რამდენიმე წუთის განმავლობაში აზრზე მოსვლა ძალიან გამიჭირდა,ასეთი გოგონას გამოჩენას მითუმეტეს ამ დროს ნამდვილად არ ველოდი.ამ დროს რომ ვამბობ ვგულისხმობ ზოგადად შექმნილ ვითარებას,იმ ვითარებას ,რომელიც თითოეულ ადამიანზე ახდენს უდიდეს ზეგავლენას,ზოგ ადამიანზე მცირეს, ზოგიერთს კი საშინლად დასცინის ბედი და სასიკვდილო დარტყმებს აყენებს მათ. ისეთს ,რის შემდეგაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანმა ცხოვრების გაგრძელება შეძლოს,უბრალოდ შეძლოს და არ ვამბობ,რომ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს, ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში არსებობა.ეს საშინელება ,რაზეც ახლა ვსაუბრობ არის ომი.იმ დროს ,ომის პერიოდი ყველასათვის სასოწარკვეთილობის ტალკვეცად იქცა და ვფიქრობ რომ განსაკუთრებით ჩემთვის.მართალია თითოეულმა მოქალაქემ თავისებურად განიცადა ტკივილი,მაგრამ ვფიქრობ და ხანდახან მგონია კიდეც რომ ჩემი ცხოვრების განადგურების მიზნით ხდება ეს ყოველივე, რადგან ამ დროის განმავლობაში ბევრი რამის გადატანა მომიწია საკუთარ თავზე.ვიცი რომ ომი ყველას ტანჯავს და მეტ წილად აუბედურებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი უფრო რთულადაა,ჯერ მამა,რომლის დაკარგვას ახლაც კი ვერ ვეგუები,შემდეგ და -ძმა,რომელმაც საბოლოოდ გამანადგურა,ახლა კი დედა მეცლება ხელიდან,აღარ ვიცი ადამიანს ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაემართოს, უბრალოდ შეუძლებელია ამდენი რამის ერთიანად გადატანა.ახლა კი რა ღონეს მივმართო ჩემთვის სრულიად უცნობი და ამოუხსნელია.იმდენად დაუოკებელია ჩემი სურვილი,რომელიც გულისხმობს დროის უკან დაბრუნებას,იმ დროის ,როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიყავით და ყველა ბედნიერად ვგრძნობდით თავს ,რომ მზად ვარ ჩემი სიცოცხლეც კი სიხარულით გავწირო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყოვლად შეუძლებელია.ახლა მხოლოდ იმის გაკეთება შემიძლია,რომ დედას რაც შეიძლება მეტი დრო შევუნარჩუნო ჩემს გვერდით. მართლა ვეღარ გადავიტან მის წასვლას,ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება და საბოლოოდ ჩემს ცხოვრებას აზრი სამუდამოდ დაეკარგება,მიზეზს დავკარგავ ცხოვრების გაგრძელების.
ძალიან მიჭირს, დღითიდღე უარესდობა ჩემი გამძლეობა და გონებრივი შესაძლებლობები,რადგან სულ მათზე მეფიქრება,ეს ფიქრი კი შინაგანად მანადგურებს და ბოლოს მიღებს.
ჯერ კიდევ მამას ვგლოვობდი,როდესაც ბედმა საცინრად ამიგდო და სასიკვდილო გასროლა გულში და ჩემი და-ძმა სამუდამოდ წამართვა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ მოვკვდი,თითქოს გადავიტანე მაგრამ ვაი ამ გადატანას,ახლაც მტკივა,თან ძალიან მტკივა და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ეს ჭრილობა არ შემიხორცდება.
