part-6

56 5 21
                                    

ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს სახე გამეყინა.შევშრი.ამას არ მოველოდი.თითქოს ვიცოდი რატი ყოველთვის ჩემი იქნებოდა,მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებული აღარ ვარ.იმდენად გაცეცხლებული ვიყავი და ნაწყენი,სულ დამავიწყდა ის, რომ რატის მისი კოცნის სრული უფლება ქონდა.ჩვენ ხომ ერთად არც არასდროს ვყოფილვართ.
მაგრამ გულის სიღრმეში მეგონა რომ მან ყველაფერი იცოდა,იცოდა როგორ მიყვარდა.ვუყურებდი როგორ მოწყდა ლიზას ტუჩები რატის ბაგეებს.ერთმანეთს მიშტერებოდნენ.აღარ მინდოდა მათი ყურება თუ როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს და წამოვედი.ისე რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს.ან რა უნდა მეთქვა.
ხელში ჩემი შეფუთული წერილი მიჭირავს.ნერვები ძალიან მომეშალა იმ ფაქტზე, რომ ამ წერილის გადაცემა ვერ მოვახერხე.ვერ მოვასწარი გადაცემა იქამდე, სანამ ამ სცენას შევესწრებოდი.ამ წერილის დაგლეჯვა მინდოდა და დავაპირე კიდეც, მაგრამ გადავიფიქრე.მხოლოდ იმიტომ რომ წერილი შემეცოდა დასახევად.
____________________________
სახლში ტირილით შევვარდი.მთელი გზა ამ ტირილს ვიკავებდი.მეშინოდა ვინმეს არ დავენახე,აქ ყველას ვიცნობ და აუცილებლად გამომკითხავდნენ თუ რა მოხდა,მე კი დარწმუნებული ვარ ამას რომ მეტყოდნენ უფრო მოვუმატებდი ტირილს და დიდი უხერხული სიტუაცია შეიქმნებოდა.
  საწოლზე რბილად გადავწექი და თან ჩემს წერილს ისევ და ისევ ვკითხულობდი.ცრემლების ზღვა არადა არ ჩერდებოდა.
უცებ ჩემ ტელეფონზე ზარი აწკრიალდა.ვიღაც მირეკავდა.არ მინდოდა მეპასუხა ვინც არ უნდა ყოფილიყო,ამიტომ ყურადღება არ მივაქციე.
მაგრამ ზარი არ წყდებოდა ამიტომ თავი შევიწუხე და დავხედე ვინ იყო.რატი მირეკავდა.აი ამასთან ლაპარაკი კი ყველაზე მეტად არ მინდოდა.სახელ რატიზე საშინელი სიბრაზე მომაწვა და ბოლო ხმაზე ჩავყვირე ტელეფონს და გავუთიშე.
ხმაც გამოვურთე რომ არ შევეწუხებინე.
ცოტა ხნის შემდეგ,ამდენი ფიქრის,ტირილის შემდეგ ჩამეძინა.
____________________
გავიღვიძე,ტირილისგან თვალები მეწვოდა.ტელეფონი შევამოწმე,რატისგან 30 გამოტოვებული ზარი დამხვდა,არ გადავურეკე რადგან მერე ნახვას მომთხოვს და არ მინდა მისი ნახვა,ვიცი რომ ეს ყველაფერი უნდა ავუხსნა,თუ რატომ გავუჩინარდი ამდენი ხანი, საბოლოოდ მაინც ვერ ვეტყვი რომ ასე მათი კოცნის გამო ვარ,მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. 5 წუთი დამჭირდა გამოსაცვლელად,კიბეები ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი,სადაც დედა რაღაცას ამზადებდა.
-ანააა ძლივს გაიღვიძე
-2 საათი მეძინა სულ
-ხო მაგრამ შენი მეგობარი რატი იყო მოსული
-და რა უნდოდა
-ანას უნდა ველაპარაკო სასწრაფოდო
ვუთხარი რომ გეძინა.1 საათზე მეტი გიცადა ეზოში,გიძახა და ქვებიც ესროლა შენ ფანჯარას მაგრამ მერე მე გავძახე ნუ ისვრი თქო და მერე ვიღაცამ დაურეკა და წავიდა.
-კარგი დავურეკავ მეთვითონ
*ასე რამ გააგიჟა,ჩემ გარეშე ვერ ძლებს თუ რა.ასე გუშინდელი კამათის გამო მოიქცა?თუ რა უნდა,ახლა უფრო დავისტრესე და დავინტერესდი იქნებ რა მოხდა,იქნებ რამე მოუვიდა.
1 საათი ვყოყმანობდი და ვცდილობდი გამერკვია რაიმე იქნებოდა თუ არა მნიშვნელოვანი.ბოლოს მაინც გადავწყვიტე რომ მენახა,ჩვეულებრივ არ იქცევა ხოლმე ასე თუ მართლა რაიმე მნიშვნელოვანი არ ხდება.
________________________

რატის ჩასახვევთან ჩავუხვიე,ლამის იყო მოვრბოდი,უფროსწორად ასეც იყო. რაღაც ცუდს მიგრძნობდა გული და ვნანობდი ამდენი ხანი რომ არ წამოვედი.
როგორც კი შევუხვიე ბავშვები დავინახე.ყველა რატის გარდა.
-ღმერთოოო ანაააა
-ძლივს გამოანათა მზეთუნახავმა
-ამდენი ხანი სად ხარ
შენ რა იტირე?
*ყველამ ერთხმად დაიყვირა
-რა იყოთ რა ხდებაა
*დაბნეულმა ყველას სათითაოდ გადავხედე
-რატი წავიდა
*ანდრიამ გაოცებულმა გამომხედა
-რა?როდის?რატომ?როგორ თუ წავიდა
*სირბილისგან გულამოვარდნილმა ვთქვი
- დიდხანს ეცადა შენთან დაკავშირებას მაგრამ ვერადა ვერ მოგაწვდინა ხმა
*დაიწყო ნიკამ ნაწყენმა
-ხომ იცოდი ამ კვირას რომ უნდა წასულიყო?!ხოდა უცებ გადაწყდა რომ დღეს უნდა წასულიყო თბილისში მამიდამისთან და იქიდან წავლენ იტალიაში
-მე მერე?მე ვერ დავემშვიდობე
*ცრემლებს ვიკავებდი თვალებში
-შენთან ამოვიდა მაგრამ მერე მამამისმა დაურეკა გვეჩქარებაო და სადღაც ნახევარ საათში წავიდნენ
*არ ვიცოდი რა მეთქვა მეც მათსავით ნაწყენი და გაბრაზებული ვიდექი
ჩემ თავზეც ვბრაზობდი და მასზეც.

სიყვარული როგორც ასეთიWhere stories live. Discover now