შემდეგ რაც მასში შევნიშნე იყო მისი გრძნობები და მათი სისუსტე, ზოგჯერ კი პირიქით სიძლიერე.
ანო და მე დაწყებით კლასებში სხვადასხვა სკოლაში დავდიოდით. მაგრამ მაინც სულ ვუყვებოდით ხოლმე ერთმანეთს ჩვენი სკოლის ამბებს და ერთი სული გვქონდა როდის ვიქნებოდით როგორმე ერთ სკოლაში და ერთ კლასში.
თამუნა დეიდა გვირეცხავდა ვაშლებს, ეზოში ვისხედით სადარბაზოსთან და სიგრილეში ვისვენებდით. სექტემბერი ახალი დაწყებული იყო, სკოლის დაწყება არ გვინდოდა მე და ანოს.
მთელი ზაფხული ისედაც ვერ ვიყავით ერთად, სოფელში იყვნენ ანოს ოჯახიც და ჩვენც, ამიტომ არ გვინდოდა სკოლა მალე დაწყებულიყო. ვისხედით და ვუსმენდით თამუნა დეიდას როგორ გვიყვებოდა რაღაცას, ზოგადა მიყვარდა თამუნა დეიდას მოსმენა, დედაჩემივით კარგად ლაპარაკობდა ხოლმე მაგრამ მაშინ არ ვუუსმენდი. ანოს ვუყურებდი და არ მეცალა მოსასმენად, ანო კიდე დედამისს უყურებდა და ძალიანაც ეცალა მოსასმენად. მერე ანოს ბედნიერების კივილი მახსოვს და როგორ მოვედი აზრზე წამის მეასედში, ძალიან დავიბენი როდესაც ჩამეხუტა და თან ზურგზე ერთ ხელს მირტყავდა კლასელები ვიქნებით გუგუნაო.
-მართლა? - ვკითხე ურწმუნოდ, ვერ ვხვდებოდი სიმართლე მითხრა თუ არა.
-ხო ვერ გაიგე რა თქვა დედიკომ? შენ სკოლაში გადმომიყვანეს და სექტემბერი რო მოვა ერთად ვივლიიით!
-სექტებრეია უვე ანო - ვუთხარი მე
-ეგ ვიცი მარა სკოლის სექტემბერი რომ მოვა მაგაზ ვაბობ. არ გიხარია? - გავგიჟდი ეს რომ მკითხა. როგორ მკითხა ვერ ვიჯერებდი. ანომ იცოდა რომ ჩემს კლასში ბიჭების გარდა მეგობრები არ მყავდა და ძალიან მინდოდა ერთად გვესწავლა.
-როგორ არ მიხარია ძალიან მიხარია ყველაზე ძაან მე მიხარია.
-აბა რატო არ გეტყობა. - მოიწყინა მან.
-როგორ არ მეტყობა ვერ ხედავ როგორ ვიღიმი? - ვეჩხუბებოდი, ანო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, არა ყველაზე საუკეთესო მეგობარი იყო და ეგონა რომ არ მიხაროდა.
YOU ARE READING
პატარა ლამაზი ადამიანები (სრულად)
Romanceგუგუნას თვალით დანახული ბავშვობის სიყვარული, თინეიჯერობის პერიოდი, ახალგაზრდობის წლები და ყველა ის შეგრძნება, ფიქრი და დაბრკოლება რომლებიც ანოს დამსახურებით გაჩნდა მის ცხოვრებაში. მათი ერთად ყოფნის დროს სხვა ყველაფერი აზრს კარგავდა, განშორება კი მძ...