პროლოგი

1.4K 36 4
                                    

თითები მიკანკალებდა როგორც ფოთლები ნიავზე ცახცახისას, როცა ისინი წამოვწიე. ჩემი გული კოლიბრის ჩიტივით ფართხალებდა. ლუკას ხელი ძლიერი და მყარი იყო, როდესაც მან აიღო ბეჭედი და თითზე ჩამომაცვა. თეთრი ოქრო, ოცი პატარა ბრილიანტით, ის რაც სხვა წყვილებისთვის სიყვარულის და ერთგულების ნიშნად ითლებოდა, სხვა არაფერი გარდა იმისა რომ მისი საკუთრება ვიყავი. ყოველდღიური შეხსენება იმ ოქროს გალიისა რომელშიც ყოფნა მომიწევდა მთელი ცხოვრება, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებდა, ეს არ იყო დაცრიელი დაპირება, როგორც სხვა ნორმალური წყვილებისთვის. სხვა გამოსავალი არ იყო, მე ლუკასი ვიყავი სამუდამოდ. ფიცის ბოლო რამოდენიმე სიტყვა ძალიან გავდა მაფიოზების ფიცს მაფიოზებში გაწევრიანებისას , როდესაც მათ აკურთხებდნენ : ,,ცოცხალი შემოვედი და მკვდარი გავალ''მაშინ უნდა გავქცეულიყავი როცა ამის შანსი მქონდა, ახლა როცა ჩიკაგოს და ნიუ ორკის მაფიის ოჯახები მოგვჩერებოდნენ, სხვაგან გაფრენის ვარიანტი აღარ იყო. არც განქორწინება შემეძლო, სიკვდილი იყო ერთადერთი დასასრული ჩვენ ქორწინებაში. ლუკას და მის ოჯახის წევრებს რომც გავექცე, ჩვენი შეთანხმება დაირღვევა და ომიც დაიწყება. მამაჩემი ვერაფერს გახდება ლუკას ოჯახთან, რომელიც თავს შერცხვენილად ჩათვლის და შურისძიება მოუნდება. ჩემ გრძნობებს არ ქონდა მნიშნელობა, არასდროს ჰქონია. მე ვიზრდებოდი სამყაროში სადაც ქალებს არჩევანი არ აქვთ. ეს ქორწილი არ იყო სიყვარულის ნდობის ან არჩევანის, ეს იყო მოვალეობა და პატივი , ეს იყო ის რასაც ყველა ელოდა მშვიდობის უზრუნველსაყოფლად. მე არ ვიყავი იდიოტი, ვიცოდი კიდევ რაში იყო საქმე : ფული და ძალა, ორივე მცირდებოდა მას შემდეგ რაც, რუსული მაფიის ოჯახი ,,ბრატვა' ტაივანური ,,ტრიადა'' და სხვა მაფიოზური ოჯახები ცდილობდნენ თვიანთი გავლენის მოპოვებას ჩვენ ტერიტორიებზე. შეერთებულ შტატებში მცხოვრებ იტალიელ მაფიოზებს სჭირდებოდათ ოჯახების გაერთიანება და მტერთან საერთო ძალით დაპირისპირება. ჩემთვის პატივი უნდა ყოფილიყო, რომ ცოლად მივყვებოდი ნიუ ორკის მაფიის კლანის, ,, ფამილიას' ბოსის უფროს ვაჟს. ეს იყო ის რასაც მამაჩემი და ჩემი ოჯახის სხვა მამაკაცები მეუბნებოდნენ. მე ეს ვიცოდი , მაგრამ არ მქონდა დრო ამისთვის მოვმზადებულიყავი. მთელმა შიშმა დამიარა სხეულში.,,თქვენ შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს'' -თქვა მღვდელმა, თავი ავწიე. პავილიონში ყველა წყვილი თვალი მე მიყურებდა, სისუსტის გამოვლინებას ელოდნენ. მამა გაბრაზებული იქნებოდა თუ ჩემ ტერორს სხვებსაც დავანახებდი, ხოლო ლუკას ოჯახი ამას ჩვენს წინაღმდეგ გამოიყენებდა. მაგრამ მე გავიზარდე სამყაროში სადაც სრულყოფილი ნიღაბი იყო ერთადერთი დაცვა ქალებისთვის, ამიტომ არ მიჭირდა მშვიდი ნიღბის აფარება. არავინ იცოდა როგორ ძალიან მინდოდა აქედან გაქცევა, არავინ ლუკას გარდა, რადგან რამდენიც არ უნდა მეცადა ვერ ვწყვეტდი კანკალს. როდესაც ჩემი მზერა შეხვდა ლუკას ნაცრისფერ ცივ თვლებს, შემეძლო მეთქვა რომ მან იცოდა ჩემი შიშის შესახებ. ნეტა რამდენი ადამიანის თვალებში წაუკითხია იგივე? ჩემკენ გადმოიხარა და ათი სანტიმეტრით მომიახლოვდა, ყოყმანის, შიშის ან ეჭვის კვალიც კი არ იყო მის სახეზე.ჩემი ტუჩები კანკალებდა მის პირთან ,როცა მისი თვალები მომჩერებოდნენ, მათში მარტივად შევძელი გზავნილის ამოკითხვა: შენ ჩემი ხარ!

მაფიის ქრონიკები: ,,ღირსებით დაკავშირებული" (წიგნი 1)Where stories live. Discover now