3

146 16 0
                                    


სისხლიანი დაპირისპირებიც შემდეგ ირაკლი ძლივს წავიდა. ბევრი წუწუნის, ჯუჯღუნის შემდეგ მანქანაში ოღმერთო ჩემო ძლივს დავჯექით. ორი მანქანით მივიზლაზნებით პირველ მანქანაში მე, ნუცა, იოანე და გაგა ვზივართ.. გაგა ვითომ კაი შუმახერივით საჭეზე დასკუპდა არადა გადარჩენის და გამართლების იმედით ვართ რომ სადმე მკვდარს არ გვიპოვნიან.  უკანა მანქანაში კი ტყუპები და ნამდვილი მძღოლი გიორგი. 
როგორც იქნა გაგამ მოახერხა და მანქანა დაქოქა, და ირაკლის დავალებით რაღაც სოფელში მივდივართ რომლის სახელიც ვერ დამიმახსოვრებია. 

წინ ჩვენი მანქანა მიდის და უკან გიორგი მოგვყება უკვე საკმაოდ დიდი ხანია ჩუმად ვზივართ სანამ ნუცა ამოიოხრებდა

"აუ დავიღალე" 

იოანე რის იოანეა თუ არ წამოეკიდა..

"ჩვენც დავიღალეთ მაგრამ არ ვწუწუნებთ" 

და დაიწყეს.. ყვირილი,კივილი, წივილი.. ხელების რტყმევაზე როცა გადავიდნენ მეც მომხვდა ხელი და სისხლიან ბრძოლაში ჩავერთე. წინიდან გაგამ იდეაში ჩვენს გასაშველებლად გადმოყო ხელი და ვისი ვისაშია გაგება არ არის. გაგას გამო მანქანა აქეთ იქით მიდის და ჯანჯღარებს, ჩხუბის დროს გაგას ტელეფონმა დარეკა, ჩვენ ომი მაინც არ შეგვიწყვიტავს როცა გააგონა..


"რაღაიყო ეს დედამოტყნული ზანზარებს მანქანა"

ლამის გიორგი შუაზე გაიხეს იმხელაზე იკივლა, მის ხმაზე ყველა გავჩერდით და სიტუაცია ასე გამოიყურება

იოანე ნუცას თმაში არის ჩაფრენილი, ჩემი ხელი გაგას მოკლე თმაზეა და ნუცა სახეს მპოტნის. გავსწორდით და გზა გავაგრძელეთ მაგრამ გიორგიმ მანქანა გააჩერა და ჩვენც გაგვაჩერებინა.

"ნეტა რაჩემი ფეხები უნდა"

ვუთხარი ჩუმად ნუცას და მანქანიდან ორივე ერთნაირი მობღენძილი სახეებით გადავიძურწეთ

" შე მართლა სირო, ამდენ ჩოჩქოლში და დედისწიოკში გადასახვევი შეგეშალა და მეც ასე ყლესავით წამოგყევი. ახლა კი უკან წასვლას არანაირი აზრი არაქვს რადგან გზა აღარ მახსოვს."

დუდღუნებს გიორგი და ლამისაა გაგას იმ ვირივით ქოჩორში ჩააფრინდეს და შუაზე გაბრდღვნას.

"ახლა რა ჯანდაბა ვქნათ. შუა დღის 2 საათია მზე მხრუკავს და ჩრდილიც არსადაა რომ შევეფაროთ. ყოჩაღ იმენა ფოკუზნიკები ხართ რაა"

ვიძახი და ცხვირაბზუებული მივდივარ მანქანასთან. და რათქმაუნდა ნუცაც გზააბნეული კნუტივით უკან მომდევს




_________________________________________________

1 საათის შემდეგ

გაგა მანქანის კაპოტზეა წამოწოლილი და ის მაიკა რომელიც რამდენიმე ხნის წინ ეცვა ახლა ბალიშის მოვალეობას ასრულებს. ნუცა ბალახზეა გაშოტილი და ძინავს. მანქანაში პაპანაქება სიცხეში ტყუპებს ძინავთ. გიორგის თეძო აქვს გამოგდებული და ბალახს ღეჭავს რომელსაც ასევე მაიკა აქვს გახდილი. იონა ზის და თავისთვის ბურდღუნებს. ცოტახანში გიორგის ტელეფონზე ირაკლი ურეკავს

"ჰე აბა ჩემო ძმაო, რაქენით ჩახვედით? მოგეწონათ? ანასტასია სადარის? ნუცა ცოცხალია? იოანე ხოარ გადაყლაპა?"

გიორგიმ ტუჩები მოწრუპა

" კი ძმაო მაგარი მოგვეწონა გაასწორა ძალიან მაგრად ვართ"

"ანასტასია დამალაპარაკე" ბრძანა ირაკლიმ

"ისა არარის აქ.. მეზობლის ხბოებს ეთამაშებიან ეგ და ნუცა" ძალიან სერიოზული ხმით თქვა გიორგიმ.


