part-8

64 3 2
                                    

ბარგი როგორც შემეძლო სწრაფად ჩავალაგე და კიბეებზე ჩავირბინე დედას სანახავად.
-დედააა სად ხარ
-სამზარეულოში ვარ
-რაღაც უნდა გითხრა.მოკლედ რამოდენიმე კვირით მინდა მამიდასთან წასვლა
-ბათუმში?
-ხო და შენი აზრიც მაინტერესებდა.შეიძლება წავიდე?
-ანა უკვე 2 წლის ბავშვი აღარ ხარ.რათქმაუნდა შეიძლება თუ შენ გინდა
-კარგიი მაშინ დღეს საღამოს წავალ მატარებლით
-უკვე შეატყობინე ხო მამიდაშენს
*არ მინდოდა ჩემი უსაქციელობა წყენოდა,ბავშობიდანვე მანერებზე მიმითითებს,სულ იმას მიმეორებს რომ ადამიანს თავზე გაუფრთხილებლად არ უნდა დაადგე,მე კი სულ ერთი და იმავე შეცდომას ვუშვებ. ამიტომ მოვატყუე.
-ხო რათქმაუნდა
...............
*დაახლოებით 4 საათისთვის მატერებელში ვიჯექი და ჩემს დღევანდელობაზე ვფიქრობდი.დიდი ხანია ასე არ მიფიქრია.საერთოდ დიდად დაჯდომა და ბევრი ფიქრი ჩემი სტილი არ არის,ამიტომ ახლა როცა ასე ღიად ვფიქრობ ყველაფერზე,ჩემს ცხოვრებაზე,თავი ძალიან მარტოსულად ვიგრძენი.მე მეგობრები არ მყავს.ახლახან გავაცნობიერე ეს.ნუ მართალია ხშირად მიწუწუნია ამაზე,მაგრამ არასდროს არ მიმოქმედია ამისთვის.ხალხთან გამოლაპარაკება მძულს.ყველა ისეთი ცივი და გულქვა ჩანს,არავისთან დამეგობრების სურვილი აღარ მიჩნდება.მახსოვს უცნობ ადამიანებს როგორ ვუღიმოდი,იმ იმედით რომ საყვარელი გოგო ვეგონებოდი და დამიმეგობრდებოდნენ ან სულ მცირე ღიმილს უკან დამიბრუნებდნენ,მაგრამ რათქმუნდა ყველა ცხვირს მიბზუებდა.ხანდახან დავფიქრებულვარ,იქნებ მე ვარ ცუდი ადამიანი,იქნებ ამიტომ არ უნდათ ჩემთან მეგობრობა,იქნებ "ბანძი" ვარ,მაგრამ მერე როცა მათ საუბარს მოვისმენდი ეს აზრი თავიდან მიქრებოდა.ძალიან ამაზრზენი ხალხი დადის ამქვეყნად,სულ ვიძახდი,ასე მე არასდროს მოვექცეოდი მათ...
იცით,თითქოს გამიჩნდა კიდეც სურვილი რომ ვიღაცასთან ვიმეგობრო,გოგოსთან ოღონდ,ბიჭებთან მეგობრობა ისედაც არ მაკლია.ახლა გავიაზრე,რომ არასდროს მიცდია ლიზასთან მეგობრობა....მაგრამ იქნებ არც გამოსულიყო,ვინ იცის,ალბათ ჩემი ბედი არ იყო.
იქნებ ბათუმში მაინც შევხვდე ვინმეს,შეიძლება მხოლოდ თბილისში არ ვარგა საზოგადოება და ამ შემთხვევაში აუცილებლად აქ გადმოვალ საცხოვრებლად,აი მე თქვენ გპირდებით.
____________________________
აი მეც მოვედი.როგორც კი მატარებლიდან გადმოვედი ვიგრძენი ის ნესტის სუნი,მთელი ჰაერი რომ ჰქონდა შთანთქმული.აი,თურმე რა მჭირდებოდა.ზღვის ჰაერი.
.............
ლიფტში შევედი,მაგრამ ვერა და ვერ გავანძრიე ეს ლიფტი,რომ წასულიყო
-დაგეხმარო?
*სიბნელეში ძლივს ვარჩევდი ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის ლანდს.
-არა იყოს,მეთვითონ
*ცოტა შემეშინდა,ეს ბიჭი არადა არ მიდიოდა და ცოცხალი თავით არ მაშორებდა გამჭოლ მზერას.
