21

688 87 35
                                    

მინჯუს POV
- კიმ თეჰიონიი!! კიმ თეჰიონი!! ოღონდ ეს არა!! ის არა რასაც მე ვფიქრობ ამას ვერ დავუშვებ აუცილებლად აუცილებლად უნდა წამოვიდეს იუნმი სამსახურიდან! - ჩემთვის ვლაპარაკობდი როცა იუნმის ხმა გავიგე
- რატომ უნდა წამოვიდე სამსახურიდან?
- ჩემო ლამაზო - მასთან მივედი  და ჩავეხუტე - როგორ ხარ პატარავ?? არ ინერვიულო კარგი ძვირფასო?
- არ ვნერვიულობ სულ ერთია
- მაგრამ
- სამსახურიდან რატომ უნდა წამოვიდე? რა საჭიროა?
- მე უბრალოდ....
- არ ვაპირებ იმ ნაბიჭვარს შევუშინდე დედა! - თქვა და ოთახში ავიდა აელინიც მასთან მიდიოდა როცა შევაჩერე
- ცუდადაა ხომ ასეა? გთხოვ მიხედე
- ყველაფერი კარგადაა - მითხრა წყნარად და მეორე სართულზე ავიდა ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებენ თითქოს მე უფრო ვნერვიულობ ვიდრე ისინი!

იუნმის POV
ოთახში ავედი და ტელეფონი ამოვიღე.
*გისმენ? იუნმი მართლა შენ ხარ? არ მჯერა რომ მირეკავ
*კარგი გეყოფა - ვთქვი მობეზრებულად და აელინს შევხედე რომელიც გაკვირვებული მიყურებდა - ვუკ ჩემი ნახვა ხომ გინდოდა? შემიძლია შეგხვდე
*სერიოზულად?
*კი დღეს სამსახურში გამომიარე კარგი?
*კარგი პატარა
*მისამართს მოგწერ კარგად - ვთქვი და წამებში გავთიშე აელინს შევხედე რომელიც გაცოფებული მიყურებდა მე კი ლოგინზე დავეხეთქე და თვალები მოვხუჭე
- სულ გააფრინე? როგორ შეგიძლია მაგ ფსიქოპატს შეხვდე?? რამე რომ დაგიშავოს??
- არაფერს დამიშავებს! წარსული წარსულია!
- ის ფსიქოპატია!!
- ვფიქრობ შეიცვალა თანაც ძალიან
- ვუკის ნაირი ადამიანები არ იცვლებიან იუნმი არა!! ის ისევ გატკენს როგორც ადრე!! ისევ გესმის?
- გეყოფა აელინ! ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი!
- კარგი! კარგი მაგრამ როცა იგივე განმეორდება რაც წლების წინ ჩემთან არ მოხვიდე! - თქვა და ოთახის კარები ხმაურიანად გააბრახუნა.
,,მომბეზრდა!!! ყველაფერი მომბეზრდა!! ყველაფერი შენი ბრალია კიმ თეჰიონ!!!" - ვიყვირე და ბალიში თავზე დავიხეთქე.

ავტორის POV
აელინი გაბრაზებული ჩავიდა ქვემოთ ეს რომ მინჯუმ დაინახა მაშინვე მასთან მივარდა.
- აელინ? ძვირფასო კარგად ხარ?
- დეიდა მე მივდივარ
- რატომ?
- სულ დაკარგა ჭკუა!! შურის საძიებლად მზადაა საკუთარ თავსაც კი ავნოს!! იმ ნაბიჭვარის გამო! სრულ ჭკუაზე აღარაა
- შვილო
- ჯობია გავერიდო ცოტახნით - თქვა გოგომ და მინჯუს გადაეხვია - ნახვამდის დეიდა.

{ Morgue }    (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant