთვის ნაცნობ მაგრამ თან უცნობ ადამიანებს ვეძებ.ნეტავ თუ მიცნობენ?!
რათქმაუნდა მიცნობენ,სიმაღლეში გავიზარდე და თმები გამეზარდა,სულ ესაა,დიდი არაფერი შემცვლია.
_________________________

სიყვარული როგორც ასეთიWhere stories live. Discover now