თავი 12

417 26 8
                                    

ძაან კი დავაგვიანე შემდეგი თავი, მაგრამ რაღაც პრობლემები მქონდა და ვეცდები აწი ხშირ ხშირად დავდო.

მზის შუქი სახეზე მომხვდა, გაზმორება ვცადე მაგრამ ხელი წელზე მომხვია და მტკიცე მკერდზე მიმიკრო. ერთი წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ გამეხსენებინა სად ვიყავი და რა მოხდა გუშინ და შემდეგ დავიძაბე. ,,კარგია, შენ გაიღვიძე"- თქვა ლუკამ ძილით დამძიმებული ხმით. გავიაზრე რა ხდებოდა.ლუკა ჩემი ქმარია, მე გათხოვილი ქალი ვიყავი და მან პირობა შეასრულა. ლუკამ ხელი მაგრად მომხვია და ზურგზე დამაწვინა, მისი თვალები სახეზე მიყურებდნენ. ნეტა რას ფიქრობდა. უცნაური იყო მამაკაცთან ერთად საწოლში ყოფნა. ვგრძნობდი ლუკას სითბოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეულები არ ეხებოდნენ.მზის შუქზე უფრო მკვეთრად ჩანდა შრამები, მაგრამ მისი კუნთები ისეთივე შთამბეჭდავი იყო. მაინტერესებდა როგორი იქნებოდა თუ მას შევეხებოდი. მან ხელი ასწია და ჩემი თმის ღერი ორ თითს შორის მოაქცია. სუნთქვა შევიკავე, მაგრამ მან ერთი წუთის შემდეგ გამოუშვა, მისი სახე ინტერესით მაკვირდებოდ. "დიდი ხანი არ დარჩება, სანამ ჩემი დედინაცვალი, დეიდაჩემები და ჩემი ოჯახის სხვა დაქორწინებული ქალები არ დააკაკუნებენ კარებზე, რომ შეაგროვონ ზეწრები და მიიტანონ სასადილო ოთახში, სადაც უდავოდ ყველა დანარჩენი უკვე ელოდება  სანახაობას." ლოყაზე სიწითლემ დამიარა და ლუკას თვალებში რაღაც შეიცვალა აღარ იყო ის ცივი.მის ჭრილობას შევხედე, რომელიც ნელ ნელა ქრებოდა.ლუკამ თავი გააქნია ,,სისხლი მისცემთ მათ რაც სურთ. მაგრამ ისინი ჩვენგან დეტალებს ელიან. მე კარგი მატყუარა ვარ მაგრამ შენ შეძლებ მოატყუო ყველას სახეში? დედაშენიც კი, როცა მათ შენი პირველი ღამის შესახებ მოუყვები? არავინ უნდა იცოდეს რა მოხდა, ეს მე სუსტად გამომაჩენს" სინანულისგან ტუჩები გაუმკაცრდა. "სუსტი იმიტომ რომ არ გინდოდა შენი ცოლის გაუპატიურება?" ჩავჩურჩულე. ლუკას თითები თეძოზე შემეხო. ვერც კი მივხვდი, რომ ისინი ისევ იქ იყვნენ. აიძულე მას შენთვის კარგი იყოს, ბიბიანას სიტყვები ტრიალებდა ჩემს გონებაში. ლუკა მონსტრი იყო, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. ის სხვა ვერაფერი იქნებოდა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო როგორც ლიდერი ჩვენს სამყაროში, მაგრამ იქნებ მე შემეძლო მისი მონსტრის ჯაჭვით დაბმა, როდესაც ის ჩემთან იყო. ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე ველოდი, როდესაც წუხელ მან საძინებლისკენ წამიყვანა. ცივად გაიღიმა ლუკამ. "სუსტი იმის გამო, რომ არ ავიღე ის, რაც ჩემია. სისხლიანი ზეწრის ტრადიცია სიცილიურ მაფიაში არის ისევე როგორც პატარძლის სიწმინდის მტკიცებულება, ასევე ქმრის შესაძლებლობის ნახვა. როგორ ფიქრობ, რას იტყვის ჩემზე, რომ მე მყავდი ჩემს საწოლში ნახევრად შიშველი, დაუცველი და ჩემი, და მაინც  ხელუხლებელი ხარ, როგორც იყავი ჩვენს ქორწილამდე? " "არავინ იცის. არავის ვეტყვი. "

მაფიის ქრონიკები: ,,ღირსებით დაკავშირებული" (წიგნი 1)Where stories live. Discover now