თავი 4

375 19 5
                                    

დედამ  ის კაბა შემომაჩეჩა რომელიც მამამ შეარჩია ამ შემთხვევისთვის. ,,ხორცის ჩვენებისთვის
" როგორც ჯიანა უწოდებდა მას, რამდენიც არ უნდა ექაჩა დედას, კაბა არ იწეოდა ქვევით. სარკეში ჩემ თავს შევხედე. მე არასდროს ჩავიცმევდი ასეთ გამომწვევ კაბას. შავი მოტკეცილი კაბა ბარძაყების ოდნავ ზევით მთავრდებოდა, ზემოთ ბრჭყვიალა ოქროსფერი ბიუსტი ქონდა, შავი სამაგრებით. ,,მე არ შემიძლია ამის ჩაცმა დედა" დედა სარკეში შეხვდა ჩემ მზერას. ჩემზე ოდნავ მუქი თმა მაღლა შეეკრა. დახვეწილი, ელეგანტური კაბა ეცვა იატაკის სიგრძემდე, ნეტავ მეც ასეთი მოკრძალებული კაბა მცმოდა. ,,შენ ქალს გავხარ"- დაიჩურჩულა მან მე შევკრთი ,,მე მეძავს ვგავარ" ,,მეძავებს არ შეუძლიათ ასეთი კაბა შეიძინონ". მამაჩემის საყვარლები ყიდულობდნენ კაბებს, იმ ფასებში რასც ნორმალურო ადამიანები მანქანაში აძლევდნენ. დედამ ხელები წელზე მომხვი, ,,წვრილი წელი გაქვს, კაბა გრძელ ფეხებს გიჩენს, დარწმუნებული ვარ ლუკას მოეწონება" ჩემ დეკოლტეს შევხედე, პატარა მკერდი მქონდა, ბიუსჰალტერი ვერ შეცვლიდა ამას, მე ვიყავი თხუთმეტი წლის გოგო რომელსაც ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს. ,,გამომართვი" დედამ ხუთ სანტიმეტრიანი შავი ქუსლიანები მომაწოდა, ალბათ ასე თუ მივწვდებოდი ლუკას ნიკაპამდე. დედამ სახეზე ყალბი ღიმილი მოირგო დაბთმები გადამიწია, ,,თავი მაღლა აწიე, ფიორე კავალარომ, ჩიკაგოს ყველაზე ლამაზ ქალად მოგიხსენია, აჩვენე ლუკას და მის გარემკცვას რომ შენ უფრო ლამაზი ხარ ვიდრე ნიუ ორკში მცხოვრები ნებისმიერი ქალი, თანაც ლუკამ ხო თითქმის ყველა იცის" როცა მან ეს თქვა დარწმუნებული ვიყავი რომ მანაც წაიკითხა სტატიები ლუკას ,,განავარდების" შესახებ, ან იქნებ მამამ უთხრა რამე. ,,დედა..." ყოყმანით ვუთხარი, მაგრამ მან უკან დაიწია, ,, ახლა წადი მე შენს შემდეგ შემოვალ, ეს შენი დღეა. ოთახში მარტო უნდა შეხვიდე, კაცები იქ იქნებიან, მამაშენი ლუკას გაგაცნობს და მერე ყველა ერთად წავალთ სასადილო ოთახში" მან ეს უკვე ალბათ მეათეჯერ გამიმეორა. წამიერად მომინდა ხელი ჩამეკიდა და შემეხვეწა რო თან გამომყვეს, მაგრამ ამის მაგივრად შევბრუნდი და ოთახიდან გავედი. მიხაროდა ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში დედა ქუსლიანებით სიარულს რომ მაჩვევდა. როდესაც ბუხრის ოთახთან მივედი გული ყელში მეჩხირებოდა. ნეტა ჯიანაც ჩემთან ყოფილიყო მაგრამ ალბათ დედამ დაარიგა რომ სათანადოდ მოქცეულიყო. ამის გაკეთება მარტოს მიწევდა, ეს შოუ მარტო პატარძალს ეკუთვნოდა. მუქ ხის კარებს ვუყურებდი  და გაქცევას ვფიქრობდი, კაცების სიცილის ხმა ისმოდა უკნიდან. მამაჩემის და მისი ბოსის, ოთახი სავსე იყო ქვეყნის ყველაზე ძლიერი და საშიში კაცებით და მე ან ოთახში უნდა შევსულიყავი. კრავი მგლების გარემოცვაში. თავი