-კარგი ჯანდაბას,ფეხით წავალ
*ლიფტიდან გამოვედი და მხოლოდ ახლა მოვკარი მის სათვალეებს თვალი და როგორც კი გამომხედა იმ წამსვე მოვაშორე თვალი და ჩემი ბარგი ბარხანით კიბეებზე დავიწყე ასვლა.მოკლე შორტი და ტოპი მეცვა,ამიტომ ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი,ამ მანიაკის გადამკიდე.ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა უკან და გული ლამისაა საგულედან ამომივარდა.ნუთუ ესაა ჩემი დასასრული?!ტემპს ვუმატე,მაგრამ უკნიდან მისი ხმა შემომესმა
-მოდი დაგეხმარები,თორე ძალიან ბევრი რაღაცა გიჭირავს
-მადლობა არ იყო საჭირო
*გამომართვა და მეც ავხედე.
მაღალი,ქერა,მწვანეთვალება ბიჭი იყო,ბრიჯებში და ოდნავ შეხსნილი ფერადი საროჩკა ეცვა.ცუდი ბიჭი არ იყო,ნამდვილად არ გავდა მანიაკს.
-იყო იყო.რომელ სართულზე ადიხარ?
-მეთექვსმეტე...
*ისე ამომხედა შეშინებულმა თავი დამნაშავედ ვიგრძენი
-მეთექვსმეტე სართულზე გინდოდა ამდენი ბარგის მარტო ატანა?არ ყოფილა ჩემი დახმარება საჭირო თურმე
-შენ რა გქვია?
*მოდი ეს ჩემი სასირცხვილო სიტუაცია არ შეიმჩნიო ანა
-ილია.და შენ?
-მე ანა.სასიამოვნოა
-ჩემთვისაც.ლამაზი სახ...
-ლამაზი სახ...
*ორივემ წამოვიძახეთ ერთად და ლოყებშეფაკლულმა გავაგრძელე გზა.
__________
ძლივს მოვაღწიეთ კარამდე,მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით.
-ეს არის?
-კი ეს არის
-კარგი მაშინ აქ დავტოვებ ამას და წავალ....შეიტან ხო შენით
-კიკი დიდი მადლობა დახმარებისთვის.გაგაწვალე ამ შუაღამეს
-არა რა გამაწვალე რა პრობლემაა.კარგი..აბა შეხვედრამდე
-შენც აქ ცხოვრობ?
-კი ამ სადარბაზოში ოღონდ მეოთხე სართულზე.
-აა გასაგებია.
-კარგად.ძილინებისა
-ნახვამდის შენც ასევე
*სახლში ხმაურიანად შევედი რადგან მამიდა გაფრთხილებული მყავდა რომ მოვდიოდი (დედას დამსახურებით). როგორც კი შევედი მამიდა დიდი სიხარულით შემხვდა,გადამკოცნა და რათქმაუნდა იმ წამსვე საჭმელად დამსვა.ყველაზე მეტად აქ,ამ სახლის აურა მომწონდა.თითქოს ყველა პრობლემას გავიწყებდა ეს უზარმაზარი და ამავდროულად თბილი სახლი.
როგორც კი სადილობა დავასრულე,უზარმაზარ ოთახში შევედი სადაც ამჟამად მე უნდა დამეძინა.აივნის კარები გამოვაღე,გრილი ჰაერი შევისუნთქე და ტანსაცმლიანა დავეგდე საწოლზე.ცოტა ხანში ზღვის ტალღების ფონზე ჩამეძინა.
_____________
❤❤❤
ცოტა დაგვიანებულად დავწერე ეს თავი რაღაც მიზეზების გამო და ბოდიშს გიხდით ამდენი რომ გალოდინეთ.ძალიან დიდი მადლობა ყველასს ვინც კითხულობთ და თუ ეს თავიც მოგეწონათ კომენტარებში დამიწერეთ მოკლედ💛💛

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 10, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული როგორც ასეთიWhere stories live. Discover now