დასაწყისი

71 2 0
                                    


                                                                                   შესავალი

– ოდესმე ეს ბავშვი დილით ჩემი მიკითხვის გარეშე იღვიძებს?

– ბარბარე, გთხოვ, ჩემთან ტელეფონში ყვირილს შეეშვი და თაკოს დაურეკე

– შენც გამოსაგდები მყავხარ, ორს გამოგაფხიზლებთ ერთდროულად. – გაბრაზებულმა მითხრა და კარებზე ბრახუნი გააგრძელა. – ნინოო დეიდააა – გახარებულმა შესძახა და ტელეფონი გამითიშა.

სალამი, სალამი, მე ქეთევანი ვარ, ქეთი, ქეთუშა, ნუ ქეთი ჯობია. ის გოგო ტელეფონში რომ მიყვიროდა ბარბარე იყო, რომელიც 2 საათით ადრე დაადგა თავზე თაკოს და რომელმაც 2 საათით ადრე გამაღვიძა მე. დღეს ქობულეთში მივდივართ, ბანაკი, ზღვა , გართობა, ახალი საზოგადოება და უფრო მეტი გართობა. ნუ ჩემს გონებაში ყველაფერი ასეა. გასვლა 10 საათზეა, ახლა კი დილის 8 საათია და ბარბარე გვაიძულებს ყველანი ახლა შევიკრიბოთ. საწყალი თამუნა უკვე გამოგდებული ყავს სახლიდან და თაკოსთან ყავს დაბარებული. ახლა მეც თუ არ ავდექი და თაკოსთან არ წავედი მერწმუნეთ ამ მოთხრობაში მე ვეღარასდროს მნახავთ.

დასაწყისი

ბარბარე პოვ.

– ნინო დეიდააა – წამოვიყვირე და ქეთის ტელეფონი გავუთიშე – ბოდიშით ასე ადრე რომ გაწუხებთ, უბრალოდ ხომ იცით დღეს დიდი დღეაააა.

– მთელი წელია ამ დღეს ელით, როგორ არ ვიცი დედი, უბრალოდ მგონი თაკოს ჯერ კიდევ სძინავს.

– ზუსტად მაგისთვის მოვედი – ფართოდ გავუღიმე და თაკოს ოთახის კარები შევაღე – თაააააააკოოოოოოოოოოო

– რა ხდება – ლოგინიდან შეშინებული სახით წამოხტა თაკო – ხო მშვიდ... ბარბარეეე – შეშინებული სახე უცებ ბრაზმა შეცვალა და ლოგინში შებრუნდა.

– კარგი რა ადექიიი და წავედით

– დილის 8 საათზე სად მიგყავარ – შემომიღრინა და ისევ ბალიშში ჩარგო თავი

ბანაკიWhere stories live. Discover now