ხვალ წვიმიანი დღე გველის. ზეგ კი მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი ამიტომ გირჩევთ სახლში დარჩეთ და ოჯახთან გაატ....
- ოჯახთან? გასაგებია, გაიგე იუნგი? შენ ოჯახთან ერთად უნდა გაატარო დრო, ჯობია მაღაზიიდან ახლავე ამოიტანო ლუდი რადგან გაგიადვილდეს იმის წარმოდგენა რომ ოჯახი გყავს - ეუბნება ის თავის თავს და თიშავს ტელევიზორში ჩართულ სიახლეებს.
სახლში სადაც მხოლოდ იუნგი ცხოვრობდა გაისმის ფეხების ბაჯბაჯის ხმა, მისაღები ოთახიდან მას გამოაქვს უკვე მესამე ცარიელი ყავის ჭიქა სასადილოში, იმ ფიქრებით რომ ალბათ რადგან საღამოს 8 საათია აღარ არის საჭირო მეოთხე ჭიქის ამოღების დრო. დღესაც მოღრუბლული ამინდია, ჩაბნელებულია ქალაქი და იუნგის მთლიანი სახლიდან მხოლოდ სასადილო ოთახში ანთია შუქი. ახლოსაა საჭმელი, სასმელი და დიდი ფანჯარა პატარა აივანით მას მეტი არაფერი უნდა. ეს მისი საყვარელი ოთახია. ძილი? ბოლოს როდის ეძინა წამლის გარეშე? როდის ეძინა ისე რომ კოშმარებს არ შეეწუხებინათ ის. სასადილო ოთახში ასევე ძველი რეტრო სტილის რადიო იყო მაგიდაზე რომლის გვერდზე ყვავილების პატარა კოხტა ვაზა იდგა, ყვავილების გარეშე. ფანჯრიდან კი მოჩანდა ორმხრივი გზა, წინ კი ექვს სართულიანი კორპუსები ძველი არქიტექტურით და არა ახლანდელი "უსულო" შენობები , მათ უკან კი მოჩანდა მთები. წვიმის დროს იუნგის უყვარდა მანქანის შუქების ყურება, თუ როგორ ირეკლებოდნენ ისინი სველ ასფალტზე. ეს ყველაფერი მისთვის ქმნიდა პატარა სიმყუდროვეს.
- არა, ისევ დამავიწყდა პილმენის ყიდვა - გაღიზიანებული კრუსუნით თქვა მან და მიხვდა რომ მაინც მოუწევს მაღაზიაში ჩასვლა. თუმცა მას უყვარდა საღამოობით სეირნობა, მაგრამ ახლა .... მგონი დღეს მას ყველაფერი ეზარებოდა.
22 წლის იუნგი მესამე სართულზე ცხოვრობდა უკვე მეორე წელი რაც მამამისმა თავის სამსახურში მოაწყო რადგან იუნგის უკვე უნდა დაეწყო პრაქტიკაზე შესწავლა კომპანიის მართვა. მამამისი კარგი ადამიანი იყო მაგრამ 8 წლის პატარა იუნგის თვალებში მას სახე შეეცვალა როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ ორი კვირით მიატოვა იუნგი თავის დეიდასთან. ალბათ ამ დროს მისთვისაც ძნელი იყო ცოლის დაკარგვა და აღარ იცოდა როგორ შეეკრიბა ძალები, მაგრამ პატარა იუნგის ის მაშინ სჭირდებოდა მის გვერდით და არა მაშინ როდესაც ორი კვირის შემდეგ ბავშვი მიეჩვია თავის თავის მიხედვას, მიხვდა რომ მარტო ყოფნა მართლაც კარგია,, მხოლოდ შენზე იზრუნო და აღარ გრძნობდე არაფერს.
YOU ARE READING
Coffee And Milk (GEO) Yoonmin
Teen Fiction- დავიღალე კოშმარების ნახვით ... არ დამტოვო ....გთხოვ.... იუნგიმ ჯიმინს შეხედა სიბნელეში მის სახეს ოთახის ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა. ჯიმინმა ნელ-ნელა თვალები გაახილა და ისინი იმ წამსვე ცრემლებით აივსო. იუნგის ახსოვს ესეთი თვალები, ტკი...