2

146 21 9
                                    

***

ჰარის და ლუის პირველი კოცნის დროს მწვანე თვალება ფეხზე ძლივს იდგა.

...

ჰარი დღეს სრულწლოვანი გახდა და ამის აღსანიშნავად წვეულება გამართეს. ბიჭი კი მთელი დღის განმავლობაში ლუის გვერდით იყო და თავს არ ანებებდა.

"ლუი გამომყევი გთხოვ." ეხვერწება ჰარი

ლუი ბოლოს დანებდა და გაყვა მას. სკამზე დაჯდნენ ლუიმ თმები გაისწორა და ტელეფონში ჩაიხედა რომ დაენახა როგორ გამოიყურებოდა.

"ძალიან სიმპატიური ხარ არ გჭირდება ამის შემოწმება." ეუნება ჰარი და უღიმის. ლუიმაც უხერხულად გაუღიმა.

"სასმელს არ მიყიდი? შენ იქნები პირველი ვისთანაც დავლევ."

ლუიმ წარბები შეკრა და დაიჭყანა.

"არა სასმელი ძვირია."

"კარგი რა მე გართობა და დალევა მინდა." წუწუნი გააგრძელა ჰარიმ.

ლუიმ გადაწყვიტა დაეიგნორებია ის და გვერძე გაიხედა და ხალხი შეათვალიერა. ერთი ბიჭი დაინახა რომელიც მოეწონა და მასთან ფლირტისთვის მოემზადა. ჰარის ხელი მოიშორა და მას მიუბრუნდა.

"შენ შეგიძლია უბრალოდ ვიღაცას თავი მოაწონო და მას აყიდინო ვერავინ გეტყვის უარს ამისთვის ძალიან საყვარელი ხარ"

ჰარის თვალები გაუპრწყინდა და უაზროდ გაიღიმა. "შენი აზრით საყვარელი ვარ?"

ლუიმ გაიღიმა და თმები აუჩეჩა "რათქმაუნდა საყვარელი ხარ" ხელი გამოწია როდესაც მასკენ მომავალი ბიჭი დაინახა რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოეწონა.

უცნობმა ფლირტით გაუღიმა ლუის და შემდეგ როდესაც ჰარი დაინახა წარბი აზიდა და იკითხა "ოჰ ის შენი შეყვარებულია?"

ჰარის უნდა რომ იყვიროს და უთხრას რომ 'კი არის' მაგრამ ლუი ასწრებს.

"არა ის ჩემთვის ძმასავითაა. დღეს მისი დაბადების დღეა ამიტომ შეგიძლია სასმელი გვიყიდო."

ბიჭი თანხმდება და სასმელს ყიდულობს. ჰარის საერთოდ არ გახარებია. მწვანე თვალება უყურებდა როგორ ფლირტაობდნენ ეს ორი ამიტომ რაც შეეძლო ბევრი დალია.

ჰარი დათვრა.

ფეხზე ადგა და ლუისთან მივიდა ხელი შემოხვია და კისერზე ჩამოეკიდა. ლუიმ შეუღრინა ანიშნა რომ მოშორებოდა მაგრამ ჰარი უარზე იყო.

"რა?"

"მეცეკვე." თხოვა ჰარიმ.

ლუი გაღიზიანდა როდესაც დაინახა მაიკი როგორ ადგა და დატოვა ისინი მარტო. ჰარის დახედა და დაინახა მისი სასმლისგან გაწითლებული ტუჩები. ლუიმ მის ბაგეებზე ენა მოისვა.

"კარგი." საცეკვაო მოედანზე გავიდნენ და მუსიკას აყვნენ.

"მხოლოდ ამ ერთხელ."

ჰარი ბედნიერებისგან დაფრინავს როდესაც ლუი მას ატრიალებს და მის მკლავებში იქცევს. ერთმანეთზე არიან მიკრულები როდესაც ჰარის ფეხები ებლანდება ლუი კი თეძოებზე ხელს უჭერს რომ არ წაიქცეს.

"ჯობს გავჩერდეთ." თქვა როდესაც ჰარიმ თეძოების მოძრაობა დაიწყო.

"არა."

"გეყოს შენ წარმოდგენა არ გაქვს რას აკეთებ."

მწვანე თვალებამ მისი ხელი ლუის თმებში შეასრიალა და მოუჭირა. "ჰოდა მაჩვენე."

"გაჩერდი."

ჰარი არ ნებდება ლუის მაისურს ებღაუჭება ქვევით წევს ტუჩებზე აცხრება. კოცნაში იგრძნობა რომ ჰარი გამოუცდელია. მაგრამ ლუი მასთან უფრო ახლოს იხრება და თვითონაც პსუხობს კოცნაზე. ჰარის ტუჩზე კბენს და ენას უსრიალებს. კედელს აკრობს და ხელს საჯდომზე უჭერს.

"ოთახი ნახეთ და იქ იჟიმავეთ." ესმის ლუის და ეს სიტყვები აბრუნებს რეალობაში და ჰარის შორდება.

"ეს არასწორია ამას ვერ გავაკეთებ."

"რატომ?"

"მე არ მიზიდავს ურთიერთობები ეს იცი!"

ჰარის სლუკუნებს და ცრემლს იწმენდ.

"მ-მაგრამ შენ გ-გიყვარვარ." ლუი უემოციოდ უყურებს მათ გარშემო კი ხალხი გაუჩერებლად ცეკვავს. " გ-გიყვარვარ. მე უზომოდ მ-მიყვარხარ."

ლუი მას უახლოვდება და თმაზე ხელს უსმევს. "ვიცი." ჩურჩულებს ის და შუბლზე კოცნის.

𝚂𝙰𝚈 𝚈𝙾𝚄 𝚆𝙰𝙽𝚃 𝙼𝙴 𝚃𝙾𝙾 [𝚕.𝚜] (completed)Where stories live. Discover now