თავი 1.

19 0 1
                                    

როგორც ყოველთვის დღესაც სუფთა ჰაერზე გადავწყვიტე გარეთ გასვლა. თითქმის დაღამებულიყო,ისევ ისე ,ჩვეულებისამებრ გადავწყვიტე ჩემთვის ნაცნობ ადგილას ,მდინარის პირას გამეტარებინა ჩემი თავისუფალი დრო თუ ასე ვუწოდებთ.დაახლოებით ერთი საათი დავყავი მდინარის ყურებაში ,სულ მას ვუყურებდი ერთი წამითაც კი არ მომშორებია თვალი,გამუდმებით ერთი და იგივე სურათს ჩავჟინებოდი ცქერით.ბოღმა და ზიზღი ამ ადგილის მიმართ მაიძულებს ასე მოვიქცე ,რასაც ყოველდღე ვაკეთებ,მოვდივარ და ვუცქერ ამ საშინელ წყლით სავსე გროვას,რომელსაც მდინარეს უწოდებენ. გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე ,რომ საკმარისია აქ ყოფნა და ჩემთვის ყველაზე გულდამამძიმებელ ადგილზე წასასვლელად მოვემზადე.ამ დროს კი ტელეფონმა რამდენჯერმე დაიწკარუნა.ტელეფონი მარჯვენა ჯიბიდან დინჯად და აუღელვებლად ამოვაცურე .სმართფონის ეკრანზე, ნომერს, რომელიც რეკავდა დედა ეწერა.ტელეფონს მარჯვნივნიდან მარცხივ გადავუსვი ხელიდა მობილური ყურთან მივიტანე ,რათა დედას ზარისთვის მეპასუხა:

_ ხო დე,ვუთხარი მშვიდი ხმით?

-ლუკა სად ხარ შვილო ამდენ ხანს,უკვე ძალიან გვიანია?!,მის ხმაში ოდნავ იგრძნობოდა აღელვება და ვამჩნევდი მის ოდნავმომატებულ ხშირ სუნთქვას.

_დედა ხომ იცი რომ ტყუილუბრალოდ ნერვიულობ,როგორც ყოველთვის დღესაც "ჩემს ადგილზე" ვარ და საღამოს სიგრილით ვიმშვიდებ თავს.. ამის თქმისას თითქოს სახელზე ღიმილმა გადამირბინა,მაგრამ ეს უფრო ალბათ სიმწრის სიცილი უფრო იყო ,ვიდრე ჩვეულებრივი.

_ლუკა ვნერვიოლობ დე,შენც ხომ იცი გარეთ ათასი უბედურებები ხდება და მეშინია რამე არ დაგემართოს!!!

უბედურობის გაგონების თანავე თავი ცუდად ვიგრძენი ,რადგან ყველაფერი რაც წლების წინ მოხდა თვალწინ გამიცოცხლდა,თითქოს ფილმის საყურებლად კინოთეატრში ვიმყოფებოდი.უსიამოვნოდ ვიგრძენი თავი,ვიგრძენი როგორი სისწრაფით მოიმატა თავში სისხლის რაოდენობამ,ცოტაც და წნევისგან ჩემი გოგრა იქვე მდინარეში გაგორდებიდა .რაღაც მომენტში მუნდოდა კიდეც ასე მომხდარიყო, მაგრამ შემდეგ ჩემს თავდან დადებული პირობა გამახსენდა ,რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა,ამიტომ რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე,ამან კი ცოტა მიშველა და ისევ შევეცადე დედას გავსაუბრებოდი,

კოშმარიWhere stories live. Discover now