- იუნმი პატარავ - ყურში ჩამესმის ტკბილი ხმა - გაიღვიძეე - მგონია სიზმარია ამიტომ ვიღიმი და ძილს ვაგრძელებ - პატარავ ადექი
- თეჰი ცოტახანიც რა
- არა
- ოო....- როცა გავიაზრე ეს სიზმარი არ იყო თავი სწრაფად წამოვყავი და თეჰიონი დავინახე - ჯანდაბა - საბანი თავზე გადაბუფარე და წვრილი ხმით ვუთხარი - აქ რა გინდა? კაი რა სერიოზულად?
- პატარავ - საბანი გადამაძრო და ჩემთან ახლოს მოვიდა - ყოველ დილას ხომ ვერ დამემალები
- რატომ უნდა დაგემალო ყოველ დილას ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ
- ხო მაგრამ მაინც - თქვა და ცხვირზე მაკოცა - ადექი სადღაც უნდა წაგიყვანო
- სად?
- სადღაც
- მაინც
- ჩაიცმევ ახლა თუ ჩაგაცვა?
- არც გაბედო - თითი დავუქნიე და ფეხზე ავდექი ტანსაცმელები ავიღე და აბაზანის კარი გავაღე
- აქ გამოიცვალე შენი სხეული უკვე ნანახი მაქვს პატარა ქალბატონო
- თეჰიონ!!! - ვუთხარი ღრინვით და აბაზანის კარები ჩავკეტე რადგან ვიცოდი გაღებას ეცდებოდა და ესეც მოხდა წამებში სახელური ჩამოიწია
- იუნმი!! სერიოზულად???
- დაეგდე მანდ და დამელოდე! - გავიგონე რაღაცეებს როგორ ბუტბუტებდა მეც ჩამეცინა და ჩემს საქმეს შევუდექი მალევე მოვემზადე და ოთახში დავბრუნდი.მე და თეჰიონი მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუდექით. მთელი გზა ვეკითხებოდი თუ სად მივდიოდით მაგრამ პასუხის არ მცემდა. მალევე ჩამეძინა და ტკბილ სიზმრებში გადავეშვი.
როცა გამეღვიძა უკვე თითქმის მზე ჩადიოდა.
- მოვედით პატარავ
- აუ ძლივს - ღიმილით გადმოვხტი მანქანიდან და თეჰიონს შევხედე - აქ რა გვინდა? - ძალიან საყვარელი მყუდრო სახლი იყო.
- შევიდეთ - თეჰიონს არაფერი უთქვამს ისე შემიყვანა სახლში და სახლის უკანა მხარეს გამიყვანა. იქ კი უსაყვარლესი სანახაობა დამხვდა. პატარა კოცონი.
გამიკვირდა და უფრო ახლოს მივედი.
- ძალიან ლამაზია ყველაფერი
- თუმცა აქ მხოლოდ ჩვენ არ ვართ - მითხრა და უკნიდან მომეხვია რამდენიმე წუთში კი ყველა ჩვენი მეგობარი მოვიდა მათ შორის იყო ჩემთვის უცნობი ბიჭიც - ეს ჰოსოკია გაიცანი ჩვენი დიდი ხნის მეგობარი
- სასიამოვნოა
- სხვათაშორის ჰოსოკი ძალიან მხიარული პიროვნებაა ბევრი მაცინა - თქვა აელინმა და ჰოსოკს ჩამოეკიდა
- ახლავე მოშორდი ჩემ გოგოს 6ორე გცემ ჰოსოკა - გვერდით დაუდგა შუგა ჰოსოკს
- სხვათაშორის თვითონ მოვიდა ჩემთან ეჭვიანო მამალო შენ - ეს რომ თქვა ყველამ სიცილი დავიწყეთ - წამოდი აელინ - ხელი მოკიდა და კოცონის წინ დასხდნენ
- ჰეი!! სიცოცხლე მოგბეზრდა??? - იყვირა შუგამ და მათ აეკიდა ამაზე კი ყველამ სიცილი დავიწყეთ. შემდეგ დავინახე ჯიმინი რომელიც უბრალოდ იდგა და იღიმებოდა მე კი გაკვირვებულმა შევხედე
- გამარჯობა - თქვა და უბრალოდ გაგვიღიმა თეჰიონმაც ღიმილით შეხედა არიცის?
- იუნმი ჯიმინი ჩემი დიდი ხნის მეგობარია - სიცილით თქვა თეჰიონმა - შენი ყურადღების მიქცევა მას დავავალე - გაიცინა და ჯიმინს გადაეხვია მე კი ამ ორ დებილს გაკვირვებული ვუყურებდი. მაგრამ რატომ მაკოცა ჯიმინმა? არამგონია ისე იყოს როგორც თეჰიონს გონია
- ა..ჰჰა....- ვთქვი და ძალაუნებურად გავუღიმე ორივეს. მალევე ყველა კოცონის წინ ვისხედით და ათას უაზრობებზე ვლაპარკობდით როცა ბიჭებს ლუდი მოუნდათ თეჰიონმა კი თქვა რომ მაცივარში იყო. მაგრამ ყველას ეზარებოდა წასვლა
- მე და იუნმი წავალთ ხო? - თქვა აელინმა და ფეხზე წამოდგა. სახეზე ეტყობა რომ რაღაც აინტერესებს ამიტომ მეც ფეხზე ავდექი
- ხო ჩვენ წავალთ და თან რამეს მოვიტანთ კიდე - ვთქვი ღიმილით და მას გავყევი. სამზარეულოში შევედით და მაცივრიდან სხვადასხვა წვენები და ლუდები გამოვიღე შემდეგ კი ჩიფსები და ტკბილეულობები წამში ჩავყარე თან აელინს ვუყურებდი რომელიც გულდასმით მაკვირდებოდა
- თქვი რა გინდა - ვუთხარი და გავიცინე
- იუნმი რაგჭირს?
- რას გულისხმობ?
- შეიძლება ისინი ვერ ხვდებიან მაგრამ გეტყობა რომ რაღაც გაწუხებს ეს თეჰიონს და ჯიმინს ეხება?
- კი....გუშინ ჯიმინმა მაკოცა
- რააა?? - ბოლო ხმაზე იყვირა ამიტომ სწრაფად მივირბინე და ტუჩებზე ხელი მივადე
- რა გაყვირებს არ მინდა ვინმემ გაიგოს....
- კარგი...
- დღეს კი თეჰიონმა თქვა რომ მან დაავალა ჩემი მიხედვა
- და ამ იდიოტ ჯიმინს შეუყვარდი ხომ ასეამ?
- ხო.....თეჰიონმა რომ გაიგოს?
- ვერ გაიგებს - თქვა და გამიღიმა
DU LIEST GERADE
{ Morgue } (დასრულებული)
Sonstiges- და რომ გითხრა შემიყვარდითქო? - დიდი სისულელე მე და შენ სხვადასხვა ფენისგან ვართ. დარწმუნებული ვარ ჩემნაირს არასდროს შეიყვარებ კიმ თეჰიონ - ვთქვი მშვიდად მას კი ეტყობოდა რომ მოთმინებას კარგავდა ყველა ძარღვი დაეჭიმა და ისიც შევნიშნე როგორ შეკრა მუჭი...