მაშინ როდესაც მამას გარდაცვალების დეპეშა მოვიდა არ ვიყავი იმ ასაკის ჯერ,როდესაც შეიძლებოდა ჩემი თავი ომის ქარცეცხლში გამოეყენებინათ.ის დღე ჩემთვის კატასტროფა იყო,ახლაც მახსოვს დედას გამაყრუებელი კივილი ,რომელიც ოთახიდან ისმოდა,მაშინ ეზოში პატარებთანბერთად დრო გამყავდა.დედას კივილზე მთელი სამეზობლო ფეხზე დადგა და მის გვერდით აღმოჩნდა.საშინელი წივილ კივილის შემდეგ,რომელიც მეგონა რომ აღარასდროს დამთავრდებოდა უეცრად შეწყდა,მე მაშინათვე მივხვდი ყველაფრის არსს,თუ რაშიც შეიძლება ყოფილიყო საქმის ვითარება,ჩემს თავს გაუჩერებლად ვუმეორებდი,რომ შეუძლებელი იქნებოდა ასე მომხდარიყო,შეუძლებელი იყო რონ მამა ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდებდა,შეუძლებლად მიმაჩნდა ეს ყოველივე,რადგან მას შემდეგ რაც მამა ომში გაიწვიეს,იმ დღიდან მოყოლებული სულ დავდიოდი ტაძარში და მის სახლში უვნებლად დაბრუნებას ვთხოვდი ღმერთს, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.როდესაც გავაანალიზე ყველაფერი ვერც კი ვიტირე, იმდენად იმოქმედა ჩემზე ამ ამბავმა რომ ხმა წამერთვა,ფეხები მომეკეცა და ეზოში მდგარი თუთის ხეს მივეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი.ძალიან დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მამა აუცილებლად დაბრუნდებოდა , რადგან ის , როდესაც მიდიოდა ცოტახნით ადრე დამიძახა,ეზოში კაკლის ხის ქვეშ სკამზე მოკალათებულიყო და მეც მასთან ერთად ჩამოჯდომა მთხოვა,მეც რა თქმა უნდა დავეთანხმე, რადგან მინდოდა ის ბოლო წუთები რაც მქონდა დარჩენილი მამის წასვლამდე ,მის გვერდით გამეტარებინა.არაფერი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის,მხოლოდ მის კალთაში ვიჯექი,თავი მის მკერდზე მქონდა მიდებული და მისი გულის ცემას ვუსმენდი,რომელიც გაუთავებლად ცემდა,ხან გახშირებულად ,ხანაც ოდნავ შენელდებოდა,ხან კი თითქოს უჩერდებოდა და საერთოდ წყვეტდა გული ფეთქვას,. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს ლოყაზე სისველე ვიგრძენი,ეს მამას ცრემლი იყო,ისეთი ცხელი იყო ლოყა კი არ დამწვა,არამედ გული ამომიფუფქა.ოდნავ შევიშმიშნე და მამის თვალებს დავუწყე ყურება ,ერთიანად ამღვრეულ თვალებში უდუდესი სევდა დავინახე.ისიც მიყურებდა,თითქოს ცდილობდა თითოეული სახის ნაკვთის დამახსოვრებას.მან მხოლოდ ეს წინადადება მითხრა: შვილო,ჩემზე ნუ გაბრაზდები ,რომ მივდივარ.ასეა საჭირო,ყველაფერს მიხვდები როცა გაიზრდები.ჩემს ადგილზე შენც იგივეს გააკეთებსი".მისთვის არაფერი მითქვამს,მხოლოდ ისევ და ისევ განვაგრძობდი თვალებში ყურებას.როდესაც უუკვე წასვლის დრო დადგა მან წამოდგომა სცადა , მაგრამ შევაჩერე და სევდანარევი ხმით ვუთხარი: "",პირობა მომეცი , რომ აუცილებლად დაბრუნდები",თან ისე ვეუბნებოდი ამ ყველაფერს რომ ერთი წამითაც კი არ მომიშორებია მისი თვალისთვის მზერა.ის მიყურებდა და ვხედავდი როგორ ევსებოდა ცრემლით თვალები,თავი ოდნავ დახარა და შემდეგ მთელი სერიოზულობით მიპასუხა:" გპირდები შვილო"".დედას თურმე წუხილისგან გონება დაუკარგავს და მეზობლებს საწოლზე დაუწვენიათ. მე მასთან მისვლა ვერ შევძელი,არ მეჯერა ის ყველაფერი რაც მოხდა და განსაკუთრებულად არ მინდოდა დედას ამ მდგომარეობაში ნახვა .ჩემი და ძმა ზედმეტად პატარები აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაეთავისათ ამიტომ გაკვირვებული სახეებით იყურებოდნენ ჩვენი სახლისკენ,საიდანაც დედას არაამქვეყნიური ყვირილი გამოდიოდა,რა თქმა უნდა მათაც შეეშინდათ , მაგრამ მაინც ვერ გაერკვნენ საქმის ვითარებაში,მათთვის ზედმეტად რთული იყო ამ ამბის გაგება, მაგრამ ასე უფრო უკეთესი იყო....