"კაი მაშინ გააჯვით რორამე დაგჭირდეთ ზარი ახლობელთან"

და სანამ გიორგი რამის თქმას მოასწრებს შავი ცხენი ტელეფონს თიშავს.

"რაყლე ვქნათ ახლა" 


ეს ეს იყო უეცრად მანქანა გამოჩნდა, როცა მოგვიახლოვდა გაჩერდა და მანქანიდან ბაჩი გადმოსკუპდა.. მოვიდა გადამკოცნა და ყველას გამარჯობა უთხრა

" აქ რას აკეთებ?" დაეჭვებით მკითხა და ცალი თვალი მოჭუტა


"სიმართლე გითხრა, არ ვიცი"

ყველაფერი აუხსნა გიორგიმ და ახლა ბაჩის ძმაკაცის, გოჩიკოს სახლში მივდივართ რომელიც არც ისე შორსაა, მანქანებში ჩავეწყვეთ და დიდის ამბით წავედით მათთან.
როგორც კი მივედით ირაკლიმ დარეკა დედაგიოსთან და მანაც არ დააყოვნა, ხოლო მე და ნუცამ თვალები ავატრიალეთ და გავუჩინარდით.

გიორგის P.O.V


"ხო შეჩემა"


" აბა რაშვებით ხოხართ ჯიგრულად"


"კი ბრატ მაგრად ასწორებს აქაურობა" 

"გოგოებს ხო აქცევ ყურადღებას?"

"კიკი ყველაფერი მშვენივრად არის, ვიცი რო ტასია ბალახს არუნდა მივაკარო და ნუცა მაიონე..."
გოგოებისკენ ვიხედები და სიტუაციის შემყურე ნერწყვს ძლივს ვყლაპავ.

"კ_კარგი ირაკლი წ_წავედი დაგირეკავ მერე"

ტელეფონს ისე ვთიშავ ირაკლის პასუხის გაცემასაც არ ვაცდი

წამის მეასედებში ტასიასთან გავჩნდი რომელიც თივის ზვინზეა წამოგორებული და ბალახს ისე ლოქავს თითქოს ალერგია მე მქონდეს. მკლავში ხელს ვავლებ და ახლა უკვე ნუცასთან მივდივართ, რომელიც მაიონეზს და პურს ისე ჭამს გეგონება მთელი კვირის ნაშიმშილები იყოს.

ორივეს სახლში ვყრი და ბოლო ხმაზე ყვირილს ვიწყებ

"გოგო თქვენ ვაბშე ნორალურები თუ ხართ?"

ჩემს ღრიალზე ყველა სახლში ჩნდება და დაიანტრიგებული სიფათებით შემოგვცქერიან.

"ეამექნა მჰიოდა"

პირგამოტენილი ნუცა ძლივს ლუღლუღებს და ტასიაც დებილი ბავშვივით თავს უქნევს

"მართლია, სრულიად, უდაოდ"

ნუცაზე ბოლო ნერვი მიწყდება და ლამისაა ხმის იოგები გადმოვილაგო და წინ დავაწყო.

"ამას ვინმემ ეს მაიონეზიანი პური გამოართვით სანამ სულ მოკვდა-"

წინადადება დამთავრებული არმაქვს ჩემი ძმა იოანე მეჩრება.

"დიდი სიამოვნებით"

მხოლოდ ამ ორ სიტყვას ამბობს და ნუცას  მთელი ძალით თავში ხელს ურტყავს, ისე რომ საჭმელთან ერთად ლამის კბილებიც გადმოყაროს.

ახლა ტასიაზე უნდა გადავსულიყავი, როცა ალექსი ტასიას ხელ გაშვერილი უკივის.

" ეს დებილი ბავშვი კიდე მესმის, მოშივდა, შენ რაღა გინდოდა იმ თივის ზვინში"

ანასტასია თავს ხრის რადგან კითხვაზე პასუხი არ აქვს და დებილი პატარა ბავშვივით ფეხით წრეების ხაზვას იწყებს.


ღრმად ამოვიოხრე და ანასტასია თავიდან ფეხებამდე ჩავათვალიერე, ალერგიას უკვე თავი გამოეჩინა და მთელს ტანზე დაყრილი აქვს, ხოლო ნუცა ფერდაკარგული და ტუჩებ მოკუმული დგას და თავს ძლივს იკავებს რომ რაც ჭამა უკან არ ამოაბრუნოს. 


"ჩემი კარგიმოვტყან, რა შევცოდე ამისთანა"

Bros before HOEZ🤪 (ქართული)Where stories live. Discover now