გავაქნიე არ უნდა მეფიქრა მსგავსი რამ. უკვე ისედაც დიდხანს ვალოდინე. სახელურს ხელი მოვკიდე და ჩამოვწიე. შევედი და ვცდილობდი არავისთვის შემეხედა. გამბედაობა მოვიკრიბე და ოთახის ცენტრიაკენ წავედი. საუბარი შეწყვიტეს, რამე უნდა მეთქვა? ვკანკალებდი და ვიმედოვნებდი რომ ისინი ამას ვერ ხედავდნენ. მამაჩემი კრემთან მიპარულ კატას ჰგავდა. ჩემი თვალები ლუკას ეძებდა, მის გამჭოლ მზერას შევეფეთე და გვქვავდი. მან ჭიქაში მუქი სითხე ჩაისხა, თუ არავინ არაფერს იტყოდა ოთახიდან გავიქცეოდი. სწრაფად შევათვალიერე შეკრებილი მამაკაცების სახეები. ნიუ ორკიდან იყვნენ მატეო, ლუკა, სალვატორე ვიტიელო და ორი მცველი, ცეზარი და ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც არ ვიცნობდი. ჩიკაგოდან კი მამაჩემი, ფიორე კავალარო, მისი ვაჟი, მომავალი ბოსი, დანტე კავალარო, ასევე უმბერტო და ჩემი ბიძაშვილი რაფაელო, რომელიც საშინლად მძულდა. რაფაელო თვალებით მჭამდა. მათ გვერდით საცოდავად იდგა ფაბიანო და საოცრად უხდებოდა შავი კოსტუმი. ვიცოდი უნდოდა ჩემკენ გამოქცეულიყო მაგრამ მამა ძალიან დასჯიდა. საბოლოოდ მამა ჩემკენ წამოვიდა, ზურგზე ხელი მომკიდა და შეკრებილი კაცებისკენ წამიყვანა. თითქოს კრავი ვიყავი და შესაწირად მივყავდი. ერთადერთი ვინც შეწუხებული მიყურებდა დანტე კავალარო იყო. ჩვენი ოჯახი ორი თვის წინ დაესწრო მისი ცოლის დაკრძალვას. ოცდა ათი წლის ქვრივი, ალბათ უნდა შემცოდებოდა მაგრამ მე ის მაშინებდა ისევე როგორც ლუკა. მამამ რათქმაუნდა პირდაპირ ჩემი საქმროსკენ წამიყვანა გამომწვევი მზერით, თითქს ელოდა მოხიბლული ლუკა მუხლებზე როდის დაეცემოდა. ლუკას ნაცრისფერი თვლაები მძიმედ და ცივად უყურებდა მამაჩემს . ,,ეს არის ჩემი ქალიშვილი არია" როგორც ჩანს ლუკას არ უხსენებია ჩვენი უხერხული შეხვედრა. ფიორე კავალარომ ჩაილაპარაკა ,, ზედმეტს არ დაგპირდი არა?" ნეტა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავეტანე. არასდროს მიმიქცევია ამდენი ადამიანის ყურადღება, რაფაელომ რომ შემომხედა კანი თითქოს ამიხურდა. ის სულ ახლახანს აკურთხეს სრულუფლებიან წევრად, ორი კვირის წინ რაც თვრამეტის გახდა და კიდევ უფრო საზიზღად იქცეოდა. ,,არა არ ყოფილა ზედმეტი" თქვა უბრალოდ ლუკამ. მამა აშკარად გაბადრული ჩანდა, არავის შეუმჩნევია როგორ მომიახლოვდა ფაბიანო და ხელი ჩამკიდა. ლუკამ შენიშნა და ჩემ ძმას მიაშტერდა რის გამოც მისი მზერა ძალიან ახლოს იყო ჩემ ბარძაყთან. ნერვიულად გადავიხარე და ლუკამ თვალი ამარიდა. ,,იქნებ მომავალ პატარძალს და საქმროს სურთ რამდენიმე წუთით განმარტოება?" სალვატორე ვიტიელომ შემოგვთავაზა. თვალები მისკენ ავატრიალე და შოკის დამალვა ვერ მოვასწარი, ლუკამ შენიშნა მაგრამ არ აინტერესებდა. მამამ გაიცინა და წასასვლელად მოემზადა. ,,უნდა დავრჩე?"  