თავი 3

6 0 0
                                    

მას შემდეგ რაც გურამი დავკარგეთ,ასე ერქვა მამას,სრულიად შევიცვალე.ძალიან მიჭირდა იმ ტკივილთან გამკლავება,რომელიც სულს მიჯიჯგნიდა.არ ვიცოდი როგორ გავმკლავებოდი ამ გაუსაძლივ ტკივილს.რაც უფრო მეტი დრო გადიოდა სულ უფრო და უფრო მენატრებოდა მამა.

მისი დაკრძალვა საშინლად განვიცადე,ის დღე ჩემთვის ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო.დედასაც ძალიან გაუჭირდა, იმდენად იმოქმედა მასზე  ამ დღემ რამდენჯერმე ცუდად გახდა და კინაღამ ისიც წამერთვა ხელიდან.მე არავისთან არ მსურდა არაფერზე საუბარი,არც ჭამის მადა მქონდა.მანამდე სიგარეტს არ ვეწეოდი .ამ ამბის გაგების შემდეგ დავიწყე მოწევა.დაკრძალვის დღესაც მხოლოდ სიგარეტს ვეწეოდი და ვფიქრობდი ყოველ იმ წამზე ,როდესაც მამა ჩემს გვერდით იყო,ვცდილობდი გამეხსენებინა შეძლებისდაგვარად ყოველი ის მომენტი,რომელიც მამასთან მაკავშირებდა ,ყოველი იმ მონაკვეთის აღდგენას ვცდილობდი როცა მამასთან ერთად ბედნიერაად ვგრძნობდი თავს,კი მართალია რაღაც მომენტში ბედნიერებას ვგრძნობდი ამ ამბების  გახსენების დროს, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ სევდა მომაწვებოდა და მაშინვე ცრემლი მადგებიდა თვალზე.

დიდი ვაივაგლახით დასრულდა დაკრძალვის პროცედურა.მომეჩვენა რომ ეს დღე აღარასდროს დასრულდებოდა.ისეთ მდგომარეობაში ვიყავი,მხოლოდ მარტო მსურდა ჩემს თავთან ყოფნა.მართალია ბევრს გაუჩნდება კითხვა,რომ ამ დროს დედას გვერდით  რატომ არ ვიყავი, მაგრამ დამიჯერეთ დედასაც იგივე სურდა რაც მე.

გურამის დაკრძალვიდან , რამდენიმე დღეში ცნობა მოვიდა ომის თითქოსდა დასრულების შესახებ.ეს სიმართლე აღმოჩნდა.ორმხრივი შეთანხმების წყალობით მეომრებს შეეძლეთ სახლში ოჯახებთან დაბრუნება.

ცოტახნის შემდეგ ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა ომი.მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხალხიც ეტაპობრივად ბრუნდებოდნენ  უკან. ვხედავდი ხალხის იმედით აღსავსე თვალებს , რომლებიც შვილის ,მეუღლის ან თუნდაც მეგობრის მოლოდინში,როგორ იყურებოდნენ შორი გზისკენ.ზოგიერთის მოლოდინი გამართლდა და გულში იხუტებდნენ ოჯახის წევრები უკან საღსალამათად დაბრუნებულ ჯარისკაცებს,ზოგიერთი მართალია არ იყვნენ ისეთები როგორებიც თავდაპირველად წავიდნენ, მაგრამ მთავარი იყო რომ ცოცხლობდნენ და ოჯახებში დაბრუნდნენ(ვგულისხმობ ზიგს ხელი არ ქონდა,ზოგს ფეხი და ზოგს კიდევ სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებიდათ,ზოგიერთს ფსიკიკური პრობლემები აღენიშნებოდა).რაც შეეხება იმ კატეგორიას რომლის ოჯახის წევრები ვერ დაბრუნდნენ დიდი ტკივილის გაძლება მოუწიათ მათ ახლობლებს და ნათესავებს.მე მათი ალბათ ყველაზე კარგად მესმოდა.მესმოდა მათი ტკივილის ,რომელიც ცხოვრების ბოლომდე თან უნდა გვეტარებინა, ისე როგორც მთვარე  დაჰყვება მუდმივად დედამიწას .იმ დედამიწას , რომელიც ყოველ წამს და წუთს ადამიანებს სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ტკივილს აყენებს.ალბათ იმიტომ რომ ჩვენ, ადამიანებიც არანაკლებ ზიანს და ტკივილს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას.

კოშმარიWhere stories live. Discover now