მეცხრე კლასის მეორე სემესტრი ახალი დაწყებული იყო, გამოცდები გვაიხლოვდებოდა და ანო ქაოსის პიკს აღწევდა. ჩემს ნაცვლადაც ის ნერვიულობდა და სულ გადატვირთული იყო. ის მათემატიკაზე და ქიმიაზე დადიოდა, მე ქართულზე და ბიოლოგიაზე. ოროსანი აღარ ვიყავი უკვე წლები იყო მაგრამ არც ფრიადოსანი, სამწუხაროდ. მაგრამ ანო გახლდათ ძალიან შკოლნიკი, არასდროს იქცეოდა უპასუხისმგებლოდ და სულ ცდილობდა დავალებები იმავე დღესვე დაეწერა, არა განა არ ვვამაყობდი მისით, მაგრამ ზოჯერ საათები გადაბმულად რას მეცადინეობდა ხოლმე იმასაც ვერ ვიგებდი.
იანვრის მიწურულს როდესაც ნელ-ნელა ნელდებოდა დღესასწაულების ფერადი ქაოსი და ყველაფერი ჩვეულებრივ ცივი ზამთრის მოკლე დღეებს უბრუნდებოდა ზუსტად მაშინ მოხდა ისეთი რამ რამაც მთელი ჩემი გრძნობები, ფიქრები და სიამაყე შეარყია.
ანოს ერთი ბიჭი მოეწონა, მას დათო ერქვა, დათო რომელიც საერთოდ არასდროს არ უნდა ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ახლა ანო მასზე ძალიან აღტაცებით რომ საუბრობდა, ვერაფერს ვშვრებოდი გარდა ჯდომის, მისი მოსმენის და ეჭვიანობისგან ბრაზისა.
-ჰოდა მერე მეუბნება მარტო ხომ არ წახვალ მიგაცილებო, მეთქი არა ჩემი მეგობარი მომაკითხავს თქო შენზე ვამბობდი და სანამ ის მოვა მანამდე აქ ხო არ იქნებიო, ხოდა წამოვედით და რო მოვდიოდით შენს თავს გეფიცები სულ მიყურებდა, სულ მიღიმოდა აუ გუგუნა მისმენ საერთოდ?
-გისმენ.
-რა სახით ზიხარ რა იყო. - ტუჩი მაღლა აწკიპა და თვალები მობეზრებით მომავლო სახეზე.
-რა იყო და საერთოდ არ მაინტერესებს შენი დათო როგორ გიყურებდა, შეგიძლია ადგე და შემდეგში დამირეკო.
-მოიცა რა, რა დაგირეკო, ქრაშთან ერთად სეირნობის შანსი თუ მექნება... ერთი წამით, მართლა არ გაიტერესებს? აბა მე ტყუილად ვლაპარაკობ? - მხრები ჩამოუშვა, მომაშტერდა და წარბებიც შეკრა.
YOU ARE READING
პატარა ლამაზი ადამიანები (სრულად)
Romanceგუგუნას თვალით დანახული ბავშვობის სიყვარული, თინეიჯერობის პერიოდი, ახალგაზრდობის წლები და ყველა ის შეგრძნება, ფიქრი და დაბრკოლება რომლებიც ანოს დამსახურებით გაჩნდა მის ცხოვრებაში. მათი ერთად ყოფნის დროს სხვა ყველაფერი აზრს კარგავდა, განშორება კი მძ...