უმბერტომ ჰკითხა, მას გავუღიმე, რომელიც იმწამსვე გაქრა როდესაც მამამ თავი გააქნია. ,,მიეცით მათ რამოდენიმე წუთი მარტო ყოფნისთვია" თქვა მან. სალვატორე ვიტიელომ შვილს თვალი ჩაუკრა. ყველამ დაგვტოვა სანამ მარტო მე ლუკა და ფაბიანო არ დავრჩით. ,,ფაბიანო" გაისმა მამაჩემის მკვეთრი ხმა ,, წადი ახლავე აქედან" ფაბიანომ ხელი გამიშვა, მაგრამ წასვლამდე ლუკას მომაკვდინებელი მზერა ესროლა. ლუკამ ტუჩები აიბზუა და შემდეგ კარები დახურა. რას ნიშნავდა მამამისის თვალის ჩაკვრა. ლუკას გავხედე, მართალი ვიყაი, ჩემი ქუსლებით ნიკაპამდე ძვლივს ვწვდებოდი. მზერა მომაცილა, ჩემი გამომწვევი ჩაცმულობა არ აინტერესებდა ვითომ? ალბათ ნიუ ორკელი ქალები უკეთესად ავსებდნენ ბიუსტჰალტერს. ,,შენ აარჩიე კაბა?" მე შევკრთი მის ლაპარაკზე,მისი ხმა ღრმა და მშვიდი იყო. ,,არა"- ვაღიარე მე ,,მამაჩემმა აარჩია" ლუკას ყბა აუთრთოლდა, მისი სახის გამომეტყველების წაკითხვა არ შემეძლო და ძალიან მაშინებდა ეს.მან ქურთუკის ჯიბისკენ ხელი გაიშვირა, წამიერად გიჟურმა აზრმა გამიელვა თავში, მეგონა რომ იარაღს იღებდა, მაგრამ მაგის ნაცვლად ხელში შავი ყუთი ეჭირა, ჩემკენ შემობრუნდა და დაჟინებით გავხედე მის ტანსაცმელს, შავი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი პიჟაკი, ყველაფერი შავი, როგორც მისი სული. ეს იყო ის მომენტი რომელზეც მილიონობით ქალი ოცნებობდა, მაგრამ მე გამაჟრჟოლა როცა ლუკამ ყუთი გახსნა. თეთრი ოქროს ბეჭედი, ცენტრში დიდი ბრილიანტით. ლუკამ ხელი გამომიწოდა, უხერხული სცენა ჩამოწვა. გავწითლდი და ხელი მეც გავუწოდე. მან ნიშნობის ბეჭედი თითზე ჩამომაცვა და ხელი გამიშვა. ,,მადლობა" თავი ვალდებულდ ვიგრძენი რამე მეთქვა. კიდევ ერთხელ შევხედე მას, მისი თვალები გაბრაზებული ჩანდნენ. რამე დავაშავე? ხელი გამომიწოდა და მეც ჩავკიდე, ოთახიდან გამიყვანა და სასადილო ოთახისკენ წამიყვანა. ხმა არცერთს ამოგვიღია, იქნებ ლუკა იმედგაცრუებული იყო, ანდაც საერთოდ შეთანხმების გაუქმებას აპირებდა. მაგრამ თითზე ბეჭედს რაღატო წამომაცვამდა. სასადილო ოთახში რომ შევედით, მამაკაცებთან ერთად ჩემი ოჯახის ქალებიც დაგვხვდნენ. ვიტიელოებს ქალები არ წამოეყვანათ, ალბათ იმიტომ რომ საკმარისად არ ენდობოდნენ მამაჩემს და კავალაროს. მე არც ვადანაშაულებდი მათ. არც მამას და არც ბოსს არ ვენდობოდი მე. ლუკამ ხელი გამიშვა და სასწრაფოდ შევუერთდი დედაჩემს და ჩემ დებს, რომლებიც თითქოს ჩემი ბეჭდით აღფრთოვანებულები იყვნენ. ჯიანამ თვალი ჩამიკრა, ნეტავ დედა რით დაემუქრა, მაგრამ ვგრძნობდი ჯიანას მწარე კომენტარი ენის წვერზე როგორ ედგა. თავი დავუქნიე მას და მანაც თვალები აატრიალა. ვახშამი უცნაური იყო. კაცები ბიზნეს განიხილავდმენ მაშინ როცა ქალები ჩუმად ვისხედით. თვალები ბეჭდისკენ გამირბოდა, მეჩვენებოდა რომ მძიმდებოდა, ახლა მე ლუკას საკუთრება ვიყავი.

მაფიის ქრონიკები: ,,ღირსებით დაკავშირებული" (წიგნი 1)Where stories live. Discover now